Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე გვახარიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოდოკუმენტური გამოფენა

2019 წლის 26 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტისა და მუზეუმის ერთობლივი გამოფენა გაიმართა, რომელიც ალექსანდრე (შურა) გვახარიას 90 წლისთავს მიეძღვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოწყობილ იქნა ფოტოდოკუმენტური ექსპოზიცია, რომელზეც წარმოდგენილი იყო: თსუ პროფესორის ალექსანდრე გვახარიას (1929-2002) ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, დოკუმენტები და მემორიალური ნივთები. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ახლოს გაცნობოდა მეცნიერის მრავალმხრივ მოღვაწეობას, მის სამეცნიერო ინტერესებს: ქართული ლიტერატურის ისტორიის, კლასიკური სპარსული ლიტერატურის, ენობრივი, ლიტერატურული კულტურული ურთიერთობების, ქართული და აღმოსავლური ტექსტოლოგიის, წყაროთმცოდნეობის, ლექსიკოლოგიის, ქართული და აღმოსავლური პოეტიკის პრობლემების, რუსთველოლოგიური პრობლემატიკის შესახებ. ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, მეცნიერის ცხოვრებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები.

26/06/2019

 

თარიღი: 26/06/2019