geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’   საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე - 9 და მე - 11 პუნქტების,  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა   ფაკულტეტის   დეკანის   მოვალეობის შემსრულებლის ზვიად მურადაშვილის 2026    წლის 14 აგვისტოს  N18157/27 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    2026   წლის     17-18 ნოემბერს     სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში     პირველი  საერთაშორისო  სამეცნიერო  კონფერენცია  -
,,ქართველი    ებრაელობა    ორ  სამშობლოში:  ისტორია,  მემკვიდრეობა  და  იდენტობა’’ 
პროფესორ   რეუვენ   ენოხისადმი   (რუბენ ენუქაშვილი)   მიძღვნილი   ღონისძიებების ჩატარების  მიზნით,  შეიქმნას  საორგანიზაციო  კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯაბა სამუშია - თსუ-ს   რექტორი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
გ) თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს  მინისტრის მოადგილე - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
გ) ლაშა საღინაძე - თსუ-ს  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
დ) გიორგი ღვედაშვილი - თსუ-ს       სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი   - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ე) დარეჯან თვალთვაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ვ) ლადო ჭელიძე - იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი, დოქტორი - საორგანიზაციო კომიტეტის    თანათავმჯდომარე (ისრაელი);
ზ) ზეევ ლევინი - აღმოსავლეთის ებრაული თემების შესწავლის ბენ-ცვის ინსტიტუტი, ცენტრალური აზიისა და ირანული სფეროს ებრაელთა კვლევითი ცენტრის დირექტორი, დოქტორი   - საორგანიზაციო კომიტეტის   თანათავმჯდომარე (ისრაელი);
თ) ეკატერინე ნავროზაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ი) გიორგი ალიბეგაშვილი - საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, პროფესორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
კ) თინათინ ბოლქვაძე - საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგიისა და დაგეგმვის სამსახურის უფროსი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული   პროფესორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ლ) დარეჯან გარდავაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი, პროფესორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
მ) შალომ დავიდი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი, დოქტორი (ისრაელი) - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ნ) გივი ღამბაშიძე - დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ- ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დირექტორი, დოქტორი (საქართველო) - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; 
ო)  მამუკა  ბუცხრიკიძე  -  თსუ-ს  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი -საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
პ) ვალიდ აბუ ჰაია - საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (ისრაელი) -საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ჟ) ალბერტ პინშაროვი - არიელის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი (ისრაელი)- საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
რ) გოლდა ახიეზერი - არიელის უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი (ისრაელი) - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ს) დოთან არადი - აღმოსავლეთის ებრაული თემების შესწავლის ბენ-ცვის ინსტიტუტი, ბარ-ილანის უნივერსიტეტი, პროფესორი (ისრაელი)-საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ტ)   ხენ   ბრამი   -   იერუსალიმის   მულტიდისციპლინური   კოლეჯი,   ჰარი   ტრუმენის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი, დოქტორი (ისრაელი) -საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
უ) დოდო ჩიკვაშვილი - თელ-ავივის უნივერსიტეტი, პროფესორი (ისრაელი)- საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ფ) ინგა ღუტიძე - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი, დოქტორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ქ) რონი მილერი - დოქტორი (კანადა) -საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;

ღ) ლელა წიწუაშვილი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, საქართველოს უნივერსიტეტი, თსუ, დოქტორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ყ) ნინო ჩიქოვანი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი- საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
შ) ქეთევან კაკიტელაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი  - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ჩ) ლალი გულედანი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისრაელის ცენტრი, კონსულტანტი, დოქტორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ც) თეა ქამუშაძე - თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, დოქტორი -საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; 
ძ) ნათია ფუტკარაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის სპეცილაისტი, დოქტორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
წ) ნინო პოპიაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, დოქტორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ჭ) თეა გერგედავა - თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი

- საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;

ხ) მაია გურაბანიძე - თსუს მუზეუმის დირექტორი , დოქტორი     -     საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ჯ) კახაბერ   რუსიძე - თსუ-ს გამომცემლობის დირექტორი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ჰ) ნინო უგრეხელიძე - თსუ-ს     საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ჰ1) მანონი ჯოჯუა- თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი   - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ჰ2) ნატო ჩუბინიძე - თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი- საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ჰ3) იოსებ სოფრომაძე     - თსუ-ს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.
ჰ4) ნინო კაკულია - თსუ-ს    გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.

2.    დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა, წინამდებარე ბრძანებას თანდართული სახით (დანართი N1).
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის ტექნიკური მხარდაჭერა.
5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა. 
6.    დაევალოს    საზოგადოებასთან    ურთიერთობის    დეპარტამენტს    უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
7. დაევალოს უნივერსიტეტის მუზეუმის ადმინისტრაციას გამოფენის მოწყობა.

8. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას კონფერენციის ღონისძიებების მასალების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
9. ბრძანების  უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე