აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „Loialte“ აცხადებს სტაჟირებას საგადასახადო აუდიტის მიმართულებით თბილისში.
„Loialte“ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს (www.loialte.com.ge)
„Loialte“ პირველი ქართული ბრენდია ზემოაღნიშნულ სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას,
რომ „Loialte“-ში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონისა და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ბუღალტრული ინფორმაციის ანალიზისა და საგადასახადო რისკების იდენტიფიცირების პროცესში მონაწილეობა;
ბუღალტრული გატარებების სისწორის კონტროლში მონაწილეობა;
საგადასახადო დეკლარაციების გადამოწმების პროცესში მონაწილეობა;
საგადასახადო რისკების აღმოფხვრის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
საგადასახადო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდება ბუღალტრებისთვის.ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან საფინანსო მიმართულებით;
აუცილებელია Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
საგადასახადო კოდექსის და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
ლოგიკური აზროვნება
დეტალებზე ორიენტაციის უნარი
პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
სტაჟირების პირობები:
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 19:00 საათი
(სტუდენტებთან მიმართებით მოქმედებს მოქნილი სამუშაო განრიგი)
ადგილმდებარეობა: თბილისი, გაზაფხულის ქუჩა 10ა.
სტაჟირება ანაზღაურებადია
შერჩეული პირები საწყის ეტაპზე სტაჟირებას გაივლიან ბუღალტრული მიმართულებით,
შემდეგ საგადასახადო აუდიტის მიმართულებით.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: career@loialte.com.ge . სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟირება საგადასახადო აუდიტის
მიმართულებით“.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს „ლოიალტე“ (ს/ნ 405277347) მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე career@loialte.com.ge შეტყობინების გაგზავნის გზით.