Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დაღესტნელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა „კავკასიური ექსპრესი - 2019“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში, დაღესტნელი მხატვრების გამოფენა: „კავკასიური ექსპრესი-2019“  გაიმართა. გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო: მანაბა მაჰომედოვის ნამუშევრები, რომლებიც დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში. დამთვალიერებელი გაეცნო დაღესტნის რესპუბლიკის თანამედროვე ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს: ფერწერა, გრაფიკა, ფაიფური, ნათეგი, საიუველირო ნაკეთობები. ნამუშევართა ავტორები საქართველოში ცნობილი მხატვრებია: მანაბა მაჰომედოვი, ჰასბულათ იუსუფოვი, იბრაჰიმ ხალილ სუფიანოვი, ჰაბიბულა ჰაბიბულაევი, ლეილა იზაბაქაროვი, დიანა ჰამზათოვი, ტაჰირ გაპუროვი, ელენე გაპუროვი, მაჰომედ დიბიროვი, საიდ ტიჰილოვი, ფატიმათ ჰუსეინოვი, ინესა ჰიმბატოვი,  მაჰომედ მალაქაევი, მარატ გაჯიევი. გამოფენა წარმოადგენს გაგრძელებას იმ მასშტაბური სამხატვრო-ლიტერატურული პროექტისა - „კავკასიური ექსპრესი“, რომელიც დაღესტანში, 2014 წლიდან ადგილობრივი მხატვრებისა და მწერლების თაოსნობით ეწყობა. პირველი გამოფენა 2014 წელს, გ. ლეონიძის სახელობის საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში შედგა. საზოგადოებრივი ორგანიზაციის „თარგმანთა კავკასიური სახლის“ ხელშეწყობით მუზეუმმა მაშინ წარმოადგინა ოთხი დაღესტნელი მხატვრის ნამუშევარი. 2014 წლის სექტემბერში, მახაჩკალაში, წიგნის ბაზრობის „ტარკი-ტაუ-2014-ის“ ფარგლებში გაიხსნა ფოტოგამოფენა - «კავკასიური ექსპრესი-2014». 2016, 2017 წლებში სამხატვრო-ლიტერატურული ალმანახი „კავკასიური ექსპრესი“ ამ პროექტის გაგრძელებაა. 2019 წლის, „თარგმანთა კავკასიური სახლი“, ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის მხარდაჭერით,  გამოსაცემად ამზადებს ალმანახის მომდევნო ნომერს. იგი, აგრეთვე დახმარებას უწევს დაღესტნის თანამედროვე ხელოვნების გამოფენის გამართვას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

13/06/2019

თარიღი: 13/06/2019