სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროექტი ,,გააცანი შენი პროფესია“
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი 2007 წლიდან აქტიურ საგანმანათლებლო ღონისძიებებს ანხორციელებს საქართველოს სკოლებში.
საბავშვო უნივერსიტეტის მიზანია სასკოლო და საუნივერსიტეტო სივრცის დაახლოება.
სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტით იგი ცდილობს აბიტურიენტის კარიერული მეგზურის ფუნქცია შეასრულოს პროფესიის არჩევასა და დაგეგმაში.
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია აბიტურიენტების ინფორმირება მომავალი პროფესიის შესახებ. პროექტის სახელწოდებაა: ,,გააცანი შენი პროფესია“.
უნივერსიტეტში არსებული 7 ფაკულტეტი ბაკალავრიატის საფეხურზე 60-მდე ვიწრო პროფილს (სპეციალობას) სთავაზობს აბიტურიენტს. თითოეული სპეციალობა გამოირჩევა სწავლების სპეციფიკით. იმისათვის რომ აბიტურიენტმა სწორად დაგეგმოს საკუთარი პროფესიული კარიერა, საჭიროა ზუსტად იცოდეს თუ რას გულისხმობს მისთვის სასურველი სპეციალობა. რა უნდა გაითვალისწინოს არჩევის დროს. კარიერული მეგზურის ფუნქციას უნივერსიტეტის სტუდენტები შეასრულებენ, რომლემაც უკვე წარმატებით აირჩიეს პროფესია და საკუთარი გამოცდილებით დაეხმარებიან ახალგაზრდებს. მეთოდი საშუალებას აძლევს აბიტურიენტს იყოს უფრო მეტად გახსნილი ფორმალური თუ არაფორმალური
კითხვების დასმის დროს.
პროექტის ფარგლებში სტუდენტების რეგისტრაცია/შერჩევა დაიწყება 3 ივლისს და დასრულდება 8 აგვისტოს.
შერჩევა გულისხმობს დარეგისტრირებულ აპლიკანტებთან გასაუბრებას.
გასაუბრებისას სტუდენმა უნდა შეძლოს მოკლედ ისაუბროს:
- რა არის მისი პროფესია
- რა გამოწვევებზეა აქცენტირებული მისი პროფესია დღეს
- როგორი მოთხოვნაა შრომის ბაზარზე მის პროფესიაზე
გასაუბრების ეტაპის დასრულების შემდეგ თსუ საბავშვო უნივერსიტეტი შეარჩევს თითოეულ პროფესიაზე არაუმეტეს 10 სტუდენტის.
სექტემბრის თვეში მოხდება შერჩეული სტუდენტებთან ტრენინგების ჩატარება.
შერჩეული სტუდენტები აბიტურიენტებს პროფესიების შესახებ პრეზენტაციებს ჩაუტარებენ ONLINE პლატფორმაზე ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული განრიგის შესაბამისად.
>> სარეგისტრაციო ბმული <<
პროექტის მონაწილეებს გადაცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი / ცნობა.
პროექტის facebook გვერდი >> ლინკი <<