თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი გიწვევთ საჯარო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 30 ივნისს!
სპეციალური სტუმარია დავით ნაკაშიძე, საქართველოს უპილოტო ტექნოლოგიების ასოციაციის წარმომადგენელი.
ადგილი: თსუ, მაღლივი კორპუსი, 206 აუდიტორია.
დრო: 14:00 სთ.
- საჯარო ლექციის ფარგლებში ვისაუბრებთ:
- რას ნიშნავს დრონი დღეს და როგორ ვითარდება ეს ტექნოლოგია
- დრონების როლი უსაფრთხოებასა და ლოჯისტიკაში
- უპილოტო მოწყობილობების გამოყენება განათლებასა და მეცნიერებაში
- ტექნოლოგიური გამოწვევები და რეგულაციები
ლექციის შემდეგ გაიმართება ღია დისკუსია, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან შეკითხვები და ჩაერთონ ინტერაქტიურ დიალოგში.
შეხვედრის ბოლოს გაიმართება საჩვენებელი ფრენები და სტუდენტებს ექნებათ საშუალება ჩაეწერონ სხვა და სხვა ტრენინგ კურსებზე.
გაიგე მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის დრონები ჩვენს სამყაროს და როგორ შეგიძლია შენც ჩაერთო ამ დინამიკურ სფეროში!
შეხვედრაზე დასწრება მსურველებმა გთხოვთ შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.