Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი თევზაძე
ასტრონომი
დაბადების თარიღი 1914

გიორგი თევზაძე დაიბადა 1914 წელს. 1934 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა - მათემატიკის ფაკულტეტი და სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში ლენინგრადში.

1941 წელს დაიცვა დისერტაცია ფიზიკამათემატიკურ  მეცნიერებაში  კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად  თემაზე: „Определение широты и долготы Абастуманской обсерватории на горе Канобили из наблюдений, произведённых в 1939 г“. 1940-1944 წლებში იყო  აბასთუმნის სამეცნიერო ობსერვატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

გიორგი თევზაძე ცნობილია როგორც მრავალმხრივი და ფართო დიაპაზონის მკვლევარი. დიდია მისი დამსახურება უმაღლეს სასწავლებლებში ასტრონომიისა და  და თეორიული მექანიკის სწავლების დარგში. ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, შეთავსებით იყო საბავშვო და ახალგაზრდული გამომცემლობის დირექტორის მოადგილე, მეცნიერულ-პოპულარული განყოფილების უფროსი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამომცემლობის დირექტორი.

გიორგი თევზაძემ აბასთუმნის 16 დუიმიან ტელესკოპით ასტრო-ფოტოგრაფიის გზით აღმოაჩინა მანამდე უცნობი, ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი   „კომეტა“. საქართველოს ვრცელი ისტორიის მაძილზე ეს აღმოჩენა წარმოადგენს პირველ ასტრონომიულ აღმოჩენას, რომელიც ქართველის მიერ იყო შესრულებული.

გიორგი თევზაძე ავტორია  სამოცზე მეტი თვალსაჩინო სამეცნიერო ნაშრომის,   მათ შორისაა  ფუნდამენტალური სამეცნიერო  მონოგრაფია:  „რუსთაველის კოსმოლოგია“, რომელიც  პირველად გამოსცა 1979 წელს, ხოლო მეორედ შევსებული და დასრულებული სახით – 1984  წელს. ნაშრომში განხილულია ის ასტრალური მოვლენები, რომელთაც რუსთაველი იყენებს თავის პოეტურ თქმებში; დადგენილია პოეტის კოსმოლოგიური წარმოდგენები.

გიორგი თევზაძე გარდაიცვალა 1988 წელს.

ბიბლიოგრაფია

 

თარიღი: 11/07/2023
კატეგორია: ასტრონომი