geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
PERMzqmQ1545210727.svg
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორია 1918 წლიდან იწყება და ქართული უნივერსიტეტის გახსნას უკავშირდება. დღევანდელი სახით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2005 წელს შეიქმნა ყოფილი ფილოსოფიის, ფილოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, ისტორიის, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტების ბაზაზე. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მისიაა ტოლერანტული და კონკურენტუნარიანი სასწავლო და კვლევითი გარემოს შექმნა; ინტელექტუალური, მოქალაქეობრივი, კულტურული და მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების დანერგვა; კვლევის შედეგებისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების ინტეგრირება საუნივერსიტეტო სივრცეში. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამოცანაა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების მხარდაჭერა, სასწავლო პროცესის მუდმივი სრულყოფა; იდეების თავისუფლების, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა; ერთი მხრივ, ტრადიციების შენარჩუნება და გადაცემა, ხოლო მეორე მხრივ, ინოვაციებისა და თანამედროვე გამოწვევების მიღება და საზოგადოების აქტუალური და ცვალებადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პრიორიტეტია ჰუმანიტარულ დარგებში მეცნიერული კვლევების განვითარება და კვლევაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო საქმიანობა.

ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ტატა თევზაძის სადისერტაციო ნაშრომის - „სემიოტიკური კოდების აქტუალიზაციის თავისებურებები მხატვრულ ლიტერატურასა და მულტიმედიის დისკურსში“ საჯარო  დაცვა

10/12
2026

ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ნონა პოპიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „ასინქრონული ონლაინ კომუნიკაციის დისკურსული მახასიათებლები (ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული კურსების მაგალითზე) საჯარო დაცვა

26/10
2026

ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ლაშა ჩანტლაძის სადისერტაციო ნაშრომის - „რუსეთის შიდა პოლიტიკური კრიზისი და ჰიბრიდული ომი აფხაზეთში (1992-1993)“ საჯარო დაცვა

17/10
2026

ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გიორგი ვახტანგაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

25/09
2026

ისტორია (საქართველოს ისტორია) კოლოკვიუმი 2026

23/07
2026

ისტორია (საქართველოს ისტორია) კოლოკვიუმი 2026

24/07
2026

ამერიკისმცოდნეობა კოლოქვიუმი 2026

17/07
2026

ამერიკისმცოდნეობა სემინარი 2026

17/07
2026

კულტურის კვლევები სემინარი 2026

17/07
2026

ფილოლოგია (ქართული ლიტერატურის ისტორია) კოლოკვიუმი 2026

17/07
2026