Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„თბილისი დიმიტრი ერმაკოვისა და ალექსანდრე ჯავახიშვილის ფოტოკოლექციის მიხედვით“

2019 წლის 8 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ფოტოგამოფენა „თბილისი დიმიტრი ერმაკოვისა და ალექსანდრე ჯავახიშვილის ფოტოკოლექციის მიხედვით“, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, თსუ გეოგრაფიის მუზეუმში დაცული უნიკალური ფოტო კოლექცია დიმიტრი ერმაკოვისა, რომელიც ძირითადად ასახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებსა და ხედებს, ისტორიულ ძეგლებს, სამხედრო გზებს, ხიდებს, ანთროპოლოგიურ ტიპებს და სხვა; აგრეთვე, მუზეუმის გეოგრაფიის ფონდში დაცული ალექსანდრე ჯავახიშვილის არანაკლებ ღირებული ფოტოკოლექცია, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის სრულად არ არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა, სასწავლო პროცესის გასამართად და სალექციო კურსების საილუსტრაციოდ შეაგროვეს ეს უნიკალური ფოტომასალა. გამოფენაზე სწორედ ამ უცნობი ფოტოების ნაწილი იყო გამოფენილი. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა თბილისის ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურული ნაგებობები, ქუჩები, მოედნები, ხიდები, რამდენიმე შენობის ინტერიერი და სხვ.

08/02/2019

თარიღი: 08/02/2019