Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკაკი (კაკული) ვასაძე
ლიტერატურათმცოდნე
დაბადების თარიღი 1939

დაიბადა 1939 წელს.  1962 წელს დაამთავრა ათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. პირველი მოთხრობა "გარსია" 1962 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ "მნათობში", 1968 წელს - პირველი წიგნი.  გამოქვეყნებული აქვს მოთხრობების კრებულები: "უჩვეულო დღეები" (1971), "მოთხრობები"  (1974), ლექსების კრებული "თეთრი ნავი" (1978), ლექსებისა და პოემების კრებული "გამხელა"(1985), პროზაული კრებული "სამი ამბავი" (1988), ესეები და ნარკვევევი "ლექსი და შემოქმედება" (1975), "პოეზიის პრინციპები" (1987) და სხვ. მის სამეცნიერო ნაშრომებში დასმულია ლიტერატურის ისტორიისა და თეორიის ფსიქოლოგიის, ესთეტიკის, ხელოვნებათმცოდნეობის პრობლემები.

გარდაიცვალა 1998 წელს.

ბიბლიოგრაფი:

 

თარიღი: 11/07/2023