geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და    24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,  ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ   – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის     2011    წლის     16    მაისის     N80/02-01    ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების  გავლის  წესის  და  პერსონალის  მართვის  დეპარტამენტის უფროსის გ.   ჯანელიძის     2025 წლის     20 მაისის     N12175/10 მოხსენებითი   ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს    კონკურსი სტაჟიორთა შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   პერსონალის   მართვის დეპარტამენტში ანაზღაურებად სტაჟირებაზე — 2 ერთეულზე.
2.კონკურსში    მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.
3.კონკურსში    მონაწილე პირი უნდა იცნობდეს:
ა) საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს შრომის კოდექსს“;
ბ) საქართველოს კანონს „უმაღლესი განათლების შესახებ“;
გ) თსუ-ის პერსონალის მართვის დეპარტამენტის დებულებას.
4.კონკურსანტი    უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ქართული ენის ცოდნა;
ბ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა — Microsoft Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook, აგრეთვე Internet-თან მუშაობის უნარი.
5.სტაჟიორის    შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებსა და უნარებს:
ა) პუნქტუალურობა / ორგანიზებულობა;
ბ) შესაბამის სფეროში თეორიული ცოდნის დონე;
გ) დავალების შესრულების ხარისხი;
დ) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება;
ე) დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
ვ) გუნდური მუშაობის კულტურა;
ზ) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
თ) ტექნიკური უნარ-ჩვევები;
ი) ინიციატივის გამოვლენა;
კ) კრიტიკული აზროვნება / ანალიზის უნარი;
ლ) კომუნიკაბელურობა;
მ) ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.
6.   სტაჟიორის ფუნქცია-ვალდებულებებია:
ა) გაეცნოს პერსონალის მართვის დეპარტამენტისა და უნივერსიტეტის მუშაობის სპეციფიკას; კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა საკითხის დამუშავებაში;
ბ)  გაეცნოს  დეპარტამენტის  დოკუმენტაციას,  ისარგებლოს  სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა);
გ) შეისწავლოს პერსონალის მონაცემების მართვის, განახლებისა და დამუშავების პროცესი სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში (Excel, HRM სისტემა და ა.შ.);
დ)  უზრუნველყოს  პერსონალის  პირადი  საქმეების  გაციფროვნება, სისტემატიზაცია, ფაილების დაჯგუფება და დაარქივება;
ე) შეისწავლოს სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება: შრომითი ხელშეკრულებები, ბრძანებების პროექტები, ცნობები და სხვა;
ვ) მონაწილეობა მიიღოს პერსონალის შესახებ მონაცემების შეტანა-განახლებაში: სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში, თსუ-ის პერსონალის მონაცემთა ბაზასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესორ-მასწავლებელთა რეესტრში;
ზ) მოამზადოს და წარადგინოს ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალება დანიშნულებისამებრ, ვადების დაცვით;
თ) მონაწილეობა მიიღოს თსუ-ის სტრუქტურული ერთეულებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან მოთხოვნილი სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებაში;
ი) მოამზადოს, კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსულ კორესპონდენციაზე წერილობითი პასუხები;
კ) გაუწიოს თსუ-ის პერსონალს სხვადასხვა მომსახურება — მოთხოვნის შესაბამისად ცნობების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მომზადება დანიშნულებისამებრ წარსადგენად, კონსულტაციის გაწევა საჭირო საკითხებზე კომპეტენციის ფარგლებში, სარეგისტრაციო და სადაზღვევო ბარათების დამზადება-გადაცემა და ა.შ.;
ლ) შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საქმიანობის სპეციფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 
7. კონკურსში  მონაწილეობის  მისაღებად  სტაჟიორობის  კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2.1 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“);
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციაზე დაკავების შემთხვევაში).
8.   სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 3 (სამი) თვით. ანაზღაურებადი სტაჟირების ოდენობა განისაზღვროს თვეში 700 (შვიდასი) ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
9.  კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე (სტაჟიორთა კონკურსში პრიორიტეტი    მიენიჭებათ       უნივერსიტეტის       დამამთავრებელი       კურსის სტუდენტებს). არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია აპლიკანტის განაცხადს არ განიხილავს.
10. შერჩეული      კანდიდატები,      რომელთა      დოკუმენტაციაც      დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.
11. მოთხოვნილი დოკუმენტაცია აპლიკანტის მიერ გამოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე:    stajireba@tsu.ge.    სათაურის    (Subject)    ველში    უნდა    მიეთითოს:
„პერსონალის მართვის დეპარტამენტში ანაზღაურებადი სტაჟირება“.
12. ინფორმაცია   „სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
13. საკონკურსო      კომისიის      შემაჯამებელი      ოქმი      თსუ-ის      ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე