Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის "ა" და  "პ"  ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს  2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 15 დეკემბრის N20/04 ერთობლივი  ბრძანების და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2025 წლის 15 დეკემბრის N32938/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში  მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო  - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ  სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო  ან   სხვა   პროფილურ   დაწესებულებაში  სამეცნიერო  თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)  და  გამოქვეყნებული  ან გამოსაქვეყნებლად მიღებული    სამეცნიერო   პუბლიკაციები,   მათ   შორის   არანაკლებ     1 რეიტინგული სამეცნიერო    პუბლიკაცია    მაინც     სამეცნიერო-კვლევითი     პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 17 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 20 იანვრიდან 2026 წლის 23 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო  კომისიის   შემაჯამებელი   ოქმი  დასამტკიცებლად  წარედგინოს  თსუ რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 11 თებერვლისა.
4.  კონკურსი  გამოცხადდეს  პეტრე  მელიქიშვილის  სახელობის  ფიზიკური  და  ორგანული ქიმიის  ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა) ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორია: მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 2 საშტატო ერთეული
 

ბ) ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 11 საშტატო ერთეული

გ) ორგანულ ნაერთთა ქიმიის  ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 3 საშტატო ერთეული

დ) მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 4 საშტატო ერთეული

ე) ნავთობის ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 4 საშტატო ერთეული

ვ) აგრარული ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 4 საშტატო ერთეული

5.სამეცნიერო თანამდებობებზე (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია  განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ   მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.

6.საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 20 იანვრიდან 2026 წლის 23 იანვრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მისამართზე: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას N31, მე-2 სართული, კანცელარია; 

10. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის  უნივერსიტეტი’’- ს ელექტრონულ გვერდზე.
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის 
მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტი).
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია