Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რევაზ სირაძე
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1936

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა. 1962-1966 წლებში იყო ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასისტენტი, 1968-1978 წლებში - დოცენტი, 1976 წელს რევაზ სირაძემ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე „ლიტერატურულ-ესთეტიკური აზრის განვითარება ძველ ქართულ მწერლობაში“. აკაკი შანიძის შუამდგომლობით რევაზ სირაძე ერთი წლით მიავლინეს ბულგარეთში, ბაჩკოვოში, პეტრიწონის მონასტრის ისტორიის შესასწავლად.

რევაზ სირაძის თანაავტორობით, ტანძიაში დაარსდა სულხან-საბა ორბელიანის მუზეუმი.

1998 წლს  ფილოლოგიის  დარგში განსაკუთრებული ღვაწლისათვის რევაზ სირაძეს გადაეცა ღირსების ორდენი.   2006 გახდა  წელს პრემია „საგურამოს“ ლაურიატი.

2008 წელს რევაზ სირაძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 08/12/2022
კატეგორია: ფილოლოგი