Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კუკური თავართქილაძე
ფიზიკოსი
დაბადების თარიღი 1935

კუკური თავართქილაძე დაიბადა 1935 წელს. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი,  ატომური ენერგიის სპეციალობით . 1956-1971 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში კლიმატოლოგიის განყოფილებაში; 1965 წელს იმავე ინსტიტუტში ჩამოაყალიბა რადიაციუი გამოკვლევების სექტორი, რომელსაც ხელმძღვანელობდა;  ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ამიერკავკასიის მთიან პირობებში ეფექტური გამოსხივების გამოთვლის შესახებ". 1971-2009 წლებში მუშაობდა  ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში, როგორც უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; იყო კლიმატის ცვლილების ლაბორატორიის გამგე, ასევე კლიმატოლოგიისა და ბუნებრივი პროცესების მათემატიკური მოდელირების განყოფილების გამგე; 1979 წელს ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა კლიმატის ცვალებადობის შემსწავლელ ლაბორატორიას, რომელიც შემდეგში ბუნებრივი პროცესების მოდელირების ლაბორატორიად გარდაიქმნა. 1985 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:“ რადიაციის აეროზოლური შესუსტების მოდელირება და ატმოსფეროს გაჭუჭყიანების განსაზღვრის მეთოდები". კუკური თავართქილაძე ეწეოდა აქტიურ მეცნიერულ მოღვაწეობას,  გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე.

ბიბლიოგრაფია 

თარიღი: 11/07/2023
კატეგორია: ფიზიკოსი