Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გეოგრაფიის მუზეუმი

 

            გეოგრაფიული მეცნიერების სწავლებასა და კვლევას უნივერსიტეტის დაარსებიდანვე ჩაეყარა საუძველი. მის სათავეში იდგნენ, აკადემიკოსი ალექსანდრე ჯავახიშვილი და პროფესორი გიორგი გეხტმანი. 1958 წლის ივნისში, უნივერსიტეტში მოეწყო ლანდშაფტმცოდნეთა მესამე საკავშირო კონფერენცია. კონფერენციისთვის ქართველმა მეცნიერებმა 13 მოხსენება მოამზადეს და უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დერეფანში გამოფენა მოაწყვეს. აქ წარმოდგენილი იყო ქართველ მეცნიერთა მიერ შექმნილი რუკები, სამეცნიერო შრომები და ფოტოები. ამ გამოფენის ბაზაზე, გეოგრაფთა თათბირმა, თსუ-ში გეოგრაფიის მუზეუმის დაარსება გადაწყვიტა. სულ მოკლე ხანში, 1958 წლის 1 სექტემბერს, უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე გეოგრაფიის მუზეუმი დაარსდა, რომელიც გეოგრაფიული საზოგადოების მიერ გადმოცემული და ქართველ მეცნიერთა მიერ მოპოვებული მასალებით  შეივსო.

 

            გეოგრაფიის ფონდის კოლექციებიდან გამოსარჩევია დიდი ქართველი მამულიშვილის, სულხან-საბა ორბელიანის ნაქონი, 1711 წელს გერმანიაში გერმანულ ენაზე დაბეჭდილი, მსოფლიო ატლასი.

 გეოგრაფიის ფონდში ინახება ალექსანდრე ჯავახიშვილის ინიციატივით შედგენილი კავკასიის რელიეფური რუკა. აქვეა დაცული კავკასიისა და სხვა მხარეების რელიეფური, ლანდშაფტური, ტოპოგრაფიული რუკებიც. გეოგრაფიის ფონდში გვხვდება უნიკალური ფოტომასალა, რომელიც ეთნოგრაფიულ ყოფასა და ანთროპოლოგიურ ტიპებს ასახავს. მათი ნაწილი გადაღებულია ცნობილი პერსონების მიერ, როგორებიც იყვნენ: დიმიტრი ერმაკოვი, ნიკო კეცხოველი, ანდრია ბენაშვილი, გურამ თიკანაძე და სხვები. აქვეა მოთავსებული კულტურულ-ისტორიული ღირებულების მქონე კარტოგრაფიული მასალებიც, მემორიალური ნივთები და ხელნაწერები.

   

   

 

კონტაქტი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის 1, სართული 3, ტელ.: 574573939,  ელ.ფოსტა:  nanamjavia@gmail.com, გეოგრაფიის მუსეუმის მენეჯრი ნანა მჟავია,