Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსს „ ქსელური ფაერვოლი Fortinet Fort iGATE NGFW“-ს დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის       N135/ნ      ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2021 წლის 02 დეკემბრის N25543/10 და თსუ     უწყვეტი     განათლების     ცენტრის     უფროსის   მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 03 დეკემბრის N25735/10 წერილების საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი „ ქსელური ფაერვოლი Fortinet Fort iGATE NGFW“ (დანართი 1);
2. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე        

სრულად

ბრძანების N: 54/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის N299/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადიადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52- ემუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ემუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების მე-
2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ,,სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს
2019 წლის 96/2019 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარების წესის“ მე-14   მუხლის, სსიპ -ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 3 დეკემბრის №25711/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს   შემდეგი   ცვლილება   „სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის N299/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ დანართით დამტკიცებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში „საბაჟო საქმე“ და პროგრამის ხელმძღვანელად დამატებით განისაზღვროს ლაშა ჩაკვეტაძე (პროგრამის მე-2 ხელმძღვანელი), აღნიშნული პროფესიული პროგრამის ქ. ქუთაისში განხორციელების მიზნებისათვის.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებისთვის  მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 255/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10;  29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების       წესისა   და   პირობების   დამტკიცების   შესახებ“   (დამტკიცებულია   თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    ერთიანი    საშტატო    განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 28 ოქტომბრის №29/04 ბრძანებისა    და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის   2021 წლის პირველი დეკემბრის N25428/26 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.   გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.   უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3.   კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 7 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის    ვადა   განისაზღვროს   2022 წლის 10 იანვრიდან  2022   წლის 17 იანვრის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 15 თებერვლისა;
4.   კონკურსი       გამოცხადდეს       ფსიქოლოგიისა       და       განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: განათლების  მეცნიერებათა დეპარტამენტი ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ “);
5.  ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის   ანკეტა,   შევსებული   დადგენილი   ფორმის   მიხედვით   (ანკეტა წარმოდგენილი  უნდა  იყოს  როგორც  ნაბეჭდი,  ისე  ელექტრონული  (CD)  სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი  (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
თ) სამოტივაციო წერილი;
6. ასისტენტ  პროფესორის  თანამდებობაზე  ასარჩევი    კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს   თანხმობა   მხოლოდ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; 
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 10 იანვრიდან 2022 წლის 17 იანვრის  ჩათვლით 11 საათიდან 16 საათამდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა    ფაკულტეტის     საკონკურსო     დოკუმენტაციის  მიმღებ  აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N11; თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი N 108;
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი".
9.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.  წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის    მართვის       დეპარტამენტი,       საინფორმაციო       ტექნოლოგიების დეპარტამენტი,        გაზეთი „თბილისის      უნივერსიტეტი“,         ფსიქოლოგიისა    და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტი);
11.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 256/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე - 2 პუნქტების, 35 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-11 პუნქტის, 28 - ე მუხლის, 29 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს   მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს  2018 წლის  30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 28 ოქტომბრის   №29/04   და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის   2021 წლის პირველი დეკემბრის N25428/26 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 7 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის    ვადა   განისაზღვროს   2022 წლის 10 იანვრიდან  2022   წლის 17 იანვრის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 15 თებერვლისა;
4. კონკურსი  გამოცხადდეს  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის    ასოცირებული     პროფესორის     აკადემიური     თანამდებობების დასაკავებლად:
განათლების  მეცნიერებათა დეპარტამენტი
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ “);
5. ასოცირებული   პროფესორის   თანამდებობაზე   ასარჩევმა   კანდიდატმა   უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი  ფორმის  მიხედვით); 
ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში    არ   შეიძლება   დასაქმდეს   „სქესობრივი   თავისუფლებისა   და ხელშეუხებლობის      წინააღმდეგ   მიმართულ   დანაშაულთან   ბრძოლის   შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის        წინააღმდეგ      მიმართული      დანაშაულის      ჩადენისთვის ნასამართლევი        პირი    ან/და    პირი,    რომელსაც    იმავე    კანონის    საფუძველზე სასამართლომ    ჩამოართვა     საგანმანათლებლო     დაწესებულებაში     საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
5.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,  წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
6.  საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 10 იანვრიდან  2022  წლის 17 იანვრის  ჩათვლით 11 საათიდან 16 საათამდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა   ფაკულტეტის   საკონკურსო   დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N11; თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი N 108;
7.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი".
8.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, გაზეთი „თბილისის      უნივერსიტეტი“,     ფსიქოლოგიისა     და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტი);
10.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 257/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ცალკეული პერსონალის წარმოდგენილი ანგარიშების, სამუშაო აღწერილობებით/შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ფუნქციებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის   2013   წლის  11 სექტემბრის   №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის   ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის ნათელა ლაცაბიძის 2021 წლის 1 დეკემბრის   მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ცალკეული პერსონალის წარმოდგენილი ანგარიშების, სამუშაო აღწერილობებით/შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ფუნქციებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზვიად მურადაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) აკაკი ქოპილაშვილი - შიდა აუდიტის სამსახურის ექსპერტი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლიკა კილაძე - იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი - კომისიის მდივანი;
დ) მერი კაპანაძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი -კომისიის წევრი; 
ე) მაია ხუციშვილი - შიდა აუდიტის სამსახურის ექსპერტი -კომისიის წევრი;
ვ)  ია  ბაღაშვილი  -  პერსონალის  მართვის  დეპარტამენტის  მთავარი  სპეციალისტი  - კომისიის წევრი;
ზ) ეკატერინე ღამბაშიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - კომისიის წევრი;
თ) მამუკა აბესაძე - საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსი -კომისიის წევრი;
ი) რუსუდან სეთურიძე - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი -კომისიის წევრი;
კ) ლელა კვინიკაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი -კომისიის წევრი;
ლ) ნათია დათიაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი -კომისიის წევრი;
მ) ნანა ებანოიძე - შიდა აუდიტის სამსახურის აუდიტორი -კომისიის წევრი.
2. წინამდებარე ბრძანებით შექმნილ კომისიას დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისა        და    უნივერსიტეტის    ადმინისტრაციაში    დასაქმებული    ცალკეული პერსონალის    წარმოდგენილი     ანგარიშების,     სამუშაო     აღწერილობებით/შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ფუნქციებთან შესაბამისობის დადგენა.
3. განხორციელებული საქმიანობის შედეგები კომისიამ არაუგვიანეს 2022 წლის 1 მარტისა წარუდგინოს    სსიპ    –    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
4. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაში შედის  ხელმოწერისთანავე.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 211/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 01 ივნისის N97/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადიადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52- ემუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 07 ივნისის  №532031  ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ემუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 96/2019 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასებისა და განვითარების წესის“ მე-14   მუხლის, სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2021 წლის 1 დეკემბრის №25532/10 წერილის, სსიპ -ივანე ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 2 დეკემბრის №25588/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 01 ივნისის N97/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის („ღონისძიების ორგანიზება“ (ქუთაისი)) ხელმძღვანელი შეიცვალოს და ნანა შენგელიას ნაცვლად პროგრამის ხელმძღვანელად განისაზღვროს ანა რაზმაძე;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის („საბიბლიოთეკო საქმე“ (ქუთაისი)) ხელმძღვანელი შეიცვალოს და გიორგი ჭიჭინაძის ნაცვლად პროგრამის ხელმძღვანელად განისაზღვროს ჟანა ნუცუბიძე;
გ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N2 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საფინანსო სერვისები“ ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1).
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებისთვის  მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 253/01-01

,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ რექტორის 2021 წლის 29 ნოემბრის N245/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი    განათლების   შესახებ”    საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის    პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის  2013 წლის    11    სექტემბრის    №135/ნ    ბრძანებით    დამტკიცებული    საჯარო    სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის,  უნივერსიტეტის ეკონომიისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის 2021 წლის 30  ნოემბრის   №25203/29 წერილის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის  კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ’’   რექტორის 2021 წლის 29 ნოემბრის N245/01-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  N1 დანართის  (სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესის)  მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,ა)   აკადემიური   მოსწრება   (გარდა   იურიდიული   და   ეკონომიკისა   და   ბიზნესის ფაკულტეტებისა)  შეფასდეს  80  ქულით,  რომელიც  გამოითვლება  სტუდენტის  მიერ უნივერსიტეტში, ასევე ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ  უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, წინა სემესტრში სასწავლო კურსებში (არანაკლებ 30 კრედიტი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ფაკულტეტზე მოპოვებული კრედიტების ოდენობა - არანაკლებ 27 კრედიტისა) მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით. ‘’;

ბ)  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  N1  დანართის     მე-2  მუხლის  ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,ბ) სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება (გარდა იურიდიული   და ეკონომიკისა და ბიზნესის   ფაკულტეტებისა) შეფასდეს მაქსიმუმ 10 ქულით (მიიღება წინა სემესტრში გამოქვეყნებული ნაშრომები). ‘’;

გ)  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  N1  დანართის     მე-2  მუხლის  ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,გ) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა (გარდა იურიდიული და ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტებისა) შეფასდეს მაქსიმუმ 10 ქულით (ჩაითვლება წინა სემესტრში ჩატარებული კონფერენციები).“;

დ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის   მე-2 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,დ) აკადემიური მოსწრება იურიდიულ ფაკულტეტზე შეფასდეს 95 ქულით, ხოლო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე - 90 ქულით,    რომელიც გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში, ასევე ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, წინა სემესტრში სასწავლო კურსებში (არანაკლებ 26 კრედიტი) მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.’’;

ე)  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული   N1  დანართის     მე-2  მუხლის   ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,ე) სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება და სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა იურიდიულ და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე შეფასდეს მაქსიმუმ 5 ქულით (მიიღება წინა სემესტრში გამოქვეყნებული ნაშრომები და წინა სემესტრში ჩატარებული კონფერენციები).’’;

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 249/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა“-ს დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის       N135/ნ      ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2021 წლის 30 ნოემბრის N25383/10 და თსუ      უწყვეტი      განათლების      ცენტრის      უფროსის   მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 01 დეკემბრის N25436/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის  ტრენინგკურსი „გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა“ (დანართი 1);
2. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 250/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „სოციალური მედიის მართვა“-ს დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის    N135/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2021 წლის 30 ნოემბრის     N25384 /10  და    თსუ    უწყვეტი    განათლების    ცენტრის    უფროსის  მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 01 დეკემბრის  N25438/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის  ტრენინგკურსი „სოციალური მედიის მართვა“ (დანართი 1);
2. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი     გიორგი შარვაშიძე


 

სრულად

ბრძანების N: 251/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „თანამედროვე მენეჯერის უნარები“-ს დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის    N135/ნ   ბრძანებით   დამტკიცებული ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ნოემბრის     N24978/10  და    თსუ    უწყვეტი    განათლების    ცენტრის    უფროსის  მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 01 დეკემბრის N25437/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსი „თანამედროვე მენეჯერის უნარები“ (დანართი 1);
2. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

გიორგი შარვაშიძე                   რექტორი

სრულად

ბრძანების N: 252/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავების, დამტკიცების, პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევისა და შერჩევის შედეგების გასაჩივრების წესის დამკიცების შესახებ“ რექტორის 2021 წლის 02 ივნისის N75/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2021 წლის 30 ნოემბრის თსუ პროფესიული    განათლების     ცენტრის     ხელმძღვანელის     N25392/10     წარდგინების
საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავების, დამტკიცების, პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევისა და შერჩევის შედეგების გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2021 წლის 02 ივნისის  N75/01-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის („სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავების, დამტკიცების, პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევისა და შერჩევის შედეგების გასაჩივრების წესი“):

ა.ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. აპლიკანტთა შერჩევის წესი
1. პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევის წესი ეფუძნება სამართლიანობის, თანასწორობის და გამჭვირვალობის პრინციპებს.
2. აპლიკანტთა შერჩევას ახორციელებს თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი შესარჩევი კომისია (შემდგომში - ,,კომისია“).
3. კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს აპლიკანტი ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, ინტერესთა კონფლიქტში მყოფი სხვა პირი.
4. კომისიის მუშაობა წარიმართება პროგრამის განხორციელების მისამართზე ან/და დისტანციურად Covid-19 პანდემიით გამოწვეული პირობების გათვალისწინებით ან/და ცენტრის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით აპლიკანტის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
5. თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრი უზრუნველყოფს შერჩევის თარიღის დადგომამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე, აპლიკანტის ინფორმირებას შერჩევის თარიღისა და პროცედურის შესახებ.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრი კომისიას გამოუყოფს ონლაინ პლატფორმა “Zoom”-ის ლიცენზირებულ ანგარიშს გასაუბრების დისტანციურად წარმართვისთვის. კომისია შესაბამისი ანგარიშის გამოყენებით, უზრუნველყოფს ონლაინ შეხვედრების ორგანიზებას და გასაუბრებაში მონაწილეობისთვის ელექტრონულ მონაცემებს აწვდის აპლიკანტებს.
7. აპლიკანტები წინასწარ განსაზღვრულ დროს უნდა გამოცხადნენ გასაუბრებაზე. გასაუბრების ონლაინ ფორმატში წარმართვის შემთხვევაში, აპლიკანტებმა უნდა უზრუნველყონ ვიდეოთვალისა და მიკროფონის უწყვეტი ჩართულობა გასაუბრების მიმდინარეობის პროცესში.
8. კომისიის თავმჯდომარე აპლიკანტებს აცნობს გასაუბრების წარმართვის ზოგად პროცესს, წესებს და თითოეული აპლიკანტისთვის გამოყოფილი დროის ოდენობას.
9. აპლიკანტებისთვის მიწოდებული ინფომაციის შემდეგ იწყება გასაუბრების პროცესი და ყველა აპლიკანტი გადადის მოსაცდელ სივრცეში.
10. გასაუბრების  ონლაინ  ფორმატში  წარმართვისას  კომისიის  წევრი  უზრუნველყოფს თითოეული აპლიკანტის კომისიის წინაშე ინდივიდუალურად წარდგენას შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით.
11. კომისიის თავმჯდომარე ახდენს აპლიკანტის იდენტიფიცირებას შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტ(ებ)ის საშუალებით.
12. გასაუბრების დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე აპლიკანტს აძლევს მითითებას დატოვოს გასაუბრების შესაბამისი სივრცე.
13. გასაუბრების ონლაინ ფორმატში წარმართვის შემთხვევაში, კომისია უზრუნველყოფს პროცესის ჩაწერას კომისიის ოქმის შედგენის მიზნით. ოქმის შედგენის შემდგომ ჩანაწერი დაექვემდებარება განადგურებას.
14. გასაუბრების პროცესის სხვა ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობით ან თანამედროვე ელექტრონული პროგრამით ჩაწერა დაუშვებელია.“; 
ა.ბ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. აპლიკანტთა შეფასების მეთოდები და ეტაპები
1. აპლიკანტთა შერჩევა ხორციელდება მოტივაციური გასაუბრების საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თუ დარეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა პროგრამაზე გამოცხადებულ ვაკანტური ადგილების რაოდენობას აღემატება 3-ჯერადად, ცენტრი უფლებამოსილია შერჩევის პროცესი ორ ეტაპად წარმართოს: ტესტირება და მოტივაციური გასაუბრება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აპლიკანტთა შერჩევის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს, რომელთაგან თითოთეული იყენებს დიფერენცირებული შეფასების მეთოდებს, კერძოდ:
ა) ტესტი შედგება ღია ან/და დახურული კითხვებისგან და თითეული კითხვის წონა დამოკიდებულია მის შინაარსზე. ტესტირების შედეგები განსაზღვრავს გასაუბრების ეტაპზე გამსვლელ აპლიკანტთა ვინაობას. გასაუბრების ეტაპზე დაიშვება აპლიკანტი, რომელიც  წარმატებით  გადალახავს  ტესტირების  მინიმალური  კომპეტენციის  ზღვარს, რაც შეადგენს ტესტის საერთო ქულათა რაოდენობის 25%-ს.
ბ) გასაუბრება შედგება 6 ბლოკისგან და თითოეული ბლოკი ფასდება 0-4 ქულის ოდენობით (გასაუბრების შეფასების ფორმა იხ. დანართი N2). გასაუბრების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს ჯამური ქულის 15%-ს.
4. ტესტირება ტარდება - ცენტრის მიერ.
5. გასაუბრება ტარდება კომისიის მიერ და მათი მუშაობის წესი განისაზღვრება წინამდებარე წესით.
6. კომისიის წევრები ინდივიდუალურად აფასებენ აპლიკანტებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. აპლიკანტის მიერ მიღებული საბოლოო შეფასება გამოითვლება საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლის პრინციპით: ჯამდება კონკრეტული აპლიკანტის გამსაუბრებელი კომისიის მიერ დაწერილი ქულები და იყოფა კომისიის წევრების რაოდენობაზე. კომისიის თითოეული წევრი ცალ-ცალკე აფასებს თითოეულ აპლიკანტს.
7. კომისიის წევრებმა აპლიკანტების შეფასებისას უნდა იხელმძღვანელონ გასაუბრების სარეკომენდაციო შეფასების სქემით (იხ. დანართი N3).
8. თითოეული აპლიკანტისთვის გასაუბრების რეკომენდირებული ხანგრძლივობა შეადგენს არაუმეტეს 15 წუთს.“;


ა.გ) მე-9 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარისის მე-10 - მე-13 მუხლები:
„მუხლი 10. კომიისის შემადგენლობა და ფუნქცია-მოვალეობები
1. კომისია შეგება თავმჯდომარის, მდივნის და არა უმეტეს 4 წევრისგან. კომისია უფლებამოსილია თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
2. კომისიის თავმჯდომარის ფუნქცია-მოვალეობები:
ა)  კომისიის  ხელმძღვანელობა,  მისი  მუშაობის  ორგანიზაცია  ამ  წესით  დადგენილი რეგლამენტის საფუძველზე;
ბ) კომისიის წევრების შეკრება და აპლიკანტთა შერჩევის ეფექტიანი პროცესის წარმართვა; 
გ) შერჩევის პროცესში გამოცხადებული აპლიკანტების აღრიცხვა;
3. კომისიის თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში მის ფუნქცია-მოვალეობებს 
ასრულებს  კომისის  ერთ-ერთი  წევრი,  რომელიც  კომისიის  იმავე  სხდომაზე  აირჩევა კომიის წევრთა ხმათა უმრავლესობით.
4. კომისიის მდივანის ფუნქცია-მოვალეობები:
ა) კომისიის წევრების ინფორმირება - შერჩევის პროცესის ჩატარების ფორმატის, დროისა და ადგილის მითითებით შეფასების თარიღის დადგომამდე გონივრული ვადით ადრე;
ბ) კომისიის წევრებისთვის ყველა საჭირო მასალისა და დოკუმენტის მიწოდება; 
გ) კომისიის მუშაობის შესახებ ოქმის წარმოება;
დ) კომისიის თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია კომისიის მუშაობასთან.
5. კომისიის სხვა წევრთა ფუნქცია-მოვალეობები:
ა) აპლიკანტთა შერჩევის პროცესში სრულფასოვანი და ეფექტიანი მონაწილეობა ამ წესით გათვალისწინებული ნორმების დაცვით;
ბ) კომისიის თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულება, რომლიც დაკავშირებულია კომისიის მუშაობასთან.
6. კომისია უფლებამოსილია აპლიკანტს მოსთხოვოს პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტ(ებ)ი და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. კომისია უფლებამოსილია აპლიკანტს უთხრას უარი გასაუბრებაზე ან/და დროზე ადრე შეწყვიტოს გასაუბრება:
ა) თუ ვერ ხდება აპლიკანტის იდენტიფიკაცია;
ბ) აპლიკანტი აგვიანებს გასაუბრებაზე  არასაპატიო მიზეზით;
გ) აპლიკანტი არ გამოცხადდა დანიშნულ დროს არასაპატიო მიზეზით;
დ) კომისიისთვის შესამჩნევი გახდა, რომ პასუხებს სხვა პირი კარნახობს (დისტანციურად გასაუბრებისას), რაც გაგრძელდა პირველადი გაფრთხილების მიცემის მიუხედავად.
8. გასაუბრების ეტაპი დახურულია და მასზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ კომისიის წევრებს და აპლიკანტს.

9. კომისიის წევრებს არ აქვთ უფლება გაამჟღავნონ აპლიკანტის მიერ მიღებული ქულები საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე.მუხლი 11. გასაუბრების შედეგები
1. კომისია გასაუბრების შედეგად მიღებულ საბოლოო შეფასებას ასახავს დანართ N2-ში.
2. პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის XIV თავით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.
3. აპლიკანტი უფლებამოსილია მოტივაციური გასაუბრების პროცესში წარმოშობილი ტექნიკური  ხასიათის საკითხ(ებ)თან  დაკავშირებით  საჩივრით  მიმართოს  სააპელაციო კომისიას შესარჩევი კომისიის წინაშე მისი წარდგენიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში.

მუხლი 12. აპლიკანტთა შერჩევის შედეგების გასაჩივრება
1. აპლიკანტმა საჩივარი უნდა გამოაგზავნოს თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე cve@tsu.ge იმ ელექტრონული ფოსტიდან, რომლითაც დარეგისტრირებულია აპლიკანტი სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. საჩივრის ტექსტში უნდა იყოს მითითებული, თუ რომელ 
პროგრამაზე, რომელ ლოკაციაზე, რა თარიღში ჰქონდა გასაუბრება აპლიკანტს და შემდეგ გასაჩივრების საფუძველი/მიზეზი;
2. სააპელაციო კომისია აპლიკანტის საჩივარს განიხილავს თუ აპლიკანტი მიუთითებს გასაუბრების პროცესში წარმოშობილი ტექნიკური ხასიათის შემდეგ საკითხ(ებ)ზე:
ა) აპლიკანტს არ მიეცა საკმარისი დრო გასაუბრებაზე (5 წთ.-ზე ნაკლები);
ბ) შესარჩევმა კომისიამ აპლიკანტს არ გააცნო გასაუბრების ზოგადი წესები და ამ ინფორმაციის არცოდნამ აპლიკანტის შეფასებაზე ნეგატიურად იმოქმედა;
გ) გასაუბრების პროცესში თანამედროვე ელექტრონული სისტემების გამოყენებისას წარმოიშვა ტექნიკური ხარვეზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამ ხარვეზმა აპლიკანტის შეფასებაზე ნეგატიურად იმოქმედა;
დ)  გასაუბრების  პროცესში  კომისიის  წევრმა  აპლიკანტს  დაუსვა  ისეთი  კითხვები, რომელიც არ იყო კავშირში მოტივაციურ გასაუბრებასთან ან/და აპლიკანტს არ მიეცა საშუალება კომისიის წევრის მხრიდან დასმულ შეკითხვაზე ეპასუხა ამომწურავად. მუხლი 13. სააპელაციო კომისიის მუშაობის პროცედურა
1. სააპელაციო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმღძვანელის ბრძანებით და შედგება არაუმეტეს 4 წევრისგან.
2. სააპელაციო კომისიის ფუნქცია-მოვალეობები:
ა) სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის სრულფასოვან მუშაობას და კომისიის წევრების შეკრებას;
ბ) სააპელაციო კომისიის მდივნის ფუნქცია-მოვალეობას ასრულების კომისიის ერთ- ერთი წევრი კომისიის თავმჯდომარის დავალებით, რომელსაც ევალება დააოქმოს კომისიის ყველა შეკრება;
გ) სააპელაციო კომისიის წევრ(ებ)ი აქტიურად არის ჩართული კომისიის მუშაობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
დ) კომისია უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი;
ე) სააპელაციო   კომისია   აპლიკანტის   საჩივართან   დაკავშირებით   დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.;
ვ) კომისიის მუშაობის შედეგები და გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით და მას ხელს აწერენ კომისიის დამსწრე წევრები;
ზ) სააპელაციო კომისია იღებს ორი სახის გადაწყვეტილებას: პირველი - საჩივარი რჩება განუხილველი და ეცნობება აპლიკანტს ელექტრონული სახით, მეორე - საჩივარი დაკმაყოფილდება და სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება ეგზავნება შესარჩევ კომისიას შემდგომი რეაგირების მიზნით.“


ბ) ბრძანებას, პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11  პუნქტი და შესაბამისი დანართები (დანართი N2, დანართი N3) -
,,11. დამტკიცდეს ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე რეგისტრირებული აპლიკანტების გასაუბრების შეფასების ფორმა“ (დანართი N2) და ,,გასაუბრების შეფასების სქემა“ (დანართი N3).“. 

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებისთვის  მიწოდება  დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 248/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სისხლის სამართლის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილების, ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2010  წლის  4  თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-5 მუხლის მე-2 და მე-21 პუნქტების, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 24 ნოემბრის N1.1/105 ბრძანების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 29 ნოემბრის N25162/31-05 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სისხლის სამართლის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ვაკანტური ადგილები:


N    საფეხური              საგანმანათლებლო ერთეული    საგანმანათლებლო პროგრამა    ადგილების რაოდენობა
1.    მაგისტრატურა                იურიდიული                          სამართალი                                  40

 

2.   განისაზღვროს   2021-2022   სასწავლო   წლის   გაზაფხულის   სემესტრის   რიგგარეშე მობილობის ვადები:

ა) დოკუმენტაციის მიღება - 30 ნოემბერი-2 დეკემბერი;
ბ)  უნივერსიტეტში  გადმოსვლის  მსურველ  სტუდენტთა  კრედიტების  აღიარება  -  6-8 დეკემბერი;
გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) - 9 დეკემბერი;
დ)    საგანმანათლებლო      ერთეულების      მიერ      სასწავლო      პროცესის      მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 10 დეკემბერი;
ე)  ჩასარიცხ  პირთა  შესახებ  ბრძანების  პროექტის  მომზადება  და  წარდგენა  სსიპ  -განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში - 13 დეკემბერი.


3. საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
ა)გამოცდა უცხო ენაში -3 დეკემბერი (10:00 საათი);
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება -3 დეკემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6 დეკემბერი (12:00 საათამდე); 
დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 6 დეკემბერი.

4.  განისაზღვროს  წარმოსადგენი  დოკუმენტების  ნუსხა  (უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ)  ბაკალავრის  ან  მასთან  გათანაბრებული  აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი; 
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
5. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 247/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ“ თსუ  რექტორის   და   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 18 ნოემბრის №31/04 ერთობლივი ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას 2021 წლის 25 ნოემბრის N24927/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის   ასისტენტ -პროფესორად   4 (ოთხი)   წლის   ვადით   შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება კათედრის პროფილის მიმართულებით;
3.კონკურსი  გამოცხადდეს  2021  წლის  28 ნოემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის 6 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის პირველი თებერვლისა.
4. კონკურსი  გამოცხადდეს  მედიცინის  ფაკულტეტის  ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრა: ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ ა“)

5.ასისტენტ-პროფესორის  თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:    
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);    
ბ) კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ,,ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)"
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლების შემთხვევაში - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე  http://rp.tsu.ge/;
თ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის  სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად
- დარგობრივ     მახასიათებლებთან,     მედიცინის     ფაკულტეტზე     მიმდინარე პროგრამებისა და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული    ლიტერატურა     სრულად     შეესაბამება     თსუ     ბიბლიოთეკის 
რესურსებს. შესაბამისი რესურსის  არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი. 
კ) სამოტივაციო  წერილი;
ლ) ინფორმაცია  კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა. თანხმობის წერილს იმ  ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისგან, სადაც უნდა განხორციელდეს   აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;
ლ.გ.კლინიკურ    ბაზაზე/ბაზებზე    არსებული    სასწავლო    პროცესისათვის განკუთვნილი    სივრცის     აღწერილობას     და    სასწავლო    პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ- ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ.დადასტურების      წერილს,      რომ      ბაზაზე      სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 29 დეკემბრიდან  2022 წლის 6 იანვრის ჩათვლით 11 საათიდან 16 საათამდე, მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, ა. ბელიაშვილის N78, თსუ   ალექსანდრე   ნათიშვილის   მორფოლოგიის   ინსტიტუტი,     III   სართული, ოთახი N330;
7. ასისტენტ-პროფესორის    თანამდებობაზე    ასარჩევი    კანდიდატი,    კონკურსში მონაწილეობის  მიღების  მიზნით,    ვალდებულია    გაეცნოს    თსუ    აკადემიური საბჭოს   N113/2018   დადგენილების დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით  გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში        შევა      მის       მიერ       შესაბამისი        აკადემიური        თანამდებობის დაკავებისთანავე)   და  დაადასტუროს  ინფორმაცია    იმის    შესახებ,    რომ    არ გააჩნია    ძალაში    მყოფი  ანალოგიური  ხასიათის  დოკუმენტი  (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი“.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  მედიცინის ფაკულტეტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 243/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 30 აპრილის   №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 6 ოქტომბრის №27/04 ერთობლივი ბრძანებისა  და მედიცინის  ფაკულტეტის  დეკანის  დიმიტრი  კორძაიას  2021 წლის 2021 წლის 25 ნოემბრის N24927/32  წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    მედიცინის     ფაკულტეტზე     ასოცირებული     პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.  უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეული  იქნეს  დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული  აკადემიური  ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; კლინიკურ კათედრაზე ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი)    წლის   ვადით   შეიძლება   არჩეული   იქნეს    დოქტორის    ან    მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო- პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება, ბოლო 5 (ხუთი) წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
3.  კონკურსი  გამოცხადდეს  2021  წლის  28 ნოემბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის 6 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის პირველი თებერვლისა.
4.  კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ა ს ო ც ი რ ე ბ უ ლ ი პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრა: ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული  (კატეგორია „ა“)

5.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე      ასარჩევმა კანდიდატმა   უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი  ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ  მიმართული  დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება“);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო  ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლებისას - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე  http://rp.tsu.ge/; 
თ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად
- დარგობრივ    მახასიათებლებთან,    მედიცინის    ფაკულტეტზე    მიმდინარე პროგრამებს და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს    ცნობა    თსუ    მედიცინის    ფაკულტეტის    ბიბლიოთეკიდან,    რომ სილაბუსში       გამოყენებული     ლიტერატურა     სრულად     შეესაბამება     თსუ ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის   არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა    უნდა     უზრუნველყოს     ამ     რესურსის     მობილიზაცია     და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი. 
კ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ლ) ინფორმაცია  კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა. თანხმობის წერილს იმ ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ.  კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;
ლ.გ. კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ.    დადასტურების     წერილს,     რომ     ბაზაზე     სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;
6.  საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 29 დეკემბრიდან  2022  წლის  6  იანვრის  ჩათვლით,  11:00-დან   16:00 საათამდე  მედიცინის  ფაკულტეტის  საკონკურსო     დოკუმენტაციის     მიმღებ     აპარატში. მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, III სართული,   ოთახი N330;
7.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მედიცინის ფაკულტეტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 244/01-01

პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი  განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების   მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის,   საქართველოს  განათლების,  მეცნიერების,  კულტურისა    და    სპორტის მინისტრის 2021 წლის  05 თებერვლის N64970 ბრძანების და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 26 ნოემბრის   №24987/10  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს   ,,სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის    (შემდგომში    -    უნივერსიტეტი)    სტუდენტებისათვის    პროგრამის
,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესი“ თანდართული სახით (დანართი N1).
2. პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში, 2021//2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის, აქტიური სტატუსის მქონე შესაბამისი საფეხურის სტუდენტების ოდენობის გათვალისწინებით ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა გადანაწილდეს შემდეგნაირად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 123 სტუდენტი; 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 145 სტუდენტი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 95 სტუდენტი; 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  - 192 სტუდენტი;
ე) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  -  53 სტუდენტი; 
ვ) იურიდიული ფაკულტეტი  -  107 სტუდენტი;
ზ) მედიცინის ფაკულტეტი  -  49 სტუდენტი.

3. საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამისი ფაკულტეტების მიერ განსაზღვრულ ვადაში.
4. ფაკულტეტებმა  დასაფინანსებელ სტუდენტთა სია  პირადობის  მოწმობის  ასლისა და ანგარიშის  ნომრის  ამონაწერით  საქართველოს ბანკიდან (ელექტრონული  ვერსია excel ფორმატი)  წარმოადგინონ  საფინანსო  დეპარტამენტში  2021     წლის  13     დეკემბრის ჩათვლით.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 245/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ”   საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,   55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3  ნაწილების,   57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის  იურიდიული პირის − ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების     დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით   დამტკიცებული     ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის     თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის   წესდების    მე-14 მუხლის    პირველი   პუნქტის,    მე-8 პუნქტის   ,,ა’’,  ,,ბ”,  ,,ო”  ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა  და  ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო)      საუნივერსიტეტო დაფინანსების   კანდიდატების   შერჩევის    წესის   დამტკიცების შესახებ”   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 07 თებერვლის N28/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის  24 ნოემბრის  N24787/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა განისაზღვროს 350 000 ლარით.
2. სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის და ერთსაფეხურიანი სამედიცინო სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 53 362 ლარი; 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 63 107  ლარი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 42 914 ლარი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 86 204 ლარი; ე) იურიდიული ფაკულტეტი – 50 863 ლარი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი – 29 469  ლარი;
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 24 081  ლარი.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ  ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 246/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ასამოქმედებელ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „ფინანსები“ სამ სემესტრიანი სასწავლო წლის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 19 ნოემბრის N24514/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.პროგრამის   თავისებურებებიდან   გამომდინარე,   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ასამოქმედებელ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „ფინანსები“ განისაზღვროს სამ სემესტრიანი (ტრიმესტრიანი) სასწავლო წელი.
2.ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებული საჭიროებებიდან გამომდინარე და სასწავლო პროცესის ეფექტურად განხორციელიების მიზნით ცვლილებები ან/და დამატებები შესაბამის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში განხორციელდეს პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭებამდე.
3.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
4.ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსებისა  და  შესაბამისი სტრუქტურული    ერთეულებისათვის       გადაცემის       უზრუნველყოფა       დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 241/01-01

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე  მუხლის  მე-8  პუნქტის  ,,ა“    და  "პ"  ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ  -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი  N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 18 ნოემბრის №31/04 ერთობლივი ბრძანების,      არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი, მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტებისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2021   წლის 22 ნოემბრის N24605/10  წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2021 წლის 15 ნოემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის   თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად:

ა)  მედეა  ღლონტი  -     ზოგადი  ენათმეცნიერების  განყოფილების  მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება მედეა ღლონტთან.
3. წინამდებარე    ბრძანების    განთავსება    ოფიციალურ    ვებგვერდზე    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 239/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (უვადო), უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“  ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის   სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის დებულების, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2021 წლის 24 ნოემბრის N24785/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2021 წლის 22 ნოემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ელეფთერ ანდრონიკაშვილის     სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი(უვადო), უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)   და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოთ ჩამოთვლილი პირები:

კონდენსირებული  გარემოს   ფიზიკის    განყოფილება
გიორგი ჯაფარიძე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1,0 საშტატო ერთეული (უვადო) მიხეილ სექანია  -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადთ)


არჩილ ჭირაქაძე  -  მეცნიერი თანამშრომელი     1  საშტატო   ერთეული ( 4 წლის ვადით)

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
3.ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ელეფთერ ანდრონიკაშვილის    სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 240/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის შემოდგომისა და 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის და რექტორის 2018 წლის 29 ნოემბრის N296/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 2 დეკემბრის N300/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2021 წლის 19 ნოემბრის N24572/10 წერილის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის შემოდგომისა და 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის და რექტორის 2018 წლის 29 ნოემბრის N296/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 2 დეკემბრის N300/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში, 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული    სტუდენტების   სასწავლო   პროცესის   ვადების   ნაწილში   და   იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2) 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების სასწავლო პროცესის ვადები.
 

ა)  მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი (2019 წლის შემოდგომის მიღება)

ა.ა) სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების

02.12.2019 – 26.02.2022

ა.ბ)  არდადეგები

01.01.2020 – 07.01.2020

02.03.2020 – 10.07.2020

03.08.2020 – 28.08.2020

01.01.2021 – 15.01.2021

29.04.2021 – 11.05.2021

09.08.2021 – 03.09.2021

22.11.2021 – 04.12.2021

01.01.2022 – 07.01.2022

 

 

ბ)   მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

ბიბლიოთეკარი  (2019 წლის შემოდგომის მიღება)

ბ.ა)  სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების

02.12.2019 – 02.10.2021

ბ.ბ) არდადეგები

01.01.2020 – 07.01.2020

02.03.2020 – 10.07.2020

03.08.2020 – 28.08.2020

01.01.2021 – 15.01.2021

29.04.2021 – 11.05.2021

09.08.2021 – 10.09.2021

 

 

გ) მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

საბაჟო საქმე  (2019 წლის შემოდგომის მიღება)

გ.ა) სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების

02.12.2019 – 06.11.2021

გ.ბ)  არდადეგები

01.01.2020 – 07.01.2020

02.03.2020 – 10.07.2020

03.08.2020 – 28.08.2020

01.01.2021 – 15.01.2021

29.04.2021 – 11.05.2021

23.08.2021 – 10.09.2021

 

 

დ) მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა (2019 წლის შემოდგომის მიღება)

დ.ა) სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების

02.12.2019 – 12.06.2021

დ.ბ) არდადეგები

01.01.2020 – 07.01.2020

02.03.2020 – 10.07.2020

03.08.2020 – 28.08.2020

01.01.2021 – 15.01.2021

29.04.2021 – 11.05.2021

 

 

ე) მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

საოფისე საქმე (2019 წლის შემოდგომის მიღება)

ე.ა) სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების

02.12.2019 – 17.04.2021

ე.ბ) არდადეგები

01.01.2020 – 07.01.2020

02.03.2020 – 10.07.2020

03.08.2020 – 28.08.2020

01.01.2021 – 15.01.2021

 

 

ვ) მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

ტუროპერატორი (2019 წლის შემოდგომის მიღება)

ვ.ა) სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების

02.12.2019 – 19.02.2022

ვ.ბ) არდადეგები

01.01.2020 – 07.01.2020

02.03.2020 – 10.07.2020

03.08.2020 – 28.08.2020

01.01.2021 – 15.01.2021

29.04.2021 – 11.05.2021

 

 

ზ) მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი (2019 წლის შემოდგომის მიღება)

ზ.ა) სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების

02.12.2019 – 26.02.2022

ზ.ბ) არდადეგები

01.01.2020 – 07.01.2020

02.03.2020 – 10.07.2020

03.08.2020 – 28.08.2020

01.01.2021 – 15.01.2021

29.04.2021 – 11.05.2021

09.08.2021 – 03.09.2021

29.11.2021 – 04.12.2021

01.01.2022 – 07.01.2022

 

თ) მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

შემფასებელი (2019 წლის შემოდგომის მიღება)

თ.ა) სასწავლო პროცესის დაწყება და დამთავრების

02.12.2019 – 02.04.2022

თ.ბ) არდადეგები

01.01.2020 – 07.01.2020

02.03.2020 – 10.07.2020

03.08.2020 – 28.08.2020

01.01.2021 – 15.01.2021

29.04.2021 – 11.05.2021

09.08.2021 – 03.09.2021

01.01.2022 – 07.01.2022


2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

 

სრულად

ბრძანების N: 237/01-01