Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფიქრია ზანდუკელი
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1933

ფიქრია ზანდუკელი დაიბადა 1933 წელს. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში, იყო ფოლკლორისტიკის განყოფილების წამყვანი მეცნიერი-თანამშრომელი. პირველი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა 1959 წელს, პირველი წიგნი "იავნანა"–1965 წელს. 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:     „ქართული ანდაზები", 1995 წელს კი სადოქტორო -„ქართული საბავშვო ფოლკლორი".

იკვლევდა საბავშვო ფოლკლორის, საწესჩვეულებო პოეზიის, ხალხური პროზის, მხატვრული ოსტატობის, ფოლკლორული ჟანრების თავისებურებებს რეგიონების მიხედვით და სხვ.

გარდაიცვალა 2005 წელს.

ბიბლიოგრაფია 

თარიღი: 11/07/2023
კატეგორია: ფილოლოგი