geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა რეგიონალური კონფერენცია იუნესკოს დადგენილებით მთელს მსოფლიოში 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება "ფილოსოფიის დღე"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი,   2024 წლის 18-19 ნოემბერს  ატარებს  იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ  სტუდენტთა რეგიონალურ კონფერენციას:   ,,ფილოსოფია და რელიგია’’.  

            

კონფერენცია ეძღვნება  თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, კონსტანტინე (კოტე) ბაქრაძის დაბადებიდან  126-ე   წლისთავს.  

 

კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის დარგებს: მეტაფიზიკა-ონტოლოგიის, ფილოსოფიის ისტორიის, ანთროპოლოგიის, პოლიტიკური ფილოსოფიის, ეთიკის, კულტურის ფილოსოფიის, რელიგიის,   ხელოვნების სფეროებს.

 

განსაკუთრებით მივესალმებით აკადემიკოს კონსტანტინე ბაქრაძის ფილოსოფიური ნააზრევის გარშემო წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.

 

სტუდენტთა კონფერენცია გაიხსნება: 2024 წლის 18 ნოემბერს, 10:00 საათზე.


მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, 202 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,

 

სამუშაო ენა: ქართული

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

 

გაფართოებული თეზისები

 

სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა

 

თეზისების გაფორმების წესი:

ა) პირველ ხაზზე მიუთითეთ მოხსენების სათაური,  შემდეგ  სახელი და გვარი, სწავლების საფეხური და სემესტრი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი,

ბ)  ტექსტი  ( დაახლოებით 2 გვ. A 4 ფორმატი, შრიფტი UNICODE (Sylfaen),  ზომა 12,  ინტერვალი 1.5 ).

გ) გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

 

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge, ან  anastasia.zakariadze@tsu.ge,  არაუგვიანეს 2024 წლის 8 ნოემბრისა.

 

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

 

მისამართი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.

ტელ : 599 257471