Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკაკი შანიძის – 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „აკაკი შანიძე - 120“

2007 წლის 20 დეკემბერს თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოეწყო აკაკი შანიძის – 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „აკაკი შანიძე - 120“. აკაკი შანიძე (1887-1987) ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, ფილოლოგი, ლექსიკოლოგი, რუსთველოლოგი, ფოლკლორისტი, არმენოლოგი, ალბანოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე (1946), და ვიცე-პრეზიდენტი (1948-1950). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. თსუ მუზეუმში გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: მეცნიერის მემორიალური ნივთები, სამეცნიერო ნაშრომები, და თსუ მუზეუმში დაცული საარქივო დოკუმენტური მასალა, ხელნაწერები, მათ შორის იყო სადისერტაციო ნაშრომი „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“, რომელიც დაცულ იქნა 1920 წელს, როგორც სადოქტორო დისერტაცია. ეს იყო პირველი დისერტაცია ქართულ უნივერსიტეტში დაცული. გამოფენაზე ასევე უხვად იყო წარმოდგენილი ფოტომასალა, რომელიც ასახავდა აკაკი შანიძის ცხოვრებისა და მრავალმხრივი სამეცნიერო მოღვაწეობის ცალკეულ პერიოდებს.

თარიღი: 20/12/2007