Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მხატვარ - ავთანდილ აშვეთიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

2019 წლის 7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მხატვარ - ავთანდილ აშვეთიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა. ექსპოზიცია  მიეძღვნა საქართველოსა და ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. გამოფენაზე წარმოდგენილი ფერწერული ტილოები წლების მანძილზე შეიქმნა რიგაში მოღვაწე ქართველი მხატვრის მიერ. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ავტორის მიერ შექმნილ ქართულ და ლატვიურ თემაზე შექმნილ ფერწერულ ტილოებს. გამოფენას ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ინგრიდა ლევრენცა, თსუ სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს ავტორმა საჩუქრად გადასცა ფერწერული ტილო - „ვაჟა-ფშაველა“.

07/06/2019

თარიღი: 07/06/2019