ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტი და ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე 2026 წლის 8 მაისს გამართავენ აშშ-ს დაარსებიდან 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „თავისუფლება, თანასწორობა, დემოკრატია: ამერიკული იდეის ევოლუცია“.
კონფერენციის მიზანია სტუდენტთა მიერ ამერიკული პოლიტიკური, სოციალური და კულტურული იდეების ისტორიული განვითარებისა და თანამედროვე მნიშვნელობის გააზრება, დამოუკიდებლობის ეპოქიდან დღემდე.
კონფერენციის ჩატარების ადგილი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
დისკუსია – 5 წუთი;
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.
მნიშვნელოვანი თარიღები:
თეზისების მიღების ვადა: 6 აპრილი
მოხსენების სრული ტექსტის მიღება: 27 აპრილი
კონფერენციაში მონაწილეობისთვის სავალდებულოა სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის წერილობითი დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ წარმოდგენილი თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია მათი წარდგენა ამერიკისმცოდნეობის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე.
საკონტაქტო პირი: ლუკა ჯინჭარაძე - ამერიკისმცოდნეობის პროგრამის დოქტორანტი, სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარე თსუ, კორპ. 2, ოთახი 152, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო
ელ-ფოსტა: luka.jincharadze@tsu.ge
თეზისები უნდა შეიცავდეს:
მოხსენების თემის ფორმულირებას;
კვლევის მეთოდსა და/ან გამოყენებულ წყაროებს;
ძირითად არგუმენტებსა და/ან დასკვნებს, რომლებიც ნათლად ასახავს კვლევის შედეგებს.
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
სტრიქონებს შორის მანძილი: 1,5 სმ.
სათაური: ცენტრში, შრიფტის ზომა: 16, Bold (მუქი შრიფტით)
ავტორის სახელი, გვარი, დაწესებულება მარჯვნივ, შრიფტის ზომა 14
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (200-დან 300 სიტყვამდე)
ველები ყველა მხარეს: 2,5 სმ.