geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტში  სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და    24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,  ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ   – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის     2011    წლის     16    მაისის     N80/02-01    ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების  გავლის  წესის  და  პერსონალის  მართვის  დეპარტამენტის უფროსის გ.   ჯანელიძის     2025 წლის     20 მაისის     N12175/10 მოხსენებითი   ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს    კონკურსი სტაჟიორთა შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   პერსონალის   მართვის დეპარტამენტში ანაზღაურებად სტაჟირებაზე — 2 ერთეულზე.
2.კონკურსში    მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.
3.კონკურსში    მონაწილე პირი უნდა იცნობდეს:
ა) საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს შრომის კოდექსს“;
ბ) საქართველოს კანონს „უმაღლესი განათლების შესახებ“;
გ) თსუ-ის პერსონალის მართვის დეპარტამენტის დებულებას.
4.კონკურსანტი    უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ქართული ენის ცოდნა;
ბ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა — Microsoft Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook, აგრეთვე Internet-თან მუშაობის უნარი.
5.სტაჟიორის    შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებსა და უნარებს:
ა) პუნქტუალურობა / ორგანიზებულობა;
ბ) შესაბამის სფეროში თეორიული ცოდნის დონე;
გ) დავალების შესრულების ხარისხი;
დ) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება;
ე) დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
ვ) გუნდური მუშაობის კულტურა;
ზ) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
თ) ტექნიკური უნარ-ჩვევები;
ი) ინიციატივის გამოვლენა;
კ) კრიტიკული აზროვნება / ანალიზის უნარი;
ლ) კომუნიკაბელურობა;
მ) ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.
6.   სტაჟიორის ფუნქცია-ვალდებულებებია:
ა) გაეცნოს პერსონალის მართვის დეპარტამენტისა და უნივერსიტეტის მუშაობის სპეციფიკას; კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა საკითხის დამუშავებაში;
ბ)  გაეცნოს  დეპარტამენტის  დოკუმენტაციას,  ისარგებლოს  სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა);
გ) შეისწავლოს პერსონალის მონაცემების მართვის, განახლებისა და დამუშავების პროცესი სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში (Excel, HRM სისტემა და ა.შ.);
დ)  უზრუნველყოს  პერსონალის  პირადი  საქმეების  გაციფროვნება, სისტემატიზაცია, ფაილების დაჯგუფება და დაარქივება;
ე) შეისწავლოს სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება: შრომითი ხელშეკრულებები, ბრძანებების პროექტები, ცნობები და სხვა;
ვ) მონაწილეობა მიიღოს პერსონალის შესახებ მონაცემების შეტანა-განახლებაში: სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში, თსუ-ის პერსონალის მონაცემთა ბაზასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესორ-მასწავლებელთა რეესტრში;
ზ) მოამზადოს და წარადგინოს ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალება დანიშნულებისამებრ, ვადების დაცვით;
თ) მონაწილეობა მიიღოს თსუ-ის სტრუქტურული ერთეულებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან მოთხოვნილი სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებაში;
ი) მოამზადოს, კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსულ კორესპონდენციაზე წერილობითი პასუხები;
კ) გაუწიოს თსუ-ის პერსონალს სხვადასხვა მომსახურება — მოთხოვნის შესაბამისად ცნობების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მომზადება დანიშნულებისამებრ წარსადგენად, კონსულტაციის გაწევა საჭირო საკითხებზე კომპეტენციის ფარგლებში, სარეგისტრაციო და სადაზღვევო ბარათების დამზადება-გადაცემა და ა.შ.;
ლ) შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საქმიანობის სპეციფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 
7. კონკურსში  მონაწილეობის  მისაღებად  სტაჟიორობის  კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2.1 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“);
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციაზე დაკავების შემთხვევაში).
8.   სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 3 (სამი) თვით. ანაზღაურებადი სტაჟირების ოდენობა განისაზღვროს თვეში 700 (შვიდასი) ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
9.  კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე (სტაჟიორთა კონკურსში პრიორიტეტი    მიენიჭებათ       უნივერსიტეტის       დამამთავრებელი       კურსის სტუდენტებს). არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია აპლიკანტის განაცხადს არ განიხილავს.
10. შერჩეული      კანდიდატები,      რომელთა      დოკუმენტაციაც      დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.
11. მოთხოვნილი დოკუმენტაცია აპლიკანტის მიერ გამოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე:    stajireba@tsu.ge.    სათაურის    (Subject)    ველში    უნდა    მიეთითოს:
„პერსონალის მართვის დეპარტამენტში ანაზღაურებადი სტაჟირება“.
12. ინფორმაცია   „სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
13. საკონკურსო      კომისიის      შემაჯამებელი      ოქმი      თსუ-ის      ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 264/02-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების ბენეფიციართა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026-2027 სასწავლო წელს დოკუმენტების მიღების შესახებ

„უმაღლესი განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი  და  მე-2  ნაწილების,  56-ე  მუხლის  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე მუხლის, საქართველოს   განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და     ბრძანების     და     საქართველოს     განათლების,     მეცნიერებისა     და ახალგაზრდობის სამინისტროს 2026 წლის 11 სექტემბრის MES 2 26 0001208819 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო           პროგრამებზე           სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების   პროგრამის   იმ   ბენეფიციართათვის,   რომლებმაც წარმატებით დაასრულეს    პროგრამა,         ჩარიცხვის    მიზნით    დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს - 21-23 სექტემბერი.


2.განისაზღვროს   წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)სრული  ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3.საგანმანათლებლო         ერთეულის       მიერ       სასწავლო       პროცესის       მართვის დეპარტამენტისათვის სტუდენტების სიის წარდგენა - 24 სექტემბერი;

4.ბრძანების   უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო      ტექნოლოგიების      დეპარტამენტს      პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ძირითადი მიზნების მიღწევამდე;

5. დაევალოს   კანცელარიას,   ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
7.  წინამდებარე  ბრძანება  დაინტერესებული  პირის  მიერ  შეიძლება  გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 805/01-04        

სსიპ    – ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის  - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის  (0,5 საშტატო ერთეული)   თანამდებობაზე   გამოცხადებული კონკურსის   შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   წესდების   დამტკიცების   თაობაზე“ საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის   N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა ,  მე-9  პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების  დამტკიცების  შესახებ”  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    აკადემიური    საბჭოს       2017 წლის       31 მაისის       N63/2017 დადგენილების დანართი  N1-ის  მე-6  მუხლის  მე-17,  მე-18  და  მე-20  პუნქტების,  ელეფთერ ანდრონიკაშვილის   სახელობის    ფიზიკის ინსტიტუტის  დებულების  მე-9  მუხლის  მე-7 პუნქტის, მე-11  მუხლის    მე- 4 პუნქტის,  სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ რექტორის   და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2026 წლის  24 ივლისის  11/04  ერთობლივი ბრძანების   და ელეფთერ ანდრონიკაშვილის    სახელობის    ფიზიკის          ინსტიტუტის  დირექტორის  გელა გელაშვილის  2026 წლის N20569/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის
2026 წლის 18 სექტემბრის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის    უფროსი    მეცნიერი    თანამშრომლის       (0,5 საშტატო    ერთეული) თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად:

ა) ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილება:

შოთა  ბარბაქაძე -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული  (7 წლის ვადით)

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ელეფთერ ანდრონიკაშვილის    სახელობის    ფიზიკის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომელ შოთა ბარბაქაძესთან.

3.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის  ფიზიკის ინსტიტუტი).

ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 238/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  2026 წელს ვაკანტური ადგილების და მათ შორის მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების  მქონე პირთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2026 წლის 16 სექტემბრის N 20344/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წელს ვაკანტური (აპლიკანტთა) ადგილები მათშორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა რაოდენობა განისაზღვროს წინამდებარე ბრძანების დანართი N1 შესაბამისად (დანართი N1).
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება კანონით დადგენილ ვადაში შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მისამართი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 237/01-01    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში, სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, "ო" და ,,პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების და თსუ სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსის ზაზა წაქაძის 2026 წლის 15 სექტემბრის N20191/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, გამოცხადდეს ონლაინ რეგისტრაცია ბაგების საერთო საცხოვრებლის 50 (ორმოცდათი) ადგილზე და ლისის საერთო საცხოვრებლის 70 (სამოცდაათი) ადგილზე.
2.   ონლაინ  რეგისტრაცია  განხორციელდეს  სტუდენტის  პორტალზე  2026  წლის  18 სექტემბერს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.
3. დაევალოს     საინფორმაციო     ტექნოლოგიების     დეპარტამენტს     ონლაინ რეგისტრაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
4. დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.დაევალოს კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანება  განათავსოს  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 
6.        ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 263/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) საშტატო ერთეულის პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავას 2026 წლის 14 სექტემბრის N 20092/10 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.   გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განყოფილებაში კანდიდატის შესარჩევად -1 საშტატო ერთეული.
2.   საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) ხელფასი თვეში შეადგენს 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარს (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები განისაზღვრება-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3.   შერჩეული კანდიდატი დასაქმდება გამოსაცდელი 3 თვიანი ვადით, კონტრაქტის გაგრძელების პერსპექტივით.
4.   აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასწრებულ ფორმატში სწავლის ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამებში (ტრენინგები, სემინარები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და სხვ.) მონაწილეობის გამოცდილება;
გ) ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
დ) ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია); 
ე) ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს (Common European Framework of Reference for Languages) შესაბამისად;
ვ) საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ;
ბ) თსუ-ის წესდება;
გ) თსუ-ის სტრატეგიული განვითარების გეგმა;
დ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი;
ე) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულება.
5.   აპლიკანტს უნდა ჰქონდეს შემდეგი პიროვნული თვისებები და უნარები:
ა) ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გადაცემის უნარი;
ბ) ორგანიზებულობა და სწრაფად კოორდინირების უნარი;
გ) პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
დ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ე) ცვლილებებისა და სიახლეებისადმი სწრაფად ადაპტირების უნარი;
ვ) გუნდური მუშაობის უნარი;
ზ) დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
თ)ერთდროულად  სხვადასხვა  ამოცანებზე  დამოუკიდებლად  და  ეფექტურად მუშაობის უნარი;
ი) კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და გულისხმიერება; კ) დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა.
6.   საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი  პროგრამების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
1. უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
2. დეპარტამენტის უფროსის და განყოფილების უფროსის მითითების შესაბამისად, საერთაშორისო და ადგილობლივი დანიშნულების კორესპონდენციის მომზადება;
3. საერთაშორისო საპროექტო განაცხადების მომზადებაში მონაწილეობა;
4. დეპარტამენტის უფროსის და განყოფილების უფროსის მითითების შესაბამისად, სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა-ორგანიზება;
5. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი საერთაშორისო გაცვლითი და მობილობის კონკურსების საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობა და კონკურსების ჩატარებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
6. საერთაშორისო გაცვლითი და მობილობის პროგრამების ფარგლებში სწავლების/კვლევითი და გამოცდილების გაზიარების მიზნებით აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საზღვარგარეთ მობილობის ადმინისტრირება;
7. უცხო ქვეყნის ვიზის მიღების საკითხებში თსუ-ს სტუდენტებისა და პერსონალისთვის კონსულტაციების გაწევა, საჭიროების შემთხვევაში, საკონსულოებისათვის წარსადგენი შუამდგომლობის წერილების მომზადება;
8. საერთაშორისო გაცვლითი და მობილობის პროგრამებში მონაწილე თსუ-ს სტუდენტებისთვის უცხო ენის ინსტიტუციური ტესტირების ორგანიზება და უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობის მომზადება;
9.   თსუ-ს   გაცვლითი   სტუდენტებისთვის   საორიენტაციო   ღონისძიებებისა   და კურსის „ინტერკულტურული კომპეტენციები“ ორგანიზება; 
10. დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განსათავსებელი მასალების მომზადება და თარგმნა;
11. დეპარტამენტის სხვა აქტივობებში ჩართულობა დეპარტამენტის უფროსისა და განყოფილების უფროსის დავალების შესაბამისად.


7.   კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)  CV  ქართულ  და  ინგლისურ  ენაზე  (Europass  ფორმატში,  დოკუმენტების  PDF ვერსია ელექტრონულად);
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი, განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასწრებულ ფორმატში, არანაკლებ 1 აკადემიური წლის განმავლობაში სწავლის (ან/და სწავლების) გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში, საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა);
ვ) მუშაობის გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან ცნობა სამსახურიდან, რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან და სხვა),
ზ) სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 2 გვერდისა).
თ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში, აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;

8.   კონკურსში მონაწილე აპლიკანტთა შერჩევის წესი
კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად, საკონკურსო კომისიის მიერ.
I ეტაპი – სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა
პირველ ეტაპზე საკონკურსო კომისიის მიერ განხორციელდება აპლიკანტთა მიერ წარმოდგენილი      სააპლიკაციო      დოკუმენტაციის      განხილვა.      არასრულად წარმოდგენილი     ან     დადგენილ     საკონკურსო     მოთხოვნებთან     შეუსაბამო დოკუმენტაციის შემთხვევაში, აპლიკანტის სააპლიკაციო პაკეტი არ განიხილება. სააპლიკაციო     დოკუმენტაციის     განხილვის     საფუძველზე,     წერით     ეტაპზე მონაწილეობის    მისაღებად    შეირჩევიან    ის    აპლიკანტები,    რომელთა    მიერ წარმოდგენილი      დოკუმენტაცია      აკმაყოფილებს      დადგენილ      საკონკურსო მოთხოვნებს.  შერჩეულ  აპლიკანტებს  წერითი  ეტაპის  ჩატარების  კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.
II ეტაპი – წერითი ეტაპი
პირველ ეტაპზე შერჩეული აპლიკანტები გაივლიან წერით ეტაპს. წერითი ეტაპის ჩატარების კონკრეტული თარიღი და დრო აპლიკანტებს წინასწარ ეცნობებათ. წერითი ეტაპის შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ინდივიდუალურად.
III ეტაპი – ზეპირი გასაუბრება
წერითი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, აპლიკანტები გაივლიან ზეპირ გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. გასაუბრების ჩატარების კონკრეტული თარიღი და დრო აპლიკანტებს წინასწარ ეცნობებათ.
გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ინდივიდუალურად. კონკურსის საბოლოო  შედეგების  გათვალისწინებით,  საბოლოო  გადაწყვეტილებას აპლიკანტთა შერჩევის შესახებ იღებს საკონკურსო კომისია. 
9. სსიპ - ივანე      ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი არაუგვიანეს 2026 წლის 21 სექტემბრისა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 21 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ  მისამართზე:  vacancy@tsu.ge  სათაურის  ველში  უნდა  მიეთითოს „საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია)“.
11. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.tsu.ge ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახდენს ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
14. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი, საერთაშორისო  ურთიერთობათა დეპარტამენტი).
16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 261/02-01        

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის N8/04 ერთობლივი ბრძანების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის ი. ხარჯავანიძის  2026 წლის 15 სექტემბრის N20207/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ;


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2.   პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1180 (ათასასოთხმოცი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები - 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა (ყოველი სამუშაო კვირის პარასკევ დღეს ან საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეების წინა სამუშაო დღეს - 09:00  სთ-დან 17:00  სთ-მდე).
3. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
ბ)  სახელმწიფო ენის ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
4. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრს/დამამთავრებელი კურსის სტუდენტს;
5. აპლიკანტს მოეთხოვება საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“, თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა;
6.  აპლიკანტს უნდა ახასიათებდეს:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
ბ) ოპერატიულობა;
გ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
დ) დასაბუთების უნარი;
ე) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
ვ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ზ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.
7. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი  ფუნქციების შესრულება:
ა) ქვეყნის მასშტაბით სტუდენტურ და საუნივერსიტეტო ღონისძიებებში ანსამბლების თსუ-ს სახელით მონაწილეობის დაგეგმვა და განხორციელება;
ბ) უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან კონტაქტი, ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ვებ-გვერდზე განსათავსებლად;
გ) კულტურულ/შემოქმდებითი ანსამბლების ღონისძიებების შესახებ ანონსისა და პრესრელიზის მომზადება და სოციალურ ქსელში განთავსება;
დ) კულტურულ/შემოქმდებითი ანსამბლების პოპულარიზაცია ტელეგადაცემებში და სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვის მიმართულებით
ე)  კულტურულ-შემოქმედებითი ჯგუფების საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით გამართულ სტუდენტურ ღონისძიებებში და ფესტივალებში მონაწილეობა და საორგანიზაციო საკითხების  ორგანიზება.
ვ) განყოფილების ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება;
ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
8. კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ)  განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
9. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ).  გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება  პირადად;
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 21 სექტემბრიდან 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: 
vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს „კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი“.
11. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1;  დანართი 2);
12. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ კულტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.
13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
14. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის  9  ოქტომბრისა.
15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).
16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 262/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 11 სექტემბრის N19941/26 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  განისაზღვროს რიგგარეშე შიდა მობილობისათვის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების „იურიდიული ფსიქოლოგია“ და „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია“ სტუდენტებისათვის ვაკანტური ადგილები მაგისტრარის საგანამანთლებლო პროგრამებზე თანდართული სიის მიხედვთ:

1.  გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია — 9 ადგილი;
2.  ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება — 2 ადგილი;
3.  გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია — 10 ადგილი;
4.  განათლების ფსიქოლოგია — 10 ადგილი; 
5.  შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია — 2 ადგილი;


2. განისაზღვროს რიგგარეშე შიდა მობილობისათვის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის “ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)“ სტუდენტებისათვის ვაკანტური ადგილები დოქტორანტურის საგანამანთლებლო პროგრამებზე თანდართული სიის მიხედვთ:

1.   გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია - 2 ადგილი;
2.   განათლების ფსიქოლოგია - 1 ადგილი;
3.  ფსიქოლოგია - 1;


3.  რიგგარეშე შიდა მობილობის წესით გადასვლის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება -16 სექტემბერი;

4.  შიდა მობილობის შედეგების გამოქვეყნება - 17 სექტემბერი;

5.  კრედიტების აღიარება - 18 სექტემბერი;

6.  ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 21 სექტემბერი;

7. სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის რიგგარეშე მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 23 სექტემბერი;

8. რიგგარეშე შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება — 24 სექტემბერი;

9.  რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესი განხორციელდეს მატერიალურად;
10.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11.ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
12.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 235/01-01      

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში - - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 3 ივლისის N10/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში დირექტორის გ. ჭეიშვილის 2026 წლის 8 სექტემბრის N19607/10   წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით  შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით   მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო - კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით; 
3. კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსანტთა შორის თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სამსახურებრივი შეთავსების არმქონე კონკურსანტს;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 15 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 2026 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად   წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 23 ოქტომბრისა;
5. კონკურსი გამოცხადდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ა) ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული.

ბ) კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი – 0.5 საშტატო ერთეული.

6. მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით   (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ    მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ”;
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 2026 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კანცელარიაში 11:00 სთ-დან 17:00 სთ- მდე; მისამართი: ქ. თბილისი. უნივერსიტეტის ქ. N48 (თსუ-ს ბიბლიოთეკასთან).
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი).
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 236/01-01      

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2026 წლის 21 ივლისის N181/01-01  ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2  ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და  მე-3  ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“    მე-14 მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა“, „ბ“და  „პ“  ქვეპუნქტებისა და  მე-9 და მე-11 პუნქტებისა და მედიცინის    ფაკულტეტის  დეკანის  მოვალეობის  შემსრულებლის N19797/32, 09.09.2026 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური    ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის  2026 წლის 21 ივლისის  N181/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების სიაში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

N სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ვაკანტური  ადგილების რაოდენობა
1 კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა 20
2 საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია 3


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს     კანცელარიას,     ბრძანება     გადასცეს     შესაბამის     სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში    ქ.   თბილისის   საქალაქო   სასამართლოს   ადმინისტრაციულ   საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 234/01-01          

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის პირველი სექტემბრის 248/02-01 ბრძანების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესში ცვლილების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 5 მაისის N122/02-01 ბრძანების და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის შემსრულებლის ია ხახუტაიშვილის 2026 წლის 3 სექტემბრის N 19262/32   განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორთა შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში  ანაზღაურების გაეშე სტაჟირებაზე- 2 (ორი) ვაკანსია.

2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს,
ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტს.

3. კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს: ა) სახელმწიფო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება); ბ) ინგლისურ ენა (წერა, კითხვა, მეტყველება); 
4. აპლიკანტი უნდა ფლობდეს:

ა) საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Word (მაღალ დონეზე, მათ შორის: სქოლიოების

გაფორმება და სხვა ტექნიკური დეტალების ზედმიწევნით ცოდნა). ბ) Microsoft Excel
გ) ინტერნეტს.

5.სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):

ა) პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა; ბ) პასუხისმგებლიანობა;
გ) დეტალებზე ორიენტირებულობა;

დ) სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

ე) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება; ვ) გუნდური მუშაობის კულტურა;
ზ) ტექნიკური უნარ-ჩვევები;

თ) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი;

ი) კომუნიკაბელურობა (მათ შორის, უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარი; კ) ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაცია.
6. სტაჟიორის ფუნქცია- ვალდებულებებია:

სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრული იქნება სტაჟირების ხელმძღვანელის ზეპირი/წერილობითი მითითების შესაბამისად, რომელთა შორისაა::

ა)კომპეტენციის ფარგლებში,  უნივერსიტეტისა და  ფაკულტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;

ბ)  აკადემიურ  პერსონალის  დახმარება,   სტუდნეტებისთვის  ტექნიკური დახმარება (ტუტორიალი) და კონსულტირება.

გ)  ოფიციალურ  კომუნიკაციაში  ჩართვა  უფროსის  მითითებით (ელ-ფოსტები, კორესპონდენცია, შეხვედრები და ა. შ.)
დ) სტუდენტთა პირადი საქმეების  მოწესრიგება.

ე) სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების შესახებ სტუდენტებისგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის  მათი მოგვარების მიზნით (საჭიროების შემთხვევაში უკუკავშირი სტუდენტებთან);

ვ)  სტუდენტებისთვის   სასწავლო  პროცესში   შექმნილი პრობლემების  მოგვარებაზე ზრუნვა ფაკულტეტის და ცენტრალური ადმინისტრაციის  შესაბამის სამსახურებთან 
თანამშრომლობით (მაგალითად, ცხრილში არსებული პრობლემები, სასწავლო კურსზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვ.);
ზ) საჭიროებებიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სხვადასხვა თ) მიმდინარე დავალებების შესრულება.

7. კონკურსში    მონაწილეობის    მისაღებად    სტაჟიორობის    კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა)    განცხადება  კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );

ბ) CV;

გ)  საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ)  განათლების  დამადასტურებელი,  საქართველოს  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ე) უცხო ენის ცოდნის   დამადასტურებელი დოკუმენტი  (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

8.დოკუმენტაციის  წარმოდგენის  ვადა  განისაზღვროს  2026  წლის  10  სექტემბრიდან  14 სექტემბრის ჩათვლით.

9.კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;.

10. ანაზღაურების გარეშე სტაჟირების გავლის პერიოდია 3 (სამი) თვე, სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა.

11. აპლიკანტის მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება  2026 წლის 10 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - სტაჟირება მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში.

12. ინფორმაცია ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.

13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის ოქტომბრის თვისა. 
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (მედიცინის ფაკულტეტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).

15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 254/02-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე სტუდენტების გადასვლის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის" მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 3 სექტემბრის 19294/30 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გადაყვანილ იქნენ 2026-2027 შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის წესით მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები თანდართული სიის შესაბამისად:

გვარი სახელი პნ საგანმანათლებლო პროგრამა აღიარებული კრედიტები სემესტრი
1 ნიჟარაძე   ჯიმი   ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა პოლიტიკის მეცნიერებაში ინტეგრაცია და მმართველობა(ინგლისურენოვანი) (POSIG) 60 3
2 ხოფერია     ნიკოლოზ        პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკა     0 1


2.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ძირითადი მიზნების მიღწევამდე;
3.   წინამდებარე ბრძანების დაინტერესებული პირისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაცემა დაევალოს თსუ-ის კანცელარიას, სხვა დაინტერესებული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამჟღავნების გარეშე.
4.   ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 759/01-04  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 473 -ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე 3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 თებერვლის 2026-2027 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ N55 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, რექტორის 2026 წლის 13 აგვისტოს N 216/01-01 ბრძანების და სტუდენტების განცხადებების და სერთიფიკატების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.   მიეცეთ სწავლის გაგრძელების უფლება 2026-2027 სასწავლო წლიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე იმ პირებს, რომლებმაც 2025-2026 სასწავლო წელს დაასრულეს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით: 
ა) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №3);
დ)სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა (დანართი №4);
ე) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №6);

2.   დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4.   ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 757/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2026-2027 სასწავლო წლიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებმაც დაასრულეს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტი) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 473-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაიცა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.ზემოაღნიშნულმა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელების მოთხოვნით მომართეს უნივერსიტეტს და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 473-ე მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  მათი  მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ხსენებულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 473 -ე  მუხლის  მე-3  და  მე-4  პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე 3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის      – ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, რექტორის  2026 წლის 13 აგვისტოს N 688/01-04 ბრძანებისა და სტუდენტების განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.მიეცეთ    ქართულ    ენაში    მომზადების    საგანმანათლებლო    პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს      2026-2027 სასწავლო    წლიდან   ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №3);
დ)სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა (დანართი №4);
ე) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №6);

2.   დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4.   ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 749/01-04    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე სტუდენტების გადასვლის შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  საჯარო  სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  შექმნისა  და  ადმინისტრირების  წესისა  და  პირობების„  მე-7 მუხლის მე-2  პუნქტის,  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2011 წლის  25 ივლისის  N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სასწავლო   პროცესის   მარეგულირებელი   წესის"   მე-7   მუხლის   მე-2 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 3 სექტემბრის  N19295/30, ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 4 სეტემბრის N19356/26, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 3 სექტემბრის N19277/28, და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 4 სექტემბრის N19315/29, წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.გადაყვანილ    იქნენ    2026-2027 შემოდგომის     სემესტრში  შიდა  მობილობის  წესით შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების/პროგრამების შესაბამისად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N4).

2.   ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის       საინფორმაციო       ტექნოლოგიების       დეპარტამენტს       პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ძირითადი მიზნების მიღწევამდე;
3.   წინამდებარე ბრძანების დაინტერესებული პირისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაცემა დაევალოს თსუ-ის კანცელარიას, სხვა დაინტერესებული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამჟღავნების გარეშე.
4.   ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 750/01-04   

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის N8/04 ერთობლივი ბრძანებისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მანონი ჯოჯუას 2026 წლის 27 აგვისტოს N18759/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ საგეგმო- საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
3.  აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება -    ბაკალავრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება), ან საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
ბ) ბაკალავრის შემთხვევაში -   მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. მათ შორის საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Exel.
4. აპლიკანტს მოეთხოვება იცნობდეს: 
ა) საქართველოს კანონს ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’.
ბ) საბიუჯეტო კოდექსს, საგადასახადო კოდექსს,  ფინანსური საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებს.
გ) საქართველოს მთავრობის დადგენილებებს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ.
დ) სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტების საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკაციას.
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 აპრილის N220 ბრძანებას.
5.  აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა)  გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ბ) ფორს-მაჟორულ  ვითარებაში მუშაობის უნარი;
გ) ოპერატიულობა;
დ)  ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
ე) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

6. თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
ა) ფაკულტეტებიდან, კვლევითი ინსტიტუტებიდან და სხვა სტრუქტურული ერთეულებებიდან  მიღებული  მასალების  საფუძველზე  უნივერსიტეტის  ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებელი ხარჯების დამუშავება;
ბ) უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებელი ეროვნული და საერთაშორისო გრანტების ხარჯთაღრიცხვების დამუშავება;
გ) დამტკიცებულ ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრების ხარჯვის კონტროლი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის, დაფინანსების წყაროს და საბიუჯეტო კლასიფიკატორის მუხლების მიხედვით;
დ) სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინების საფუძველზე სხვადასხვა სახის  ბრძანებების პროექტების მომზადება;
ე) შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება (სტუდენტთა კულტურული და სამეცნიერო პროექტები, ეროვნული და საერთაშორისო გრანტები,    სხვადასხვა პროექტები) მომსახურე პერსონალთან სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულებაზე;
ვ) ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტების ხარჯთაღრიცხვებით, პერიოდების მიხედვით გათვალისწინებული ფინანსური დოკუმენტების მომზადება-შეკრება-დამუშავება.
ზ)  საერთაშორისო გრანტების ფინანსთა სამინისტროში დასარეგისტრირებლად საბუთების შეკრება, გრანტების ხარჯთაღრიცხვების დამტკიცება, თანხების დადასტურება, ფინანსური ანგარიშებისათვის საბუთების შეგროვება.
თ) საერთაშორისო და ეროვნული გრანტების მოსაპოვებლად საკონკურსოდ წარსადგენი პროექტების ბიუჯეტების შედგენაზე კონსულტაციების გაწევა, წერილების მომზადება სხვადასხვა ინსტანციებში წარსადგენად;
ი) უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში წარმოდგენილი სტუდენტური (კულტურული და სამეცნიერო) პროექტების ბიუჯეტების შედგენაზე კონსულტაციების გაწევა და დასკვნების მომზადება მუდმივმოქმედი საბჭოსთვის გადასაცემად.
კ) სტატისტიკის ეროვნულ ბიუროში, საქართველოს ფინანსთა     და განათლების სამინისტროებში წარსადგენი სხვადასხვა ფინანსური ფორმების მომზადება და წარდგენა. 
7. საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება  პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 7 სექტემბრიდან 2026 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს ,,საგეგმო- საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია)“.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1 და დანართი 2);
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 25 სექტემბრისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 247/02-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის  შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-11 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის   დირექტორის გელა გელაშვილის 2026 წლის 31 აგვისტოს N18841/10 წერილის   (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026 წლის  31 აგვისტოს სხდომის ოქმი ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ–ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის    შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯამლეტ მონასელიძე - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ბიოლოგიური  სისტემების  ფიზიკის  განყოფილების  ხელმძღვანელი,  მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი.
ბ) სულხან ნანობაშვილი - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
ბ)  ნელი  საპოჟნიკოვა  -  ელეფთერ  ანდრონიკაშვილის  სახელობის  ფიზიკის  ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  ჯამლეტ მონასელიძე,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ   სულხან ნანობაშვილი   და საკონკურსო კომისიის მდივნად  ნელი საპოჟნიკოვა.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს
2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში. 4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 25 სექტემბრისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).
6.წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 228/01-01

,, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ ” რექტორის 2026 წლის 28 ივლისის N194/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის, 57-ე მუხლის , 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება ,, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026- 2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ ” რექტორის 2026 წლის 28 ივლისის N194/01-04 ბრძანებაში და

მე-3    პუნქტით    დამტკიცებულ    “ა”    ქვეპუნქტში    დოქტორანტობის    კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება ნაცვლად :

“21 - 27 აგვისტო;“
“განისაზღვროს: „21 - 27 აგვისტო; 31 აგვისტო;“

2.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
3.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 
4.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 227/01-01

2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული აბიტურიენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ    საგანმანათლებლო   პროგრამაზე    ჩარიცხვის წესი      და    პირობები“ 25-ე მუხლის მე-10, მე-11, მე-12, პუნქტების, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2026 წლის 31 აგვისტოს N18901/10  წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული აბიტურიენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედნის წარმოდგენით);
ბ) ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (3X4) CD დისკზე ჩაწერილი;
გ) მიღებული წინარე განათლების დამადასტურებელი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ- ერთი დოკუმენტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
გ.ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და პროფესიული განათლების მე-4 ან/და მე-5 დონის დამადასტურებელი დიპლომის ან/და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ((დედნის წარმოდგენით).
გდ.ბ) თსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული; 
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მამრობითი სქესის აბიტურიენტებისთვის).
2. დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2026 წლის 01-14 სეტქემბერი.
3. მეორე პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი დოკუმენტების წარმოუდგენლობა აბიტურიენტისთვის   არის   პროფესიულ   საგანმანათლებლო   პროგრამაზე   ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი;
4. პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა და ხელშეკრულების (საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ) გაფორმება ქ. თბილისში რეგისტრირებულმა აბიტურიენტებმა უნდა მოახდინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი უნივერსიტეტის ქ. N19, მე-10 სასწავლო (მაღლივი) კორპუსი თსუ პროფესიული განათლების ცენტრი.
5. პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა და ხელშეკრულების (საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ) გაფორმება ქ. ქუთაისში  რეგისტრირებულმა აბიტურიენტებმა უნდა მოახდინონ შემდეგ მისამართზე - ქ. ქუთაისი ნიკეას მე-2 შესახვევი N8 თსუ პროფესიული განათლების ცენტრი.

6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება კანონით დადგენილ ვადაში შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მისამართი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 225/01-01

,, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ ” რექტორის 2026 წლის 28 ივლისის N192/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის,

ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება ,, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2026 წლის
28 ივლისის N192/01-04 ბრძანებაში და

პირველი  პუნქტით  დამტკიცებულ  “ა”  ქვეპუნქტში  მაგისტრანტობის  კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია) ნაცვლად :

“21 - 27 აგვისტო;“
“განისაზღვროს: „21 - 27 აგვისტო;  31 აგვისტო;“

2.  ბრძანების დაინტერესებული პირისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას;
3.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 
4.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 226/01-01