Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვლადიმერ ბალაძე
მათემატიკოსი
დაბადების თარიღი 1952

1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1974-1976 წლებში იყო თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1976-1980 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ალგებრა-გეომეტრიის განყოფილების ასპირანტი; 1980-1983 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასისტენტი; 1983-1996 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ალგებრა-გეომეტრიის კათედრის დოცენტი; 1991-2004 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრის დოცენტი, პროფესორი; 1996-2005 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის პროფესორი; 2005-2006 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის მოადგილე სასწავლო აკადემიურ დარგში, სრული პროფესორი; 2006-2007წლებში ამავე უნივერსიტეტის რექტორი.  2008 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 2012 წლიდან Zentralblat Mathematical-ს რეფერენტი; 2013 წლიდან ჟურნალ Mathematical Reviews-ს რეფერენტი; 2014 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტი მათემატიკაში; 2018 წლიდან Tbilisi Mathematical Journal-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2013-2018 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2018 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ზოგადი ტოპოლოგია (განზომილების თეორია, უწყვეტ გარდაქმნათა ჯგუფების თეორია), ალგებრული ტოპოლოგია (ჰომოლოგიის თეორია, ჰომოტოპიის თეორია), გეომეტრიული ტოპოლოგია (რეტრაქტების თეორია, შეიპების თეორია), კატეგორიათა თეორია. 

ბიბლიოგრაფია:

 

თარიღი: 10/12/2021
კატეგორია: მათემატიკოსი