Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სასარგებლო რჩევები პედაგოგებს კოგნიტური მეცნიერების პერსპექტივიდან

სასარგებლო რჩევები პედაგოგებს კოგნიტური მეცნიერების პერსპექტივიდან

 

პერიოდულად ვნახულობ მართლა ღირებულ ვებინარებს თუ სტატიებს. ბლოგზე ამ ინფორმაციის სინთეზს შემოგთავაზებთ.

პოლ კირშნერი განათლების და კოგნიტური ფსიქოლოგიის ემერიტუს პროფესორია (Open Universiteit, Nederland), რომელიც ასევე განათლების ტექნოლოგიებს იკვლევს. ძალიან საინტერესოა ეს ერთსაათიანი ვიდეო, სადაც არა  დისტანციური განათლების (ხაზგასმით), არამედ  საგანგებო დაშორებული სწავლების (emergency remote teaching) 10 შედარებით მარტივ ტექნიკას აზიარებს, კოგნიტური მეცნიერების გადმოსახედიდან (მტკიცებულებებზე და კვლევაზე დაფუძნებული). საინტერესოა ასევე კითხვა-პასუხის ნაწილი. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს შებრუნებულ საკლასო ოთახზე.სანამ ამ კონკრეტულ რჩევებზე გადავალთ, ზოგადად:

  • ნუ "გამოაზუმებთ" ბავშვებს, რაც შეიძლება მოკლე უნდა იყოს შეხვედრების ხანგრძლივობა;
  • იყავით ლაკონურები;
  • კარგად მოემზადეთ;
  • წინასწარ მიეცით სტრუქტურა მოსწავლეებს;
  • მოამზადეთ მოსწავლეები;
  • მოკლე დავალებები მიეცით შეხვედრამდე და მას მერეც;
  • დაეხმარეთ მშობლებს დავალებების გაკეთების ინსტრუქციებით. მშობლები არ არიან არც პედაგოგები და არც საგნის ექსპერტები.

 

კონკრეტულად 10 რჩევა კი შემდეგია:

 

  1. მნიშვნელოვანსა და ძირითადზე კონცენტრირდით: ორიენტაცია აიღეთ უკვე ნასწავლის არდავიწყებაზე.
  2. გადაანაწილეთ სწავლა და პრაქტიკა: 15 წთ ვიდეო, შემდეგ პრაქტიკა და ა.შ.
  3. მკაფიოდ აუხსენით მიზნები მოსწავლეებს. ეს თქვენ იცით რას აპირებთ, მათ არ იციან.
  4. მოახდინეთ ახალი მასალის კონტექსტუალიზაცია “დიდ სურათში”. სირთულე ეტაპობრივად გაზარდეთ. დაუმატეთ დეტალები და მოახდინეთ სინთეზი (simplifying conditions model).
  5. გამოიყენეთ/მოამზადეთ ნიადაგი წინა ცოდნაზე დაფუძნებისთვის.
  6. სავარჯიშოებამდე მაგალითი აჩვენეთ (worked-out example).
  7. დაეხმარეთ და მიმართულება მიეცით.
  8. ხელი შეუწყვეთ ახალი ინფორმაციისა და ცოდნის აქტიურ დამუშავებას.
  9. მიეცით საშუალება შეამოწმონ ცოდნა.
  10. მიაწოდეთ ადეკვატური უკუკავშირი (რომელიც სხვადასხვა ტიპის და სამმაგიც შეიძლება იყოს: შემსწორებელი, მიმართულების მიმცემი, ეპისტემური).

ამ ვიდეოში პოლ კირშნერი არცერთ ინსტრუმენტზე არ საუბრობს.  რატომ? იმიტომ, რომ ინსტრუმენტებზე უფრო მნიშვნელოვანი პედაგოგიკა და დიზაინია.

 

მაკა ერაძე

 

განათლების ტექნოლოგიების მკვლევარი,  განათლების ფაკულტეტი, 

მოდენისა და რეჯო ემილიას უნივერსიტეტი, იტალია

(წყარო:  https://antigonethebes.wordpress.com/ )