ივანე ჯავახიშივილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
სტუდენტური კონფერენცია 2025
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი იწვევს სტუდენტებს სტუდენტურ კონფერენციაზე 2025. კონფერენცია სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას წარმოადგინონ საკუთარი კვლევები ფსიქოლოგიის, განათლებისა და სოციალური მეცნიერებების სფეროებში, მიიღონ პროფესიული უკუკავშირი, გაუზიარონ ერთმანეთს ახალი იდეები და გამოცდილება.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
– ბაკალავრიატის, ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტროსა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენციაზე შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური (მაქს. 2 თანაავტორი) კვლევების წარდგენა.
თემატიკა მოიცავს:
- ფსიქოლოგიის მიმართულება:
- განათლების ფსიქოლოგია;
- სოციალური ფსიქოლოგია;
- განვითარების ფსიქოლოგია;
- კლინიკური ფსიქოლოგია;
- ორგანიზაციული ფსიქოლოგია.
- განათლების კვლევები
ფორმატი:
ზეპირი პრეზენტაცია ან პოსტერი
განაცხადის მიღები საბოლოო ვადაა: 2025 წლის 18 დეკემბერი
კონფერენციის ჩატარების თარიღია: 2025 წლის 25 დეკემბერი
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ psychology.conference@tsu.ge