თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად
კონკურსის მიზანი
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 5 დოქტორანტის ერთი სასწავლო სემესტრის დაფინანსება.
კონკურსის სამიზნე ჯგუფი
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის - II, III, IV, V, VI სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტები.
კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:
- პირველი და დამატებითი სემესტრის დოქტორანტები;
- დასაფინანსებელ სემესტრში სტატუს შეჩერებული დოქტორანტები;
- დოქტორანტები, რომლებსაც არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური;
- დოქტორანტები, რომლებიც ფინანსდებიან საგრანტო პროექტის ფარგლებში;
- დოქტორანტები, რომლებიც ფინანსდებიან რომელიმე ორგანიზაციის, ფონდის მიერ.
სავალდებულო დოკუმენტაცია:
დოქტორანტმა ფაკულტეტის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე - chancellery.pes@tsu.ge - (21. 11. 2025 – 29.11.2025) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- დანართი 2: განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
- ავტობიოგრაფია (CV);
- დანართი 1: შევსებული ცხრილი - მათი დამადასტურებელი დოკუმენტაციით (მინიმალური საკონკურსო ქულა -25); სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო - კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული; კოლოკვიუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობის დასადასტურებლად ცნობის წარმ ოდგენა არ არის სავალდებულო;
- სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით.
მარეგულირებელი დოკუმენტი: დეკანის ბრძანება