"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის გ. ჯანელიძის 2025 წლის 10 დეკემბრის N32519/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ;
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის კონსულტანტის (შტატგარეშე) პოზიციაზე.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები - 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა (ყოველი სამუშაო კვირის პარასკევ დღეს ან საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეების წინა სამუშაო დღეს - 09:00 საათიდან 17:00 საათამდე).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
ბ) უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება HR საქმიანობის შეფასების, ორგანიზაციული განვითარების ან ადმინისტრირების სფეროში;
4. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) პერსონალის შეფასების სისტემების, შიდა რეგლამენტებისა და HR პოლიტიკის შემუშავების ან დანერგვის გამოცდილება;
ბ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება — (Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა აუცილებელია);
გ) ანალიტიკური, ეფექტიანი კომუნიკაციის, დოკუმენტებთან მუშაობისა და წერითი ფორმატით ინფორმაციის დამუშავების უნარი;
დ) სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული, დეტალებზე ორიენტირებული და ვადებზე მორგებული მუშაობის უნარი;
ე) ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და სისტემატიზაციის მაღალი უნარი.
5. Power BI ან სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
6. აპლიკანტს მოეთხოვება ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა); შრომის კანონმდებლობის, ადმინისტრაციული პროცედურებისა და HR რეგულაციების საბაზისო ან საშუალო დონეზე ცოდნა;
7. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ბ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
ვ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ზ) დასაბუთების უნარი;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის კონსულტანტის (შტატგარეშე) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) უნივერსიტეტის პერსონალის შეფასების სისტემის შემუშავება/მოდიფიცირების პროცესის წარმართვა (რეკომენდაციებისა და სამართლებრივი აქტების პროექტებში მონაწილეობა);
ბ) უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული რეგულაციების საფუძველზე პერსონალის საქმიანობის შეფასების იმპლემენტაცია და შეფასებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;
გ) უნივერსიტეტში დასაქმებული პერსონალის შესახებ, პერსონალის მოზიდვისა და შერჩევის, ადმინისტრირების, შეფასებისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებებით სხვადასხვა ტიპის სტატისტიკის წარმოება, ანგარიშების მომზადება დადგენილი ფორმებისა და წესების შესაბამისად;
დ) უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული პერიოდულობით დამხმარე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების დაგეგმვა, ადმინისტრირება, შედეგების დამუშავება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
ე) შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგების გათვალისწინებით, უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, პერსონალის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება, ტრენინგების დაგეგმვა- ადმინისტრირება და განხორციელებული ტრენინგების ეფექტიანობის შეფასება;
ვ) თსუ სტრუქტურული ერთეულებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან მოთხოვნილი სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება, მომზადება და ვადებში წარდგენა;
ზ) ცენტრალური ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება, განახლება და მიწოდება;
თ) უნივერსიტეტის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში სწორი წარმოჩენისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება და წარდგება, სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული მონაცემების დამუშავება და ვადებში მიწოდება;
ი) მოქალაქეებისგან და სხვა უწყებებიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გასაცემად საჭირო მასალის მოძიება, დამუშავება, მომზადება და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდება.
7. პერსონალის მართვის დეპარტამენტის კონსულტანტის (შტატგარეშე) პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 18 დეკემბრიდან 2025 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს “პერსონალის მართვის დეპარტამენტის კონსულტანტის (შტატგარეშე) პოზიცია“.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის კონსულტანტის (შტატგარეშე) პოზიციაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის კონსულტანტის (შტატგარეშე) პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 25 იანვრისა.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე