Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 04/12/2025

ბრძანების N:: 10

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

მედიცინის ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის N383/02-01, 21.11.2025 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

 

1. 2025-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით (383/02-01, 21.11.2025) მედიცინის ფაკულტეტისათვის გამოყოფილი თანხა (28 114 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;
2. დასაფინანსებელ კანდიდატთა სია განიხილოს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით No9 25/11/2025 დამტკიცებულმა კომისიამ;
3. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის, ან სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სხვა სახის სრული დაფინანსების მქონე მაგისტრანტებს;
4. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


მაია ბიწკინაშვილი

დეკანი
მედიცინის ფაკულტეტი