Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა VII სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 24 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდება იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა VII სამეცნიერო კონფერენცია (ეძღვნება იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წლის თავს). კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება და შემოქმედება, ქართული ლიტერატურის ისტორია, ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორია, ლიტერატურული ურთიერთობები, პედაგოგიკა.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის  30 ნოემბრამდე მოხსენების თეზისები და სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: levan.beburishvili@tsu.ge

 

თეზისების გაფორმების წესი:

 

მომხსენებლის სახელი, გვარი;

აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

მოხსენების სათაური;

თეზისები.

ფონტი: sylfaen

ფონტის ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

თეზისის მოცულობა: 500 სიტყვამდე.

 

კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებების თეზისებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

 

საკონტაქტო პირი:  ასოცირებული პროფესორი ლევან ბებურიშვილი

ელ. ფოსტა: levan.beburishvili@tsu.ge

ტელ.: 593162044