Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მანანა შილაკაძე
ეთნოლოგი
დაბადების თარიღი 1938

1962 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.  1962-2006 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, იყო ეთნოგრაფიაში სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი, საქართველოს ეთნოგრაფიული ატლასის კომისიის მდივანი;   1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია  თემაზე:  "ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკა", ხოლო  მისი სადოქტორო დისერტაციის თემაა - "ქართულ-ჩრდილოკავკასიური ეთნოკულტურული ურთიერთობანი" , რომლიც 1991 წელს დაიცვა.

1968 წლიდან სხვადასხვა პერიოდში კითხულობდა ლექციების კურსს ეთნომუსიკოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში და თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებულ საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლეს სასწავლებელში. 1990-2004 წლებში იყო  თბილისის ხალხური საკრავების მუზეუმის სწავლული მდივანი და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს წევრი; მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში, აქტიურად ატარებდა საველე კვლევებს ეთნოგრაფიისა და ეთნომუსიკოლოგიის დარგში.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 24/02/2023
კატეგორია: ეთნოლოგი