Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
FACULTY OF SOCIAL AND POLITICAL SCIENCES
Date
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება 2021–2022  სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ვადებისა და დაცვის კომისიების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ:

განისაზღვროს  2021–2022  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების  წინასწარი დაცვისა და დაცვის   ვადები:

წინასწარი დაცვა - 10 იანვრიდან 12 იანვრამდე,  დაცვა - 15 თებერვლიდან 17 თებერვლამდე 

დამტკიცდეს 2021–2022  სასწავლო  წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო

ნაშრომების დაცვის კომისიები  შემდეგი შემადგენლობით:

საზოგადოებრივი გეოგრაფია

1) გიორგი გოგსაძე– პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2) ნინო პავლიაშვილი – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

3) იოსებ სალუქვაძე  –პროფესორი

4) ია იაშვილი - ასოცირებული პროფესორი

5) გიორგი კვინიკაძე - ასოცირებული პროფესორი

მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები

1) მანანა შამილიშვილი – პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2) მაია ტორაძე  - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

3) მარი წერეთელი - ასოცირებული პროფესორი

4) ნინო ჭალაგანიძე – ასოცირებული პროფესორი

5) ნათია კუპრაშვილი - ასოცირებული პროფესორი

პოლიტიკის მეცნიერება

1) მალხაზ მაცაბერიძე– პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2) თამარ ქარაია – ასოცირებული  პროფესორი, კომისიის მდივანი

3) ალექსანდრე კუხიანიძე – პროფესორი

4) ზვიად აბაშიძე – ასოცირებული პროფესორი

5) ავთანდილ ტუკვაძე - ასოცირებული პროფესორი

სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა

1) ალექსანდრე კუხიანიძე –  პროფესორი , კომისიის თავმჯდომარე

2) სალომე დუნდუა – ასოცირებული  პროფესორი, კომისიის მდივანი

3) გიორგი მელიქიძე -  ასისტენტ პროფესორი

4) თამარ ქარაია - ასოცირებული პროფესორი

5) ვლადიმერ ნაფეტვარიძე – მოწვეული პედაგოგი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი

დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა

1) თორნიკე თურმანიძე–  პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2) ეკა აკობია – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

3) ზურაბ დავითაშვილი – პროფესორი

4) ფიქრია ასანიშვილი - ასოცირებული პროფესორი

5) დავით მაცაბერიძე - ასოცირებული პროფესორი

    სოციალური მუშაობა

  1) ნინო შატბერაშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

  2) სალომე ნამიჭეიშვილი– ასოცირებული  პროფესორი, კომისიის მდივანი

  3) თამარ მახარაძე– ასოცირებული პროფესორი

  4) ნათია ფარცხალაძე - ასოცირებული პროფესორი

  5) მაგული შაღაშვილი  - მოწვეული პედაგოგი

  ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (ინგლისურენოვანი)

  1) დავით მაცაბერიძე   – ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

  2) ფიქრია ასანიშვილი- ასოცირებული პროფესორი,  კომისიის მდივანი

  3) თორნიკე თურმანიძე - ასოცირებული პროფესორი

  4) ზურაბ დავითაშვილი-  პროფესორი

  5) გიორგი მჭედლიშვილი -მოწვეული პედაგოგი
 

  მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი)

  1) მარიამ გერსამია - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

   2) მაია ტორაძე  - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

  3) რეზო ჯორბენაძე - პროფესორი

  4) თეა გვასალია  - მოწვეული პედაგოგი

  5) თამარ ვეფხვაძე - ასოცირებული პროფესორი

   გენდერის კვლევა

   1) მედეა ბადაშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

   2) ნარგიზა არჯევანიძე - მოწვეული პედაგოგი, კომისიის  მდივანი

   3) თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი

   4) ლია ჯალაღანია - მოწვეული პედაგოგი

   5) მაია ბარქაია - მოწვეული პედაგოგი

    სოციოლოგია

    1) იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი,კომისიის  თავმჯდომარე

    2) შორენა თურქიაშვილი - ასისტენტ პროფესორი, კომისიის მდივანი

    3) ამირან ბერძენიშვილი - პროფესორი

    4) ლია წულაძე - ასოცირებული პროფესორი

    5) კახა ქეცბაია - ასოცირებული პროფესორი

 ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება

   1) ნოდარ ბელქანია - პროფესორი, კომისიის  თავმჯდომარე

   2) დალი ოსეფაშვილი - კომისიის მდივანი

   3) რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი

   4) ამირან ბერძენიშვილი - პროფესორი

   5) ნოდარ სარჯველაძე - მოწვეული პედაგოგი

 ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ  პირთათვის ბრძანების გაცნობა .

ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

View More

Order N: 33/30

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის № 246/01-01,  29.11.2021 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7) „ფაკულტეტის  სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ:

2021-2022   სასწავლო  წლის  შემოდგომის         სემესტრის  საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით (№ 246/01-01   29/11/2021)  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი  თანხა (42 914 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;

საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს წინა სემესტრში სტუდენტთა აკადემიური შედეგების, სამეცნიერო აქტივობების და შესრულებული მინიმუმ 30 კრედიტის საფუძველზე;

პირველსემესტრელთა დაფინანსება  განხორციელდეს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დაწესებულ სპეციალობის გამოცდაზე მიღებული უმაღლესი შეფასების (არანაკლებ 81 ქულა) საფუძველზე.

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობისა და  თანხის ზუსტი პროცენტი განისაზღვროს ფაკულტეტისთვის გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით შემდეგი თანაფარდობით:

მესამე  სემესტრის სტუდენტთათვის

ა) აკადემიური შედეგების,   სამეცნიერო ნაშრომებისა და კონფერენციებში მონაწილეობის   გათვალისწინებით მიღებული რანჟირებული ქულის (79.2-76.2) მიხედვით დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 78.29 % -ით, კერძოდ 1101  ლარის ოდენობით;  

ბ) მხოლოდ აკადემიური შედეგების რანჟირებული ქულის (79.2-76.2) მიხედვით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 64 % -ით, კერძოდ 900  ლარის ოდენობით;

გ) აკადემიური შედეგების,   სამეცნიერო ნაშრომებისა და კონფერენციებში მონაწილეობის   გათვალისწინებით მიღებული რანჟირებული ქულის (76.1-73.1) მიხედვით დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 71.11 % -ით, კერძოდ 1000  ლარის ოდენობით;  

დ) მხოლოდ აკადემიური შედეგების რანჟირებული ქულის (76.1-73.1) მიხედვით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 56.89 % -ით, კერძოდ 800  ლარის ოდენობით;

ე) მხოლოდ აკადემიური შედეგების რანჟირებული ქულის (73-64.1) მიხედვით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 49.78 %- ით, კერძოდ 700  ლარის ოდენობით;

პირველი სემესტრის სტუდენტთათვის

ა) სპეციალობაში მიღებული  შედეგების  81–100  ქულის შემთხვევაში  დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 48.71  % -ით, კერძოდ 685  ლარის ოდენობით ;

ბ) სპეციალობაში მიღებული  შედეგების  81–100  ქულის შემთხვევაში (პროგრამაზე ერთზე მეტი (ორი) სტუდენტის შემთხვევაში) დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 24.39  % -ით, კერძოდ 343 ლარის ოდენობით;  

გ) სპეციალობაში მიღებული  შედეგების  81–100  ქულის შემთხვევაში (პროგრამაზე ერთზე მეტი (სამი) სტუდენტის შემთხვევაში) დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 16.28  % -ით, კერძოდ 229  ლარის ოდენობით; 

დასაფინანსებელ კანდიდატთა სია განიხილოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით N30/30  10.12.2021 დამტკიცებულმა კომისიამ;

დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის, ან სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სხვა სახის სრული დაფინანსების მქონე მაგისტრანტებს.

ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


იხ. დასაფინანსებელ მაგისტრანტთა სია

View More

Order N: 32/30

დეკანის ბრძანება სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის № 246/01-01,  29.11.2021 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7)„ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ:

1. 2021-2022   სასწავლო  წლის  შემოდგომის         სემესტრის  საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით (№ 246/01-01   29/11/2021)  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი  თანხა (42 914 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;

2.    საუნივერსიტეტო  დაფინანსებისთვის  კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა   ფაკულტეტის  სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა)  საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის შესაბამისად (იხ. დანართი);

3. დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა   განახორციელოს ფაკულტეტის  საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

ა) სალომე დუნდუა – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ბ) თეონა მატარაძე – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გ) ელენე გელაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი

დ) გიორგი გოგსაძე – პროფესორი

 ე) იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი

ვ) მედეა უშარაული – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი კომისიის მდივანი

ზ) თეა ვახანია - ფინანსური კონსულტანტი

4.   დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტისა  და  სხვა  ტიპის გრანტით სრული დაფინანსების მქონე და დამატებითი სემესტრის სტუდენტს;

5.  დაფინანსებისთვის სტუდენტთა საბუთები  მიიღება   9 დეკემბრიდან 13  დეკემბრის         ჩათვლით,  ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: social@tsu.ge

6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (მაგისტრატურის განყოფილება) უზრუნველყოს       დაინტერესებულ   პირთათვის   ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

7.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

View More

Order N: 30/30

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის № 246/01-01,  29.11.2021 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7) „ფაკულტეტის  სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ:

2021-2022   სასწავლო  წლის  შემოდგომის         სემესტრის  საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით (№ 246/01-01   29/11/2021)  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი  თანხა (42 914 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;

საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს წინა სემესტრში სტუდენტთა აკადემიური შედეგების, სამეცნიერო აქტივობების და შესრულებული მინიმუმ 30 კრედიტის საფუძველზე;

პირველსემესტრელთა დაფინანსება  განხორციელდეს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დაწესებულ სპეციალობის გამოცდაზე მიღებული უმაღლესი შეფასების (არანაკლებ 81 ქულა) საფუძველზე.

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობისა და  თანხის ზუსტი პროცენტი განისაზღვროს ფაკულტეტისთვის გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით შემდეგი თანაფარდობით:

მესამე  სემესტრის სტუდენტთათვის

ა) აკადემიური შედეგების,   სამეცნიერო ნაშრომებისა და კონფერენციებში მონაწილეობის   გათვალისწინებით მიღებული რანჟირებული ქულის (79.2-76.2) მიხედვით დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 78.29 % -ით, კერძოდ 1101  ლარის ოდენობით;  

ბ) მხოლოდ აკადემიური შედეგების რანჟირებული ქულის (79.2-76.2) მიხედვით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 64 % -ით, კერძოდ 900  ლარის ოდენობით;

გ) აკადემიური შედეგების,   სამეცნიერო ნაშრომებისა და კონფერენციებში მონაწილეობის   გათვალისწინებით მიღებული რანჟირებული ქულის (76.1-73.1) მიხედვით დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 71.11 % -ით, კერძოდ 1000  ლარის ოდენობით;  

დ) მხოლოდ აკადემიური შედეგების რანჟირებული ქულის (76.1-73.1) მიხედვით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 56.89 % -ით, კერძოდ 800  ლარის ოდენობით;

ე) მხოლოდ აკადემიური შედეგების რანჟირებული ქულის (73-64.1) მიხედვით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 49.78 %- ით, კერძოდ 700  ლარის ოდენობით;

პირველი სემესტრის სტუდენტთათვის

ა) სპეციალობაში მიღებული  შედეგების  81–100  ქულის შემთხვევაში  დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 48.71  % -ით, კერძოდ 685  ლარის ოდენობით ;

ბ) სპეციალობაში მიღებული  შედეგების  81–100  ქულის შემთხვევაში (პროგრამაზე ერთზე მეტი (ორი) სტუდენტის შემთხვევაში) დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 24.39  % -ით, კერძოდ 343 ლარის ოდენობით;  

გ) სპეციალობაში მიღებული  შედეგების  81–100  ქულის შემთხვევაში (პროგრამაზე ერთზე მეტი (სამი) სტუდენტის შემთხვევაში) დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 16.28  % -ით, კერძოდ 229  ლარის ოდენობით; 

დასაფინანსებელ კანდიდატთა სია განიხილოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით N30/30  10.12.2021 დამტკიცებულმა კომისიამ;

დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის, ან სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სხვა სახის სრული დაფინანსების მქონე მაგისტრანტებს.

ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

დასაფინანსებელ მაგისტრანტთა სია

View More

Order N: 31/30

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N245/01-01 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 6) ბაკალავრიატის სტუდენტთა დაფინანსების წესის საფუძველზე ვბრძანებ:

 

1. განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  N245/01-01 29.11.2021 ბრძანების შესაბამისად, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთაგან სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებლად 95 კანდიტატის შერჩევა;

2. დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

  1. სალომე დუნდუა – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
  2. ელენე გელაშვილი –სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის  უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე;
  3. ნათია დათიაშვილი – მთავარი სპეციალისტი ; კომისიის მდივანი;
  4. სანდრო ტაბატაძე –   სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
  5. თამარ ქარსაულიძე – წამყვანი სპეციალისტი;
  6. ქეთევან ცაბაძე – წამყვანი სპეციალისტი;
  7. თამარ გოგორიშვილი - უფროსი სპეციალისტი;

3. საბუთები მიიღება ელექტრონულ ფორმატში 30 ნოემბერიდან – 4 დეკემბერის ჩათვლით   მისამართზე: social@tsu.ge

4. კომისიამ იხელმძღვანელოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N 6) „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების წესით;

5. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა ;

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

View More

Order N: 29/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  ბრძანება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი  კომისიის შექმნის შესახებ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ ნინო ოტიაშვილის (I სემესტრი) 24.11.2021 განცხადებების საფუძველზე  ვბრძანებ:

1. შეიქმნას სტუდენტ ნინო ოტიაშვილის (I სემესტრი) შუალედური საგამოცდო  ნაშრომის შემფასებელი კომისია  საგანში ,,სტატისტიკა“ შემდეგი შემადგენლობით:
•    სალომე დუნდუა-  ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, კომისიის თავმჯდომარე;
•    პეტრე ბაბილუა –ასოცირებული პროფესორი
•    თეონა მატარაძე  – ასოცირებული პროფესორი 

2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. 
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

View More

Order N: 28/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის ბრძანება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  საგამოცდო ნაშრომების შემფასებელი  კომისიის შექმნის შესახებ „პოლიტიკის მეცნიერების“   საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების გიგი ჭითანავას (მე-3 სემესტრი), დავით მიბჩუანის (მე-3 სემესტრის), რატი ხითარიძის (მე-7 სემესტრი), ლევან გორგაძის (მე-9 სემესტრი), დავით ჭკადუას (მე-9 სემესტრი), ნიკო გელაშვილის (მე-5 სემესტრი), კახა კუჭუხიძის (მე-5 სემესტრი), ვაჟა მარტიაშვილის (მე-5 სემესტრი), ლევან ოთიაშვილის (მე-3 სემესტრი), მარიამ ტეფნაძის (მე-3 სემესტრი), ქეთევან ბარამიძის (მე-3 სემესტრი), ნანა ნარინდოშვილის (მე-7 სემესტრი), ანი თუთიაშვილის (მე-3 სემესტრი), გიორგი დათუნიშვილის (მე-3 სემესტრი), მარიამ გოგიაშვილის (მე-7 სემესტრი),  გიორგი ქრისტესიაშვილის (მე-3 სემესტრი; 17.11.2021 განცხადებების) და ეთერი ბაშარულის ( მე-3 სემესტრი, 19.11.2021 განცხადებების საფუძველზე ვბრძანებ:

1. შეიქმნას სტუდენტების: გიგი ჭითანავას (მე-3 სემესტრი), დავით მიბჩუანის (მე-3 სემესტრის), რატი ხითარიძის (მე-7 სემესტრი), ლევან გორგაძის (მე-9 სემესტრი), დავით ჭკადუას (მე-9 სემესტრი), ნიკო გელაშვილის (მე-5 სემესტრი), კახა კუჭუხიძის (მე-5 სემესტრი), ვაჟა მარტიაშვილის (მე-5 სემესტრი), ლევან ოთიაშვილის (მე-3 სემესტრი), მარიამ ტეფნაძის (მე-3 სემესტრი), ქეთევან ბარამიძის (მე-3 სემესტრი), ნანა ნარინდოშვილის (მე-7 სემესტრი), ანი თუთიაშვილის (მე-3 სემესტრი), გიორგი დათუნიშვილის (მე-3 სემესტრი), მარიამ გოგიაშვილის (მე-7 სემესტრი), გიორგი ქრისტესიაშვილის (მე-3 სემესტრი) და ეთერი ბაშარულის ( მე-3 სემესტრი) შუალედური საგამოცდო  ნაშრომების შემფასებელი კომისია  საგანში ,,სოციალური დაცვის პოლიტიკა და ისტორია“ შემდეგი შემადგენლობით:

  • სალომე დუნდუა-  ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, კომისიის თავმჯდომარე;
  • თამარ ქარაია - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი.
  • ალექსანდრე კუხიანიძე  – პროფესორი;
  • ზვიად აბაშიძე –ასოცირებული პროფესორი;
  • ავთანდილ ტუკვაძე - ასოცირებული პროფესორი.

2. კომისიამ სტუდენტების ნაშრომები შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

სალომე დუნდუა 

დეკანის მოადგილე 

View More

Order N: 27/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

2021–2022  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ვადისა და დაცვის კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ:

1) განისაზღვროს  2021–2022  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების  დაცვის  ვადა  23 დეკემბერი 2021 წელი (სამაგისტრო პროგრამის „მედია და ახალი ტექნოლოგიები“ აკრედიტაციის ვადის  ა.წ. 31 დეკემბერს ამოწურვასთან დაკავშირებით)

2) შეიქმნას 2021–2022  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია  შემდეგი შემადგენლობით: მედია და ახალი ტექნოლოგიები

  1.   ნანული ტალახაძე- ასოცირებული პროფესორი, კომისიის  თავმჯდომარე
  2.  ნინო ჭალაგანიძე –ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
  3. ხათუნა კაჭარავა -  ასოცირებული პროფესორი
  4. მაია ტორაძე - ასოცირებული პროფესორი
  5. თამარ ბელქანია - ასისტენტ პროფესორი

3) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ  პირთათვის ბრძანების გაცნობა

4) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

View More

Order N: 26/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის მესამე სამეცნიერო კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის დამტკიცების შესახებ ვბრძანებ:

1. კონფლიქტების ანალიზისა და მართვის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ კახა ფუტკარაძის III სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 11 ოქტომბერს, 15:00 საათზე.

კომისიის შემადგენლობა:

1) რევაზ ჯორბენაძე - ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი
2) ზურაბ აბაშიძე - ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი
3) ალექსანდრე კუხიანიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი
4)  თეონა მატარაძე. - ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი
5) ვახტანგ მაისაია - მოწვეული ლექტორი,  დოქტორი

2. დაცვა შედგება ონლაინ პლატფორმა “ZOOM”-ის გამოყენებით.

3. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

View More

Order N: 25/30

სსიპ ივანეჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე „პოლიტიკის მეცნიერება“ და „მასობრივი კომუნიკაცია“ კონკურსანტთა საჩივრების შემსწავლელი სააპელაციო კომისიების შექმნის შესახებ.

„პოლიტიკის მეცნიერების“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის კონკურსანტების გივი ბარამიძისა (#14883/30 21.09.2021) და მარიამ გოგოჭურის (#15042/10-02 22.09.2021),  „მასობრივი კომუნიკაციის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის კონკურსანტ გიორგი დვალიშვილის (#15061/30 21.09.2021) განცხადებების საფუძველზე

ვბრძანებ:

1. შეიქმნას „პოლიტიკის მეცნიერების“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტობის კანდიდატების გ. ბარამიძისა და მ. გოგოჭურის საჩივრების შემსწავლელი სააპელაციო კომისია:

  • კორნელი კაკაჩია - პროფესორი, სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე;
  • ავთანდილ ტუკვაძე - ასოცირებული პროფესორი, სააპელაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  • ვალერიან დოლიძე - ასისტენტ-პროფესორი, სააპელაციო კომისიის მდივანი.

2. შეიქმნას „მასობრივი კომუნიკაციის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტობის კანდიდატის გ. დვალიშვილის საჩივრის შემსწავლელი სააპელაციო კომისია:

  • მაია ტორაძე - ასოცირებული პროფესორი, სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე;
  • რევაზ ჭიჭინაძე - ასოცირებული პროფესორი, სააპელაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  • ნანული ტალახაძე - ასოცირებული პროფესორი, სააპელაციო კომისიის მდივანი.

3. კომისიებმა შეისწავლონ დოქტორანტობის კანდიდატების საჩივრები ბრძანების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

4. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

View More

Order N: 24/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021-2022 სასწავლო წელს დოქტორანტურაში მისაღები გამოცდის/გასაუბრების გრაფიკისა და დარგობრივი კომისიების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და თსუ-ის რექტორის N120/01-01, 23/07.2021 ბრძანების საფუძველზე

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალობის გამოცდის თარიღი და კომისიის შემადგენლობა:

1.1 გამოცდა პოლიტიკის მეცნიერებაში - 13 სექტემბერი, 12:00 სთ; თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11

1.2 კომისიის შემადგენლობა:

1) სალომე დუნდუა - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2) თამარ ქარაია - ასისტენტ პროფესორი, კომისიის მდივანი

3) ზვიად აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი

 

4) გიორგი მელიქიძე - პოლიტიკის დოქტორი,  მოწვეული ლექტორი

1.3 საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა:

1) ალექსანდრე კუხიანიძე - პროფესორი, საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე

2) ავთანდილ ტუკვაძე - ასოცირებული პროფესორი

 

2. დამტკიცდეს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების ჩატარების გრაფიკი:

პოლიტიკის მეცნიერება – 16 სექტემბერი, 11:00 სთ;

მასობრივი კომუნიკაცია - 16 სექტემბერი, 14:00 სთ;

საზოგადოებრივი გეოგრაფია - 17 სექტემბერი, 14:00 სთ;

სოციოლოგია - 16 სექტემბერი, 12:00 სთ;

ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება - 16 სექტემბერი, 17:00 სთ;

კონფლიქტების ანალიზი და მართვა -  18 სექტემბერი, 11:00 სთ;

კულტურის და მედიის სოციოლოგია - 16 სექტემბერი, 13:30 სთ;

საერთაშორისო ურთიერთობები - 16 სექტემბერი, 14:00 სთ;

 

3.  დამტკიცდეს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიები:

3.1. პოლიტიკის მეცნიერება

1) მალხაზ მაცაბერიძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2) სალომე დუნდუა- ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

3) თამარ ქარაია - ასისტენტ პროფესორი, კომისიის მდივანი

4) ალექსანდრე კუხიანიძე - პროფესორი

5) ზვიად აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი

 

3.2 მასობრივი კომუნიკაცია

1)   ნინო ჭალაგანიძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2)   მანანა შამილიშვილი - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

3)   ნათია კუპრაშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

4)   ხათუნა მაისაშვილი  - ასოცირებული პროფესორი

5)   მარი წერეთელი - ასოცირებული პროფესორი

 

3.3 საზოგადოებრივი გეოგრაფია

1)   ნინო პავლიაშვილი -  ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2)   იოსებ სალუქვაძე  - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

3)   ია იაშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

4)   თამარ დოლბაია - - ასოცირებული პროფესორი

5)   გიორგი გოგსაძე - პროფესორი

 

3.4 სოციოლოგია

1)   იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2)   ამირან ბერძენიშვილი - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

3)   შორენა თურქიაშვილი - ასისტენტ პროფესორი, კომისიის მდივანი

4)   ლია წულაძე - ასოცირებული პროფესორი

5)   კახა ქეცბაია - ასოცირებული პროფესორი

 

3.5 ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება

1)   ნოდარ ბელქანია - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2)   რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

3)   თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

4)   დალი ოსაფაშვილი - ჟურნალისტიკის დოქტორი, მოწვეული ლექტორი

5)   ნოდარ სარჯველაძე - ფსიქოლოგიის დოქტორი

 

3.6 კულტურის და მედიის სოციოლოგია

1) ლია წულაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2) ამირან ბერძენიძვილი - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

3) შორენა თურქიაშვილი - ასისტენტ პროფესორი, კომისიის მდივანი

4) იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი

5) კახა ქეცბაია - ასოცირებული პროფესორი

 

3.7 კონფლიქტების ანალიზი და მართვა

1) გუგული მაღრაძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2) რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

3) თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

4) ზურაბ აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი

5) ვახტანგ მაისაია - პოლიტიკის დოქტორი, მოწვეული ლექტორი

 

3.8 საერთაშორისო ურთიერთობები

1) თორნიკე თურმანიძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2) ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

3) ფიქრია ასანიშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

4) დავით მაცაბერიძე -  ასოცირებული პროფესორი

5) ეკა აკობია - ასოცირებული პროფესორი

4. ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გაცნობა უზრუნველყოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

View More

Order N: 23/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  გამოცდის ნაშრომის შემფასებელი   კომისიის შექმნის შესახებ

პოლიტიკის მეცნიერების     საბაკალავრო პროგრამის მეოთხე სემესტრის სტუდენტის თამარ ჯახუას  2021წლის 20 ივლისის  #9605/30 განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:

1.შეიქმნას სტუდენტ თამარ ჯახუას  გამოცდის  ნაშრომის შემფასებელი კომისია  საგანში ,,შედარებითი პოლიტიკა“   შემდეგი შემადგენლობით:

  • სალომე დუნდუა -  ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო სფეროში, კომისიის თავმჯდომარე;
  • თამარ ქარაია –ასისტენტ პროფესორი, კომისიის მდივანი;
  • ავთანდილ ტუკვაძე  – ასოცირებული პროფესორი

2.  კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.

3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

View More

Order N: 22/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  საბაკალავრო ნაშრომის შემფასებელი   კომისიის შექმნის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების     საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ვანო გურეშიძის , ანნა უნგიაძის, ცოტნე ვანიშვილის  2021წლის 16 ივლისის  9396/30, 9397/30, 9403/30 განცხადებების საფუძველზე ვბრძანებ:

1.შეიქმნას სტუდენტების ვანო გურეშიძის , ანნა უნგიაძისა და ცოტნე ვანიშვილის  საბაკალავრო ნაშრომის შემფასებელი კომისია   შემდეგი შემადგენლობით:

სალომე დუნდუა-  ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო სფეროში, კომისიის თავმჯდომარე;

კონსტანტინე შუბითიძე –მოწვეული პედაგოგი; კომისიის მდივანი;

ფიქრია ასანიშვილი  – ასოცირებული პროფესორი

2.  კომისიამ საბაკალავრო ნაშრომები შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.

3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

View More

Order N: 21/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების  ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების (დამტკიცებული თსუ-ს წარმომადგენლობითი  საბჭოს 2014 წლის 9 ოქტომბრის #6 ოქმით)  33- ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ფაკულტეტის  საზოგადოებრივი გეოგრაფიის  მიმართულების  სხდომაზე (ოქმი თან ერთვის) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ვბრძანებ:

  1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნოს  პროფესორი გიორგი გოგსაძე
  2. ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს დეკანის სამდივნოს.
  3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე
View More

Order N: 19/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი  კომისიის შექმნის შესახებ

„სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის“    სამაგისტრო პროგრამის მეოთხე სემესტრის სტუდენტის ზვიად ქადარიას განცხადების (#9299/30, 15.07.2021) საფუძველზე ვბრძანებ:

1. შეიქმნას სტუდენტ ზვიად ქადარიას   საგამოცდო  ნაშრომის შემფასებელი კომისია  საგანში ,,მშვიდობის პოლიტიკის ანალიზი“   შემდეგი შემადგენლობით:

  • სალომე დუნდუა-  ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, კომისიის თავმჯდომარე;
  • გიორგი მელიქიძე –მოწვეული პედაგოგი; კომისიის მდივანი;
  • ალექსანდრე კუხიანიძე  – პროფესორი


2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.

3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

View More

Order N: 18/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის მესამე სამეცნიერო კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის დამტკიცების შესახებ ვბრძანებ:

1. „კონფლიქტების ანალიზისა და მართვის“ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მეშვიდე სემესტრის დოქტორანტ იოსებ ჯაფარიძის III სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 19 ივლისს 16:00 საათზე.

კომისიის შემადგენლობა:

1) გუგული მაღრაძე - ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

2) ზურაბ აბაშიძე - ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

3) ალექსანდრე კუხიანიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი;

4)  თეონა მატარაძე. - ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;

5) ვახტანგ მაისაია - მოწვეული ლექტორი, დოქტორი.

2. დაცვა შედგება ონლაინ პლატფორმა “ZOOM”-ის გამოყენებით.

3. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

View More

Order N: 20/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟიული შარტავასა და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ემუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის N12 დადგენილების დანართ N2– ის საფუძველზე ვბრძანებ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის  სტიპენდიის მოსაპოვებლად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებისა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის;

2.გამოცხადდეს კონკურსი დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის;

3. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • პროფესორის 1 რეკომენდაცია;
  • სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
  • სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;

4. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს ელექტრონულად(e-mail: social@tsu.ge) 2021 წლის 8 ივლისიდან  2021 წლის 23 ივლისის 17საათამდე;

5. შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • სალომე დუნდუა – დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავჯდომარე)
  • ზვიად აბაშიძე  - ასოცირებული პროფესორი;
  • ელენე გელაშვილი - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
  • ნათელა მონიავა - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე;

6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების განთავსება და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა.

7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

View More

Order N: 16/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N80/01-01 08.06.2021 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 6) ბაკალავრიატის სტუდენტთა დაფინანსების წესის საფუძველზე ვბრძანებ:


1.განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  N80/01-01 08.06.2021 ბრძანების შესაბამისად, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთაგან სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებლად 82 კანდიტატის შერჩევა;

2. დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

  • სალომე დუნდუა – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
  • ელენე გელაშვილი –სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის  უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე;
  • ელენე ხუციშვილი – უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
  • ნათია დათიაშვილი – მთავარი სპეციალისტი;
  • თამარ ქარსაულიძე – წამყვანი სპეციალისტი;
  • ქეთევან ცაბაძე – წამყვანი სპეციალისტი;
  • თამარ გოგორიშვილი - უფროსი სპეციალისტი;

3. საბუთები მიიღება ელექტრონულ ფორმატში 9 ივნისიდან – 13 ივნისის ჩათვლით   მისამართზე: social@tsu.ge

4. კომისიამ იხელმძღვანელოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N 6) „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების წესით;
5. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა ;
6.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

View More

Order N: 15/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის რექტორის № 55/01-01,  22.04.2021 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო   დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7) “ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ: 


1. 2020-2021  სასწავლო  წლის   გაზაფხულის   სემესტრის   საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი თანხა (42 315 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისათვის; 
2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს წინა სემესტრში სტუდენტთა აკადემიური შედეგების, სამეცნიერო აქტივობების და შესრულებული მინიმუმ 30 კრედიტის საფუძველზე;
3. სტუდენტთა აკადემიური შედეგების საფაკულტეტო რეიტინგული მონაცემები (ყველა  ჩაბარებულ  საგანში    მინიმუმ   81  ქულისა  და  მეტის  საშუალო არითმეტიკული) დაანგარიშდეს 100 ქულიანი სისტემით;
4. 2020-2021  სასწავლო  წლის გაზაფხულის სემესტრში დაფინანსებული თანხის ზუსტი პროცენტი, დაფინანსებული სტუდენტების  რაოდენობისა და გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით, განისაზღვროს  შემდეგი თანაფარდობით:

ა)  აკადემიური  შედეგებისა   (95–100   ქულა) და სამეცნიერო აქტივობების
გათვალისწინებით,    დაფინანსება     განხორციელდეს     სწავლის     სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 68.27 % -ით, კერძოდ 960 ლარის  ოდენობით;
ბ) აკადემიური შედეგებისა (90–94.9 ქულა) და    სამეცნიერო აქტივობების გათვალისწინებით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 58.67 % -ით, კერძოდ 825 ლარის ოდენობით;
გ) მხოლოდ აკადემიური შედეგების 95-100 ქულის შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 60.44 % -ით, კერძოდ 850 ლარის ოდენობით;
დ) მხოლოდ აკადემიური შედეგების 90-დან 94.9 ქულამდე შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 51.91  % -ით, კერძოდ 730 ლარის ოდენობით;
ე) მხოლოდ აკადემიური შედეგების  81-89.9 ქულამდე შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 46.22 %- ით, კერძოდ 650 ლარის ოდენობით;
5. დასაფინანსებელ კანდიდატთა სია განიხილოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა    ფაკულტეტის დეკანის  N7/30; 14/05/2021 ბრძანებით დამტკიცებულმა კომისიამ;

6. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის, ან სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სხვა სახის სრული დაფინანსების მქონე მაგისტრანტებს;

7. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის (მაგისტრატურა) სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

8.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


 

View More

Order N: 14/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში
სადოქტორო სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ჩატარების ვადების და კომისიების  დამტკიცების შესახებ ვბრძანებ:


განხორციელდეს ცვლილება დეკანის #13/30 ბრძანებაში და საზოგადოებრივი გეოგრაფიის სადოქტორო სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაცვის კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგნაირად: 

  • დოლბაია თამარ -   ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
  • გოგსაძე გიორგი -  პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
  • პავლიაშვილი ნინო - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
  • მელიქიძე ვალერიან - ასოცირებული პროფესორი;
  • იაშვილი ია  - ასოცირებული პროფესორი.


 

View More

Order N: 16/30