Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვალერიან ზუხბაია
გეოლოგი
დაბადების თარიღი 1914

ვალერიან ზუხბაია დაიბადა 1914 წელს. 1945 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1946–1951 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის ასსრ-ის საწარმოო ძალთა შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1951 წლიდან მუშაობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში , იყო საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი და გეოგრაფიის კათედრის გამგე. 1953 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ აფხაზეთის ბარიტიანი რაიონის გეოლოგია და პეტროგრაფია“. 1954–1959 წლებში ის მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1959–1993 წლებში  - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, 1993–2005 წლებში კი -  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში .

 ვალერიან ზუხბაია არის ავტორი უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა: მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მოკლე კურსი; ზოგადი გეოლოგიის პრაქტიკუმი; ზოგადი გეოლოგია; მხარეთმცოდნეობა. მან გამოიკვლია და დაადგინა 4000-მდე აფხაზური ტოპონიმი, შეისწავლა ქვის კულტურის ისტორია საქართველოში, ძვირფასი ქვები "ვეფხისტყაოსანში" და სხვ. 

გარდაიცვალა 2011 წლის 27 მაისს.

ბიბლიოგრაფია

 

თარიღი: 11/07/2023
კატეგორია: გეოლოგი