,,უმაღლესი განათლების შესახებ " საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის , 55-ე მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების , 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის , ამავე მუხლის მე -8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე -9 პუნქტის, მე-11 პუნქტის , ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე -4 მუხლის მე - 18 - 21-ე პუნქტების და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 9122/10; 28.04.2026) საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ჩატარდეს კონკურსი ორმხრივი (ბილატერალური), DAAD-ს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტის უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის სტუდენტებისათვის საფეხურის სტუდენტებისათვის 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, ისევე როგორც, იენის უნივერსიტეტის კლინიკაში სტაჟირების გავლისათვის განკუთვნილი სტიპენდიები, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის
2025/2026 წლის ზაფხულის პერიოდისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2026 წლის 28 და 29 აპრილს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით
3.1. ინგლისურენოვანი კომისიის წევრები:
ა) ნათელა ნემსაძე, ასოცირებული პროფესორი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე (28 აპრილი)
ბ) თინა დავითაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, კომისიის წევრი
გ) ლელა ჯამაგიძე, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, კომისიის წევრი
დ) ნანა მჭედლიძე, ასისტენტი, იურიდიული ფაკულტეტი, კომისიის წევრი
ე) ნაზი ფარსადიშვილი, ასისტენტ პროფესორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი
ვ)მედეა ბადაშვილი, ასოცირებული პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი;
ზ) ზაალ მაჭავარიანი, ასოცირებული პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი
თ) გიორგი ამირანაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე (29 აპრილი)
ი) ანასტასია ქიტიაშვილი, პროფესორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი
კ) ია ნაცვლიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, კომისიის წევრი
ლ) მარიამ გაიდამაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი
მ) ნინო დარასელია, ასოცირებული პროფესორი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი
ნ) ია ხახუტაიშვილი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის ფაკულტეტი, კომისიის წევრი
ო) ნინო ჩიხლაძე, პროფესორი მედიცინის ფაკულტეტი, კომისიის წევრი
პ) ფიქრია ასანიშვილი, ასოცირებული პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი;
რ) ზვიად აბაშიძე, ასოცირებული პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი;
3.2. გერმანულენოვანი კომისიის წევრები:
ა) პაატა ტურავა, პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) ბესიკ კალანდაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
გ) თეონა ლოდია ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი
დ) ქიმერიძე ნინო, ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი
ე) კონსტანტინე ბრეგაძე, ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი
3.3. ფრანგულენოვანი კომისიის წევრები:
ა) ბელა ხაბეიშვილი, პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) თეა თათეშვილი, ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი
გ) გვანცა გუგეშაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი
3.4. ესპანურენოვანი კომისიის წევრები:
ა) მარინე კობეშავიძე, ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) ანა გველესიანი - ენების ცენტრის პედაგოგი. კომისიის წევრი,
გ) ლელა ჯანაშვილი, ასოცირებული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტი, კომისიის წევრი
3.5. თურქულენოვანი კომისიის წევრები:
ა) ქეთევან ლორთქიფანიძე, ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი
ბ) მზისა ბუსკივაძე, ასისტენტ პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განყოფილების უფროსი ირინა გამყრელიძე
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04, 10 მარტისა N 9/04, 2024 წლის 14 ნოემბრის N 24/04 და 2025 წლის 13 ოქტომბრის ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი ჯაბა სამუშია