- სამაგისტრო ნაშრომის ანტიპლაგიატის პროგრამაზე ატვირთვა: 01 და 02 თებერვალი, 18:00 სთ.მდე.
 - სამაგისტრო ნაშრომის მატერიალურად წარმოდგენა: 11 თებერვალი 17:00 სთ.მდე.
 
მისამართი: თსუ II აკადემიური კორპუსი, 111-ე ოთახი .
სამუშაო საათები: 10:00- 17:00 .
მაგისტრანტმა ფაკულტეტს უნდა წარუდგინოს:
- სამაგისტრო ნაშრომი აკინძული;
 - ნაშრომის ელექტრონული ვერსია (Word და PDF ფორმატი) CD დისკზე ჩაწერილი;
 - ID ბარათის, ან პასპორტის ასლი;
 - დადასტურება ნაშრომის ორიგინალობის შესახებ (ფორმა);
 - სამაგისტრო ნაშრობის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა);
 - ხელმძღვანელის წერილობითი და ხელმოწერილი დასკვნა სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვაზე დაშვების თაობაზე; *
 - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი); აღნიშნული ეხება, მათ ვისაც წარმოდგენილი არ აქვთ ბაკალავრის დიპლომის და დანართის შესაბამისად დამოწმებული ვერსია.
 
გთხოვთ, გაეცნოთ:
- ანტიპლაგიატის პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია.  
ანტიპლაგიატის პროგრამასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ელ. ფოსტაზე zurab.gogshelidze@tsu.ge giorgi.amiranashvili@tsu.ge - სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის დაგეგმვის, შესრულებისა და შეფასების წესი.
 - სამაგისტრო ნაშრომის თავფურცელი (სატიტულო გვერდი). (ფორმა)
 
*ჩამოთვლილი დოკუმენტაციის გარეშე არ მიიღება სამაგისტრო ნაშრომები!