Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ეკიზაშვილი
მწერალი, მთარგმნელი
დაბადების თარიღი 1943

გიორგი ეკიზაშვილი დაიბადა 1943 წელს. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. არის ფრანგული ლიტერატურის სპეციალისტი, პედაგოგი, მრავალი თარგმანის ავტორი. უნივერსიტეტის დამთავრებიდან დღემდე მუშაობს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტთან არსებულ საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრაზე პედაგოგად. ნათარგმნი აქვს: მოლიერის, გიდე მოპასანის, ჟან პოლ სატრის, შარლ ბოდლერის და სხვათა ნაწარმოებები. გამოქვეყნებული აქვს ლექსების ორი კრებული: „ტრამალები“ (2002) და „ბილიკები“ (2006); ნოველების ორი კრებული ფრანგულ ენაზე: „თოვლი“ და „კითხვა“ (2003).

2009 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში.

2001 წელს მიიღო საფრანგეთის სახელმწიფო ორდენი — „აკადემიური პალმის ოფიცერი“, ფრანგული კულტურის წინაშე დამსახურებისათვის.

ბიბლიოგრაფია

 

თარიღი: 11/07/2023