Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯონდო გვასალია
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1933

ჯონდო გვასალია დაიბადა 1933 წელს. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1958 წლიდან მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ისტორიული გეოგრაფიის განყოფილებაში უფროს ლაბორანტად; 1970 წლიდან იყო  უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:  „ ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან (ქსნის საერისთავო)“, 1986 წელს კი  - სადოქტორო დისერტაცია: „აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფია : (შიდა ქართლი IV-XVIII სს.)". ჯონდო გვასალიას სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო მრავალფეროვანია; მუშაობდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა : შიდა ქართლის ისტორიული გეოგრაფიის პრობლემები, საქართველოში ოსთა მიგრაციის საკითხები. არის თანაავტორი საქართველოს ისტორიული ატლასისა. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო და საგაზეთო სტატია, ესკიზი და პოეტური ნაწარმოები. ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ოსების საქართველოში მიგრაციის პრობლემა შეისწავლა. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია.

გარდაიცვალა 2005 წელს.

ბიბლიოგრაფია

 

თარიღი: 11/07/2023
კატეგორია: ისტორიკოსი