Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გააცანი შენი პროფესია (რეგისტრაცია მოსწავლეებისათვის)

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია აბიტურიენტების ინფორმირება მომავალი პროფესიის შესახებ. პროექტის სახელწოდებაა: ,,გააცანი შენი პროფესია“.

რეგისტრაცია 21 ოქტომბერი - 9 ნოემბერი

პროექტის FB გვერდი https://www.facebook.com/introduceyourprofessionTSU/

__________________________________________________________________________

 

იმისათვის რომ აბიტურიენტმა სწორად დაგეგმოს საკუთარი პროფესიული კარიერა, საჭიროა ზუსტად იცოდეს თუ რას  გულისხმობს მისთვის სასურველი სპეციალობა. რა უნდა გაითვალისწინოს არჩევის დროს. კარიერული მეგზურის ფუნქციას უნივერსიტეტის სტუდენტები შეასრულებენ, რომლემაც უკვე წარმატებით აირჩიეს პროფესია და საკუთარი გამოცდილებით დაეხმარებიან ახალგაზრდებს. მეთოდი საშუალებას აძლევს აბიტურიენტს იყოს უფრო მეტად გახსნილი ფორმალური თუ არაფორმალური კითხვების დასმის დროს.

__________________________________________________________________________

სტუდენტები აბიტურიენტებს პროფესიების შესახებ პრეზენტაციებს ჩაუტარებენ ONLINE პლატფორმაზე ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში თსუ საბავშვოუნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული განრიგის შესაბამისად.

 

შემოთავაზებული პროფესიების შესახებ იხილავთ სარეგისტრაციო ბმულში.

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<