Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 23- ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.      დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესი“ (დანართი №1);
2.      ძალადაკარგულად   გამოცხადდეს   „სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის  წარმოების  წესის  დამტკიცების  თაობაზე“  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის
2018 წლის 26 თებერვლის N40/02-01 ბრძანება;
3.      ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.      ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5.      ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე;
6.      წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს  მისი  ძალაში  შესვლიდან  ერთი  თვის  ვადაში  ქ.  თბილისის  საქალაქო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 198/02-01

ტურიზმის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ლუმიერის უნივერსიტეტ ლიონ 2-ში დასკვნითი (მე-4) სემესტრის გატარებისთვის დაფინანსების მოსაპოვებელი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის  შერჩევის  წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს  ტურიზმის  ერთობლივი  სამაგისტრო  პროგრამის  სტუდენტებისთვის ლუმიერის უნივერსიტეტ ლიონ 2-ში დასკვნითი (მე-4) სემესტრის გატარებისთვის დაფინანსების მოსაპოვებელი კონკურსი.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2021 წლის 19 ნოემბერს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) იოსებ ხელაშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მერაბ ხოხობაია, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) დევიდ ტერტრიე, ქართულ-ფრანგული   უნივერსიტეტის   ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მომქედი კანონმდებლობისა და  ,,სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში    მონაწილეობისათვის    შერჩევის    წესის    დამტკიცების    შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04  ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საერთაშორისო    გაცვლით    და    მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1085/01-04  

2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი კვლევითი სტაჟირების სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს  კონკურსი  2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის და სამეცნიერო ხარისხის მქონდე  თსუ-ის პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.  კონკურსი ჩატარდეს 2021 წლის 17 ნოემბერს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ქეთევან    ხუციშვილი,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  მანანა    რუსიეშვილი,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  ხათუნა  მარწყვიშვილი,  თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4.  დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.   დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 236/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური  რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1074/01-04    

სსიპ  -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის  - AIST'21 (Analysis of Images, Social Networks, and Texts - სურათების, სოციალური ქსელების და ტექსტების ანალიზი) ჩატარებისა და საორგანიზაციო საბჭოს დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის - ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მანანა ხაჩიძის   2021 წლის 25 ოქტომბრის   N17173/28 კორესპონდენციის საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

1. 2021 წლის 16-17-18 დეკემბერს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (,,თსუ”) და საერთაშორისო IT კომპანია Exactpro-ს ეგიდით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის - AIST'21 (Analysis of Images, Social Networks, and Texts - სურათების, სოციალური ქსელების და ტექსტების ანალიზი) ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს     საორგანიზაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) მანანა ხაჩიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) გია სირბილაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) გიორგი ღვედაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
დ) ალექსანდრე გამყრელიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ე) ნათია სირბილაძე - CEO, Exactpro Systems, საქართველო, კომისიის წევრი;
ვ) მირიან მამულაშვილი - CEO, Exactpro Systems, საქართველო, კომისიის წევრი; ზ) თამარ ტაბატაძე - CEO, Exactpro Systems, საქართველო, კომისიის წევრი;
თ) ანან ცაცუა - CEO, Exactpro Systems, საქართველო, კომისიის წევრი.
2. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
3. დაევალოს  მატერიალური  რესურსების  მართვის  დეპარტამენტს კონფერენციის ჩატარებისათვის აუცილებელი სივრცის (თსუ სხომათა დარბაზის ფოიე) გამოყოფა/რეზერვირება;
4. დაევალოს  საზოგადოებასთან  ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება;
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
6. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 233/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეუჩერდეთ    სტუდენტის    სტატუსი    2021-2022    სასწავლო    წლის    შემოდგომის სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური  რეგისტრაციის  გაუვლელობის გამო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის  ფაკულტეტი  (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2.  წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ  ადმინისტრაციული  რეგისტრაცია,  მათ  მიერ  გადახდილი  სწავლის  საფასური ჩათვლილ  იქნეს  მომდევნო  ადმინისტრაციული  რეგისტრაციის  გავლისას  სწავლის საფასურად;
3. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო       ტექნოლოგიების       დეპარტამენტს       პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1049/01-04  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით ქართული დიასპორის მოსწავლეებისთვის კონკურსის დებულების დამტიცების თაობაზე

,,უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   ,,ლ“   და ჰ4 ქვეპუნქტების,  22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,  23-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", და ,,პ" ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, პროგრამის ,,მეცნიერების პოპულარიზაცია’’ (პროგრამული კოდი: 32 05 05) ფარგლებში და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული -    არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის    2021 წლის 9 ნოემბრის N23563/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს ,,მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით ქართული დიასპორის მოსწავლეებისთვის კონკურსის  დებულება’’ (დანართი N1).
2. დაევალოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულ - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს იმოქმედოს წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული ,,მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით ქართული დიასპორის მოსწავლეებისთვის კონკურსის  დებულების’’  თანახმად.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.  ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
6.   ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64, პეკინის ქ. N29-ბულაჩაურის ქ. N7ა).


რექტორი გიორგი შარვაშიძე
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 30/04  

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის დირქტორის თამარ წუწუნავას 2021 წლის 03 ნოემბრის N23071/10  კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ს „გ“ მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„2. ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი:
2.1. გიორგი ჭიჭინაძე - დირექტორის მოადგილე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, კომისიის თავმჯდომარე;
2.2. გიორგი ბერიძე - გეოლოგიური კვლევების კომპლექსური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
2.3. ელენე ახმეტელი - საინფორმაციოს სამსახურის სპეციალისტი;
2.4. ბექა ედიბერიძე - მეცნიერ თანამშრომელი;
2.5. მანანა აბზიანიძე - უნივერსიტეტის    საფინანსო    დეპარტამენტის    აღრიცხვა- ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი.“

2.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ–გვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 190/02-01      

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების  შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის 2021 წლის 03 ნოემბრიას N23071/10 და 09 ნოემბრის N23499/10 კორესპონდენციების და თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2021 წლის 08 ნოემბრის N23411/10 კორესპონდენციის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 48-ე პუნქტი:

48. ჯუმბერ კვიტატიანი - თსუ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების უფროსი სპეციალისტი - თსუ ბიბლიოთეკის შენობაში    (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა, ნაკვეთი N06/020) მდებარე N416 ოთახში არსებულ    შემდეგ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი: ხმის გამაძლიერებელი (RokiT 5) საინვენტარიზაციო ნომრით - D0006132; ფირსაკრავი (station)  საინვენტარიზაციო ნომრით - D0006133 და ვიდეო კამერა, რაოდენობით 2 (ორი) საინვენტარიზაციო ნომრებით - D0003851, D0003850 .“.

ბ)  ბრძანებით  დამტკიცებული  დანართი  N1-ის  52-ე  მუხლის  მე-4  პუნქტის  ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,გ) ტექტონიკის, რეგიონული გეოლოგიისა და სეისმოტექტონიკის განყოფილება გ.ა) ლევან ბაშალეიშვილი -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.“.
გ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,ე.ბ) ლაურა ფოფხაძე -განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.“.

დ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის  52-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნას.

2.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 189/02-01  

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო,  მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტისა და დამოუკიდებელი შემფასებლის შპს ,,ეი ეს_აუდიტი“-ს 2021 წლის 09 ნოემბრის შეფასების ანგარიშის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს  ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის    საგანმანათლებლო,     სამეცნიერო,     საგამოცდო,          მხატვრული, სანახაობრივი,            სპორტული       ღონისძიების       ორგანიზების       პროცედურის განსაზღვრისა        და      მომსახურეობის      სახეობების      განსაზღვრის      შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი N1).


2.   ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 188/02-01

2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი გაიზენჰაიმის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    ჩატარდეს      კონკურსი      2021/2022      სასწავლო      წლის      გაზაფხულის სემესტრისთვის       ევროკომისიის      მიერ      დაფინანსებული      ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი გაიზენჰაიმის    უნივერსიტეტის       მიერ       თბილისის       სახელმწიფო უნივერსიტეტის        სტუდენტებისათის        გამოყოფილი        სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.

2.    კონკურსი   ჩატარდეს   2021   წლის   10   ნოემბერს   Zoom   პლატფორმის საშუალებით.
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ზურაბ  აბრამიშვილი,  თსუ  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თეიმურაზ გოგსაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კომისიის წევრი;
გ) თამარ კბილაძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)  მანანა  რუსიეშვილი,  თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნირებათა  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5.  კომისიას      დაევალოს      თავისი      საქმიანობა      წარმართოს      მომქედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის        პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში   მონაწილეობისათვის   სტუდენტთა   შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა         დეპარტამენტი,         შიდა         აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 235/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო        ტექნოლოგიების        დეპარტმენტს        პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1062/01-04  

2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კა’ფოსკარის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს  კონკურსი  2021/2022  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრისთვის ევროკომისიის    მიერ    დაფინანსებული ერაზმუს+   საერთაშორისო  კრედიტ- მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კა’ფოსკარის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათის    გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2021 წლის 10 ნოემბერს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვახტანგ ლიჩელი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ქეთევან ხუციშვილი,  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) სალომე კენჭოშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;

4.    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი  (დანართი №1).
6.    ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,    შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 231/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცებისა და აღნიშნულ პროგრამებზე ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, „2021 - 2022 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 21 ივლისის N50/ნ ბრძანების N1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობა პროგრამული დაფინანსების ფარგლებში, სტუდენტების მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გათვალისწინებით, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 232/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო        ტექნოლოგიების        დეპარტმენტს        პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 1041/01-04    

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების ელექტრონული ფორმით განხორციელებისთვის“ რექტორის 2020 წლის 19 ნოემბრის N230/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N23532/10 (09.11.2021) წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების ელექტრონული ფორმით განხორციელებისთვის“ რექტორის 2020 წლის 19 ნოემბრის N230/01-01 ბრძანების დანართ N1-ში და აღნიშნული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 4 . ელექტრონული სწავლების პირობებში შეფასებების ჩატარება
1. განმსაზღვრელი შეფასების - გამოკითხვის მიმართულება შესაძლებელია განხორციელდეს:
ა)  სასწავლო პლატფორმა Moodle-ს გამოყენებით;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის A,B გარემოს გამოყენებით, სადაც დაცული უნდა იყოს კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები.
გ)  ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით, სადაც დაცული უნდა იყოს შემდეგი პროცედურა:
გ.ა)  მასწავლებელი ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით უკავშირდება პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც უნდა ჰქონდეს ჩართული ვიდეო კამერა, მიკროფონი;
გ.ბ) მასწავლებელი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით (მასწავლებლის სამსახურებრივი  ელექტრონული  ფოსტა  და  პროფესიული  სტუდენტის  ოფიციალური ელექტრონული ფოსტა გახსნილია tsu-ს დომენის გამოყენებით) პროფესიულ სტუდენტს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის შეფასების ინსტრუმენტს გასაცნობად; შეფასების ინსტრუმენტში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი პროფესიული სტუდენტის დავალება  და შეფასების დადასტურების პროცედურა სხვა  სავალდებულო ინფორმაციასთან ერთად, რაც არის განსაზღვრული შეფასების ინსტრუმენტის ფორმით;
გ.გ) შეფასების   ინსტრუმენტით   გაწერილი   დავალების   შესრულება   უნდა   მოხდეს პირდაპირი დაკვირვების (Live) რეჟიმში;
გ.დ) მასწავლებელი შეფასების მთელ პროცესს იწერს ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით და შეფასების ინსტრუმენტს თან ურთავს მტკიცებულებად, სხვა არსებულ მტკიცებულებებთან ერთად;
გ.ე) შეფასების ვადის ამოწურვის შემდეგ, პროფესიული სტუდენტი ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეფასების ინსტრუმენტს, სადაც მითითებული უნდა იყოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი, შესრულებულ დავალებასთან ერთად უგზავნის მასწავლებელს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე;
2. განმსაზღვრელი შეფასების - პროცესზე დაკვირვებისა და პროდუქტის/შედეგის შეფასება უნდა განხორციელდეს ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით, გარდა წინამდებარე  წესის  პირველი  მუხლის  მე-3  პუნქტით  გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. განმსაზღვრელი შეფასების - პროცესზე დაკვირვების (პრაქტიკული დავალება დაკვირვებით) შეფასების პროცესი უნდა განხორციელდეს შემდეგი პროცედურით:
ა) მასწავლებელი ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით უკავშირდება პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც უნდა ჰქონდეს ჩართული ვიდეო კამერა, მიკროფონი;
ბ) მასწავლებელი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით (მასწავლებლის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტა და პროფესიული სტუდენტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტა გახსნილია tsu-ს დომენის გამოყენებით) პროფესიულ სტუდენტს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის შეფასების ინსტრუმენტს გასაცნობად;
გ)   შეფასების   ინსტრუმენტში   დეტალურად   უნდა   იყოს   აღწერილი   პროფესიული სტუდენტის დავალება და შეფასების დადასტურების პროცედურა სხვა სავალდებულო ინფორმაციასთან ერთად, რაც არის განსაზღვრული შეფასების ინსტრუმენტის ფორმით; დ)   შეფასების   ინსტრუმენტით   გაწერილი   დავალების   შესრულება   უნდა   მოხდეს პირდაპირი დაკვირვების (Live) რეჟიმში;
ე) მასწავლებელი შეფასების მთელ პროცესს იწერს ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით და შეფასების ინსტრუმენტს თან ურთავს მტკიცებულებად, სხვა არსებულ მტკიცებულებებთან ერთად;
ვ) შეფასების ვადის ამოწურვის შემდეგ, პროფესიული სტუდენტი ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეფასების ინსტრუმენტს, სადაც მითითებული უნდა იყოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი, შესრულებულ დავალებასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უგზავნის მასწავლებელს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე.
4. განმსაზღვრელი შეფასების - პროდუქტის/შედეგის (პრაქტიკული დავალება) შეფასების პროცესი უნდა განხორციელდეს შემდეგი პროცედურით:
ა) მასწავლებელი ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით უკავშირდება პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც უნდა ჰქონდეს ჩართული ვიდეო კამერა, მიკროფონი;
ბ) მასწავლებელი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით (მასწავლებლის სამსახურებრივი  ელექტრონული  ფოსტა  და  პროფესიული  სტუდენტის  ოფიციალური 
ელექტრონული ფოსტა გახსნილია tsu-ს დომენის გამოყენებით) პროფესიულ სტუდენტს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის შეფასების ინსტრუმენტს გასაცნობად;
გ)   შეფასების   ინსტრუმენტში   დეტალურად   უნდა   იყოს   აღწერილი   პროფესიული სტუდენტის დავალება და შეფასების დადასტურების პროცედურა სხვა სავალდებულო ინფორმაციასთან ერთად, რაც არის განსაზღვრული შეფასების ინსტრუმენტის ფორმით; დ)   შეფასების   ინსტრუმენტით   გაწერილი   დავალების   შესრულება   უნდა   მოხდეს პირდაპირი დაკვირვების (Live) რეჟიმში;
ე) მასწავლებელი შეფასების მთელ პროცესს იწერს ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით და შეფასების ინსტრუმენტს თან ურთავს მტკიცებულებად, სხვა არსებულ მტკიცებულებებთან ერთად;
ვ) შეფასების ვადის ამოწურვის შემდეგ, პროფესიული სტუდენტი ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეფასების ინსტრუმენტს, სადაც მითითებული უნდა იყოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი, შესრულებულ დავალებასთან ერთად უგზავნის მასწავლებელს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე.
5. წინამდებარე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გაწერილი შეფასების პროცესი დასრულებულად ჩაითვლება:
ა)   როდესაც   მასწავლებელი   განსაზღვრავს   პროფესიული   სტუდენტის   მოდულით გათვალისწინებული სწავლის შედეგ(ებ)ის დადასტურება/ვერ დადასტურების საკითხს; ბ) შეფასების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები დავალების ადეკვატურია;
გ) შეფასების პროცესის ამსახველი აუდიო და ვიდეო მასალა ონლაინ პლატფორმა zoom- ის გამოყენებით არის ჩაწერილი. (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის A,B და C გარემოში    შეფასების    ჩატარებისას    აუდიო/ვიდეო    ჩანაწერის    გაკეთება    არ    არის სავალდებულო);
6. მასწავლებელი დასრულებულ შეფასების ინსტრუმენტ(ებ)ს და ყველა მტკიცებულებას სამსახურებრივ ელექტრონული ფოსტიდან აგზავნის ცენტრის მიერ შექმნილ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე ქ. თბილისში მიმდინარე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის - archive1@cve.tsu.edu.ge და ქ. ქუთაისში მიმდინარე პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამებისთვის  -   archive2@cve.tsu.edu.ge  წერილში უნდა მიეთითოს, რომელი პროფესიული პროგრამის, მოდულის და პროფესიული სტუდენტის შეფასების ინსტრუმენტია.
7. დასრულებული შეფასების ინსტრუმენტი ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოიგზავნოს განმსაზღვრელი შეფასების ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.
8. ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი/ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი მასწავლებლის მიერ გამოგზავნილ დასრულებულ შეფასების ინსტრუმენტებს CD/DVD დისკზე ჩაწერილს ინახავს პროფესიული სტუდენტის შეფასების უწყისებთან ერთად.“
2. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა  და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 230/01-01        

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წელს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „საბიბლიოთეკო საქმე“ დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე აპლიკანტების ჩარიცხვის და უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე „სკოლამდელი აღზრდა“ და „ბურალტრული აღრიცხვა“ პირთა ჩარიცხვის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ     საგანმანათლებლო პროგრამაზე   ჩარიცხვის   წესი   და  პირობები“ 22-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-10 პუნქტების, 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 21 ოქტომბრის MES 5 21 0001120733 ბრძანების, აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“-ის მე-14 მუხლის მე-6, მე-7, მე- 10, პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 29 ოქტომბრის N:223/01-01 ბრძანების „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წელს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმე“ აპლიკანტთა რეიტინგული სიის დამტკიცების შესახებ“, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 29 ოქტომბრის N 222/01-01 ბრძანების „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021 წლის ტესტირებაზე გასვლის გარეშე ჩარიცხული პირების 2021 წლის მიღებაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაღვრის შესახებ“, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 04 ოქტომბრის N23135/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   ჩაირიცხონ   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში  2021  წელს  საშუალო  პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამაზე „საბიბლიოთეკო საქმე“ დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე აპლიკანტები დანართი №1
(ქუთაისი) შესაბამისად.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 21 ოქტომბრის MES 5 21 0001120733 ბრძანების საფუძველზე სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  უმაღლეს  პროფესიულ  საგანმანათლებლო  პროგრამებზე „სკოლამდელი    აღზრდა“   და   „ბურალტრული   აღრიცხვა“   ჩაირიცხონ   წინამდებარე ბრძანების №2 დანართით გათვალისწინებული პირები (თბილისი, ქუთაისი) შესაბამისად.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დანართების გარეშე დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე დანართების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 1019/01-04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 27 ოქტომბრის N178/02-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“,
,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 27 ოქტომბრის N178/02-01 ბრძანების მე-4   პუნქტში   დაშვებული   ტექნიკური   შეცდომის   (კერძოდ,   მე-4   პუნქტში შეცდომით იქნა მითითებული ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლის რეჟიმი) გასწორების მიზნით, იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,4. ბრძანება ძალაში შევიდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 29 ოქტომბრის N183/02-01 ბრძანებით გათვალისწინებული ინვენტარიზაციის შედეგების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლისთანავე.“.


2. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წნამდებარე ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 186/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში, სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ "ო" და ,,პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების და თსუ სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსის ზაზა წაქაძის 2021 წლის 01 ნოემბრის N22769/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების   მიზნით   გამოცხადდეს   ონლაინ   რეგისტრაცია   ბაგების   საერთო საცხოვრებლის  25  (ოცდახუთი)  და  ლისის  საერთო  საცხოვრებლის  10  (ათი) ადგილზე.
2. ონლაინ  რეგისტრაცია  განხორციელდება  სტუდენტის  პორტალზე  2021 წლის 04 ნოემბრის 11:00 საათიდან 2021 წლის 05 ნოემბრის 15:00 საათამდე.
3. დაევალოს   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 185/02-01

2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2021/2022 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის     ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული    უნივერსიტეტების        მიერ        თბილისის        სახელმწიფო უნივერსიტეტის    სამივე    საფეხურის    სტუდენტებისათის    გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2021 წლის 3, 4 და 5 ნოემბერს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ანა   თოხაძე   იურიდიული   ფაკულტეტის   ინტერნაციონალიზაციისა   და სამეცნიერო კვლევების უფროსი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მარინა    რუხაძე,    თსუ    ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) მერაბ ხოხობაია, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) მედეა   ბადაშვილი,   თსუ   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე) ჯაბა უროტაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ვ) მანანა   რუსიეშვილი,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ზ) ნათელა    ნემსაძე,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
თ) ანასტასია ქიტიაშვილი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ი) ნათია   სორდია,   თსუ   ფსიქოლოგიისა   და   განათლების   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
კ) ნინო     ქიმერიძე,     თსუ     ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ლ)სოფიო   დოლიძე,   თსუ   ფსიქოლოგიისა   და   განათლების   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
მ) ბესიკ   კალანდაძე,   თსუ   ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისის წევრი;
ნ) სიმონ გელაშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი; ო) სერგი ჯორბენაძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;
პ) ბელა    ხაბეიშვილი,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ჟ) ნინო ქვთარაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
რ) ნინო  დურგლიშვილი,  თსუ  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა  წარმართოს  მომქედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სტუდენტთა  საერთაშორისო  გაცვლით  და  მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის   პროგრამებში   მონაწილეობისათვის   სტუდენტთა   შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 227/01-01