Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დაფინანსების შესაძლებლობები თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის წლიური საფასური 2250 ლარია (საქართველოს მოქალაქეებისთვის).

 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი სახელმწიფო გრანტის (2250 ლარი) მოპოვების შემთხვევაში სწავლა სრულად დაფინანსდება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 70%-იანი (1575 ლარი) და 50%-იანი (1125 ლარი) სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, მიღებული გრანტის მოცულობა გამოაკლდება სწავლის საფასურს.

 

ასევე უნივერსიტეტში მოქმედებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული (ე.წ. უფასო საგანმანათლებლო პროგრამები) და არსებობს დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობები.

 

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამები

 

ქართული ფილოლოგია; ისტორია; არქეოლოგია; ფილოსოფია; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა; მათემატიკა; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; ეკონომიკა.

სტიპენდიები

 

პროგრამა -,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“, წარმატებულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს მოიპოვონ სახელმწიფო სტიპენდია. სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 300 ლარს და გაიცემა სემესტრულად.

 

(საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბრძანებით უნივერსიტეტს გამოყოფილი აქვს კვოტა ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სტიპენდიით უზრუნველსაყოფად).

 

სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“: -2023-2024  სასწავლო წელს შემოდგომის სემესტრში მოიპოვა 2058 სტუდენტმა; თვეში 300 ლარი (ერთი სემესტრის განმავლობაში); თითოეულზე 5 თვე — 1500 ლარი.

 

სს საქართველოს ბანკის სემესტრული სწავლის საფასურის დაფინანსება“ -18 სტუდენტი, ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, სულ-10000 ლარი.

 

მწვანე სტიპენდია“(ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი)- 20 სტუდენტი; თითოეულზე 1500 ლარი, ერთჯერადი.

 

გაცვლითი პროგრამით ჩამოსულ სტუდენტთა სტიპენდია : -8 სტუდენტი, თითოეულზე 10 თვე 240-425 ლარის ოდენობით.

 

მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდია“(ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის)- 2 სტუდენტი; თითოეულზე 10 თვე-250 ლარი.

 

დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდია“-2 სტუდენტი; თითოეულზე 10 თვე 300 ლარი. (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო).

 

ააიპ თამაზ ბექაიას სახელობის ფონდის სტიპენდია და პრემია“-თითო სტუდენტი ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებისათვის სემესტრულად სულ 1500 ლარი.

 

მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდია“ (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის  სტუდენტებისათვის) : 1 სტუდენტი; სულ 10 თვე-250 ლარი; (მიზნობრივი კერძო პირი).

 

ჩინელი სტუდენტი - 2 სტუდენტი; თითოეულზე 10 თვე-800 ლარი. (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო).

 

 „რევაზ სირაძის სახელობის სტიპენდია“- 1 სტუდენტი; 10 თვე- 100 ლარი.(ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის).

 

გოჩა ჯაფარიძის სახელობის სტიპენდია“-1 სტუდენტი; 10 თვე-200. (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და ისტორიის სპეციალობის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტს).

 

 „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი ლუტეცია“ სემესტრული სწავლის დაფინანსება“-2 სტუდენტი, თოთოეულზე 1125 ლარი.

საუნივერსიტეტო დაფინანსება

უნივერსიტეტში ასევე არსებობს საუნივერსიტეტო დაფინანსება, რომელთა მოპოვებაც შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებულ სტუდენტებს.

 

უნივერსიტეტის ბიუჯეტში საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის განკუთვნილი თანხები სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისად ყოველწლიურად ნაწილდება ფაკულტეტებზე, რომლებიც მათ მიერ შემუშავებული წესის შესაბამისად აფინანსებენ წარჩინებულ სტუდენტებს.

 

რაც შეეხება დოქტორანტებს, თითოეული ფაკულტეტიდან 5 დოქტორანტი, ერთი სემესტრის განმავლობაში ფინანსდება უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან. კანდიდატები შეირჩევიან აკადემიური შედეგების გათვალისწინებით, კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის მიხედვით.

 

დოქტორანტებს ასევე აქვთ უფლება ისარგებლონ სწავლის საფასურზე გარკვეული შეღავათებით. შეღავათი დგინდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ, პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.

 

სტუდენტთა 2023-2024 სასწავლო წელს (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) სწავლის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა შეადგენს 700 000 ლარს.

 

სტუდენტური პროექტების ხელშეწყობისათვის 2024 სასწავლო წელს გათვალისწინებულია 1 000 000 ლარი.

 

სტუდენტების გაცვლითი პროგრამებისთვის, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებისთვის, იმიტირებული პროცესებისთვის და სხვა დაფინანსებისათვის გამოყოფილია 744 610 ლარი:

 

სტუდენტთა ექსპედიციის და პრაქტიკის დაფინანსებისათვის გათვალისწინებულია 744 610 ლარი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 89000 ლარი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 129370 ლარი; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 72560 ლარი; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი-75460 ლარი, იურიდიული ფაკულტეტი-205620 ლარი, მედიცინის ფაკულტეტი-150000; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი-22600 ლარი).