- იურიდიული ცნობარის გვერდი
- უნივერსიტეტის წესდება
- უნივერსიტეტის ბიუჯეტი
- უნივერსიტეტის შინაგანაწესი
- დებულებები/ინსტრუქციები
- ნორმატიული დოკუმენტები
- აკადემიური საბჭოს დადგენილებები
- წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები
- წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმები
- ბრძანებები
- საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს სხდომის ოქმები
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა #4
2024 წლის 29 მარტი , 16 საათი
თსუ, პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია
სავარაუდო დღის წესრიგი:
1. წარმომადგენლობითის საბჭოს წევრის, აკადემიური პერსონალის - ლერი თავაძისა და სენატის წევრ სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი ინიციატივის, აკადემიური საბჭოს მონაწილეობით ხელახალი განხილვისა და მიზანშეწონილებიდან გამომდინარე, შესაბამისი კომისიის შექმნის შესახებ (მომხსენებელი: ვლადიმერ მარგველაშვილი);
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცებისა და აქედან გამომდინარე, მოქმედი დებულების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ (მომხსენებელი: თინა მელქოშვილი);
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის ანგარიშის დამტკიცება (მომხსენებელი: ლაშა საღინაძე);
4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2023 წლის ანგარიშის მოსმენის შესახებ (მომხსენებელი: შოთა ფოთოლაშვილი).