Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
FACULTY OF HUMANITIES
Date
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების, საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალის განცხადებების მიღებისა და შესაბამის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებში არჩევნების ჩატარების თარიღების განსაზღვრის შესახებ
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების, საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პერსონალის განცხადებების მიღებისა და შესაბამის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებში არჩევნების ჩატარების თარიღების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 45-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 28-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილების, 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2012 წლის 10 თებერვალს დამტკიცებული „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულებისა და სტრუქტურის“ მე–12 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 14 მარტის N41/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების ჩასატარებლად დამტკიცდეს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1.1.    გიორგი პაპუაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე
1.2.    ანდრო გოგოლაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
1.3.    გიორგი ჟუჟუნაშვილი - ასისტენტ-პროფესორი
1.4.    სოფიო პაპიაშვილი - კანცელარიის  უფროსი სპეციალისტი
1.5.    გვანცა ჩხაიძე - სამართლებრივი სპეციალისტი, კომისიის მდივანი
2.    საბჭოს წევრობის მსურველი სრული, ასოცირებული ან ასისტენტ-პროფესორი განცხადებას (დანართი N1) წარმოადგენს პირადად, ფაკულტეტის კანცელარიაში 21 მარტიდან - 26 მარტის ჩათვლით, 10:00 საათიდან – 17:00 საათამდე.
3.    განცხადების წარმოდგენა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლებელია დასკანერებული სახით ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - gvantsa.chkhaidze@tsu.ge
4.    დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებები არ განიხილება.
5.    ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევიან შესაბამისი სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორთა კრებაზე ღია კენჭისყრით, დანართი N2-ით განსაზღვრული თარიღების მიხედვით.
6.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7.    ბრძანების ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებისთვის და ფაკულტეტის  სტუდენტური თვითმმართველობისთვის გადაცემა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
8.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანი
ასოცირებული პროფესორი                                    დარეჯან თვალთვაძე







View More

Order N: 10

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფილოლოგიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ლეილა ავიძბას სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დ ე კ ა ნ ი ს   ბ რ ძ ა ნ ე ბ ა


ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფილოლოგიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ლეილა ავიძბას სადისერტაციო ნაშრომის დაცვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის, არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2012 წლის 10 თებერვალს დამტკიცებული „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულებისა და სტრუქტურის“ მე–12 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის N257 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ მე–5 ნაწილის 5.2 და 5.3 პუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გამგეობის 2012 წლის 29 თებერვლის სხდომის N12 ოქმისა და დოქტორანტ ლეილა ავიძბას  2012 წლის 1 მარტის მომართვის საფუძველზე,


ვბრძანებ:
1.    ფილოლოგიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ლეილა ავიძბას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართოს 2012 წლის 22 მარტს, 16:00 საათზე, თსუ–ის V კორპუსში, 313 აუდიტორიაში.
2.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანი
ასოცირებული პროფესორი                               დარეჯან თვალთვაძე

View More

Order N: 9/27-00