geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 201 8 -201 9 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კანდიდატთა შერჩევისთვის დადგენილი ვადისა და საფაკულტეტო კომისიის შესახებ

თარიღი: 19/06/2019

ბრძანების N:: 9

სსიპ -   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  

დ ე კ ა ნ ი ს   ბ რ ძ ა ნ ე ბ ა  

 

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 201   8   -201   9   სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „ სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს “ ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კანდიდატთა შერჩევისთვის დადგენილი ვადისა და საფაკულტეტო კომისიის შესახებ

„ უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის 29   -   ე მუხლის მე -3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -5 მუხლის მე -2 პუნქტისა და   21-   ე მუხლის მე –   6   პუნქტის , თსუ რექტორის 201   9   წლის 7 ივნისის „პროგრამის სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“    ფარგლებში   სსიპ - ი ვანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   ბაკალავრიატის   ან   /   და   დიპლომირებული   მედიკოსის   /   სტომატოლოგის   საგანმანათლებლო   პროგრამაზე   ჩარიცხულ   სტუდენტთა   ფინანსური   წახალისებისათვის   კანდიდატთა   შერჩევის   კრიტერიუმების   დადგენისა   და   ფაკულტეტებზე   სახელმწიფო   სტიპენდიით   დასაფინანსებელი   სტუდენტების   რაოდენობის   განსაზღვრის   შესახებ   “   №:137/01-01   ბრძანების   საფუძველზე ,

 

ვბრძანებ :

1. 2018-2019 სასწავლო წლის   გაზაფხულის    სემესტრში პროგრამის „ სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს “ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა    N1 დანართით    დამტკიცებული განცხადების შევსებული ვარიანტი წარმოადგინონ პირადად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში ( თსუ - ის I კორპუსი , II სართული , ოთახი N208) მიმდინარე წლის 10  ივნისისდან   13  ივნისის   ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე . 

    2. განისაზღვროს 2018  -  2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროგრამის „ სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს “ ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო კომისია   შემდეგი   შემადგენლობით :

ა ) ზვიად მურადაშვილი - სასწავლო მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;

გ ) ლევან სილაგაძე – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;

დ ) სოფიკო ძნელაძე   – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;

ე ) თინათინ ჩოლოყაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი , კომისიის მდივანი;

ვ) გიორგი შალამბერიძე - სამართლებრივი სპეციალისტი.

3. ბრძანების   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს .