Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კულტურისა და მედიის სოციოლოგია”დოქტორანტ დიანა ლეჟავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის

დანიშვნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლისმე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 3 თებერვლის N:6/2025 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კულტურისა და მედიის სოციოლოგია”დოქტორანტ დიანა ლეჟავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2026 წლის 3 აპრილს 10:00 საათზე;

დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

იაგო კაჭკაჭიშვილი - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორი, სოციოლოგიის დოქტორი, კომისიის თავმჯდომარე;


ამირან ბერძენიშვილი - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;


შორენა თურქიაშვილი - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ასისტენტ პროფესორი, სოციოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, კომისიის მდივანი;

ლაშა მათიაშვილი - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი;

თამარ ბრეგვაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,  განათლების დოქტორი;

მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტი უნდა აიტვირთოს 24 მარტიდან - 27 მარტის 17 საათამდე ელექტრონული სწავლების პორტალზე:   

 e-learning.tsu.ge/-ზე;

დაევალოს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს შეამოწმოს ნაშრომის ორიგინალობა და პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში აცნობოს ნაშრომების დაცვის კომისიას;

ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა დაინტერესებულ  პირთათვის.

ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე .