Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარიამ თაბორიძე
ლიტერატურათმცოდნე
დაბადების თარიღი 1922

 

ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი

მარიამ თაბორიძე დაიბადა 1922 წელს. 1945 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1961–1975 წლებში მუშაობდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს-მეცნიერ თანამშრომლად. 1975 წელს დაიცვა სადოქტორო  დისერტაცია თემაზე: “ მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდა ლიტერატურის სწავლებისას" , ამავე წლიდან იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკათა კათედრის პროფესორი. მარიამ თაბორიძე იკვლევდა ლიტერატურული სწავლების პრობლემებს, წერითი და ზეპირი მეტყველების განვითარების საკითხებს. დაამუშავა ესთეტიკური აღზრდის მეთოდური სისტემა. არის 111 შრომის, მეთოდური მითითებების, სტატიების ავტორი ლიტერატურის სწავლებისა და ესთეტიკური აღზრდის პრობლემებზე.

გარდაიცვალა 2008 წელს.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 11/07/2023