
კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა
სადოქტორო პროგრამის დასახელება: კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მედიცინის დოქტორი (Ph.D in Medicine)
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის მოცულობა კრედიტებით - 180 ECTS
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი დიმიტრი კორძაია.
2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ცხრილი
სადოქტორო პროგრამის დოკუმენტაცია:
-
სადოქტორო პროგრამის "კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის" აღწერილობა
-
სადოქტორო პროგრამის "კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის" სტრუქტურა
-
დანართი N1 - მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტობის კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები
სასწავლო კომპონენტის სავალდებულო საგნების სილაბუსები
- აკადემიური წერა ბიომედიცინაში - სილაბუსი
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება - სილაბუსი
- სწავლების თანამედროვე მეთოდები - სილაბუსი
- კვლევის მეთოდოლოგია - სილაბუსი
სასწავლო კომპონენტის არჩევითი საგნების სილაბუსები
- სტატისტიკური დამუშავების საკითხები სოციალური და ბიოსამედიცინო კვლევებისათვის - სილაბუსი
- კლინიკური კვლევის დიზაინი - სილაბუსი
- მეცნიერების მენეჯმენტი - სილაბუსი
- გლობალური ჯანდაცვა - სილაბუსი
კვლევითი პროექტი (სავალდებულო სასწავლო კომპონენტი)
დარგობრივი სემინარი (სავალდებულო სასწავლო კომპონენტი)
პროფესორის ასისტენტობა (სავალდებულო სასწავლო კომპონენტი)
დისერტაციის დაცვამდე წარსადგენი დოკუმენტები
სხვა დოკუმენტები
ხშირად დასმული შეკითხვები - იხილეთ ლინკი

პროგრამის მიზანი: წარმოდგენილი პროგრამა მიზნად ისახავს, დოქტორანტს:
მისცეს ღრმა თანამედროვე ცოდნა პათოლოგიურ მდგომარეობათა ეტიოლოგიის, პათოგენეზის, დიაგნოსტიკის პროგნოზისა და მკურნალობის შესახებ;
ჩამოუყალიბოს დოქტორანტს ლიტერატურული მონაცემებისა და საკუთარი კვლევის შედეგების კრიტიკული ანალიზისა და ლოგიკური დასკვნების გაკეთების უნარი ფაქტებზე დამყარებული მედიცინის პრინციპების გამოყენებით;
გამოუმუშავოს სამეცნიერო კვლევების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და წარმოების, ასევე სასწავლო პროცესის წარმართვის უნარი.

სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობები: სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების წინაპირობაა დიპლომირებული მედიკოსის ან დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი. უცხო ენის ცოდნა B2 დონეზე.

სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება - კონკრეტულ დარგში (მიმართულებაში) მედიცინის სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ისეთი ცოდნის მიღება რაც თავის მხრივ, ამ ცოდნის შემდგომი გაფართოებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარების საშუალებას იძლევა; კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა წარმოდგენილი პროგრამა მოიცავს მედიცინის მიმართულებებს და ქვემიმართულებებს სპეციფიკური კვლევითი კომპონენტებით: სამედიცინო რადიოლოგია და ენდოსკოპია, ნევროლოგია, ფსიქიატრია, პედიატრია, ქირურგია, გადაუდებელი მედიცინა, ინფექციური დაავადებები, მეანობა-გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, დერმატო-ვენეროლოგია, კლინიკური პათოლოგია, მოლეკულური მედიცინა, ტრანსპლანტოლოგია, მორფოლოგია, პალიატიური და ტკივილის მედიცინა, სტომატოლოგია. მედიცინაში არსებული ცოდნის ხელახალი გააზრებისა და დიალექტიკური გადაფასების გზით ცოდნის განახლებული ფარგლების სწორად გაცნობიერება;
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი - ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული. ბიოსამედიცინო პროფილის ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვის, განხორციელებისა და კონტროლის უნარის გამომუშავება;
დასკვნის გამოტანის უნარი - ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომის კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება, რითაც ხდება ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება/განვითარების ხელშეწყობა; პრობლემების გადასაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება;
კომუნიკაციის უნარი-მედიცინაში ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირის დასაბუთებულად და ნათლად წარმოჩენა; საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თემატური პოლემიკის წარმართვა უცხო ენაზე.
სწავლის და სწავლების უნარი - უახლეს მიღწევებზე დამყარებული ახალი ცოდნისა და იდეების სწრაფად გააზრებისა და დასწავლის (ცოდნაში გადატანის), ასევე სხვისთვის გადაცემის უნარ ჩვევების გამომუშავება და ეფექტურად გამოენება საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში.
ღირებულებები - მეცნიერებაში ეთიკურ ღირებულებათა დამკვიდრების ხელშემწყობი არსებული ფაქტორების შესწავლა/გამოკვლევა და ამ მიმართულებით ინოვაციური ძიებებისათვის მზაობა;

კურსდამთავრებულის დასაქმების სფეროები: სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის სფეროები.