Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნინო დარბაისელი
ლიტერატურათმცოდნე
დაბადების თარიღი 1961

პოეტი, ლიტერატურათმცოდნე

ნინო დარბაისელი დაიბადა 1961 წელს. 1984 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1984-1989 წლებში მუშაობდა მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში ქართული ენის პედაგოგად, მეთოდისტად.  1990-1995 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის გამომცემლობა "მეცნიერების" მთავარი რედაქტორი;  1992 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ქართულ ვერლიბრი" და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.  1994-1997 წლებში იყო  საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიური სახლის" დირექტორის მოადგილე  სამეცნიერო-საგამომცემლო დარგში. 1999 წლიდან არის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 2000წ წლიდან მუშაობს "გალაკტიონის კვლევის ცენტრში" პასუხისმგებელ მდივნად; 2001 წლიდან არის ყოველწლიური სამეცნიერო პუბლიცისტური კრებულის "გალაკტიონოლოგიის" პასუხისმგებელი მდივანი; მისი, როგორც პოეტის,  დებიუტი შედგა 1977 წელს ქართული პოეზიის ყოველწლიურ ანთოლოგიაში "პოეზიის დღე".

ბიბლიოგრაფია 

თარიღი: 11/07/2023