"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, „დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი“-ს (დამტკიცებული წარმომადგენლობითი საბჭოს 2023 წლის 26 დეკემბრის სხდომის ოქმი N7) მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის, მე-4 მუხლის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 დეკემბრის N401/02-01 ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ;
1. შევიდეს ცვლილება “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზის (I კორპუსი) ადმინისტრატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 დეკემბრის N401/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 29 დეკემბრისა.“;
2. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური);
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე