საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსის" მე-2 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-17 მუხლის, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის "ზ", ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ივლისის N10/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2025 წლის პირველი ოქტომბრის N24547/10 წერილის (თან ერთვის ალექსანდრე სარალიძის პირადი განცახდება) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. დაინიშნოს ალექსანდრე სარალიძე 2025 წლის 2 ოქტომბრიდან 2026 წლის 2 აპრილამდე სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ გამოყენებითი კვლევების ცენტრში ინჟინრის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს ალექსანდრე სარალიძის შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტი).
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე