Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლეშეკ ბალცეროვიჩისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება

2020 წლის 25 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ღონისძიება, რომელზეც ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა ცნობილ პოლონელ რეფორმატორს და ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორს ლეშეკ ბალცეროვიჩის. საზეიმო ცერემონიალის შემდგომ ბალცეროვიჩმა წაიკითხა საჯარო ლექცია „ინსტიტუციური სისტემები და ცხოვრების ხარისხი“ (“The Institutional Systems and the Quality of Life”). ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები დაესწრებიან. აღნიშნულ ღონისძიებას მიეძღვნა ფოტოგამოფენა - „დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებში ასახული თბილისი“.

25/02/2020

თარიღი: 25/02/2020