Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფოტოგამოფენა - „თურქეთი ფოტოების მიხედვით გუშინ და დღეს GAP“

2019 წლის 6 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ფოტოგამოფენა - „თურქეთი ფოტოების მიხედვით გუშინ და დღეს GAP“. ფოტოგამოფენა თურქეთისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ონურ სევიმი ესწრებოდნენ. გაფის (GAP)  რეგიონული  განვითარების ადმინისტრაცია 1989 წელს დაარსდა. მისი მიზანია სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიის რესურსების შეფასება და რეგიონის ხალხის შემოსავლის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება; აღიშნულ რეგიონსა და სხვა განვითარებულ რეგიონებს შორის სხვაობის შემცირება; მიწათმოქმედების წარმატებულად წარმართვა და დასაქმების გაზრდა; ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და სოციალური სტაბილურობისთვის ხელის შეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თურქი ფოტოხელოვანის ნამუშევარი, რომლითაც გადმოცემულია თურქეთის ძველი და თანამედროვე ღირსშესანიშნაობანი, ფოტოხელოვანთა თვალით დანახული თურქეთი.

06/11/2019

თარიღი: 19/11/2019